თამარ შუკვანი 28.02.2020

პაციენტისთვის კორონავირუსის დასადგენად ჩასატარებელი ყველა გამოკვლევების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუმცა, როგორც ექიმ-ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „რეზონანსს" უთხრა, ტესტირების ჩატარება „ინტერესის გულისთვის" არ ხდება, არამედ ამის საფუძველი უნდა არსებობდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.02.2020

„თურქეთსა და რუსეთს შორის სირიის რეგიონალური ომი შესაძლოა პირდაპირ ჩვენს ქვეყანაზე აისახოს იმიტომ, რომ ორივე ქვეყანას კავკასის რეგიონში თავმოყრილი საკმაოდ სერიოზული სამხედრო დაჯგუფებები ჰყავს და რა თქმა უნდა აქაც იკვეთება მათი ინტერესები," - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ სირიაში მოვლენების შესაძლო გამწვავებაზე საუბრისას განაცხადა.
|
ია აბულაშვილი 28.02.2020

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლი ზედაზენის მონასტერი, რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება, ასურელ მამა იოანე ზედაზნელს დაუარსებია. "შეარჩია მთაი... მახლობლად მცხეთის აღმოსავ-ლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით. აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰქვიან ზედა-ზადენ. აქ პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად და დაემკვიდრენს მუნ" - წერს მემატიანე.
|
ელზა პაპოშვილი 28.02.2020

საზარელი მკვლელობა მოხდა დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში. 41 წლის მამაკაცმა დედა და და სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ლაშა ქიმბარაშვილი პოლიციამ სახლშივე დააკავა. მეზობლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ მათ სახლიდან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მამაკაცმა ოჯახის წევრები სანადირო თოფით გამთენიისას დახოცა. დედა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანაში დაიღუპა. ის საავადმყოფომდე ცოცხალი ვეღარ მიიყვანეს, მედიკოსების თქმით, მას გული გაუჩერდა. გოგონას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა.
|
ია აბულაშვილი 28.02.2020

"გინდა დაიჯერეთ გინდა არა, დღეს საქართველოს ხელისუფლებას მართავს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ გიგა ბოკერია. თუ არის რაღაც მოსაზრება, ივანიშვილი ჯერ ბოკერიას უთანხმებს. ახლა ცდილობენ, როგორმე ბოკერია დაითანხმონ, 110 იქნება თუ 120. ხუმრობენ მოკლედ, ბოკერია "ქართულ ოცნებაში" ქურდად ზისო," - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს " ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს.
|
თამარ შუკვანი 28.02.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დადასტურდა და დიდი ალბათობით მათი რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.02.2020

ჩეჩენ ბლოგერს ტუმსო აბდურახმანოვს თავს დაესხნენ. ვიდეობლოგერი, რომელიც კადიროვის მმართველობისა და რუსეთის ხელისუფლების კრიტიკითაა ცნობილი, ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, რადგან მასზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
| |
თამარ შუკვანი 28.02.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციასთან მოლაპარაკების მიღწევის ბოლო ვადად თებერვლის ბოლოს ასახელებენ, რადგან, „შემდეგ კანონში ცვლილების შეტანა ვეღარ მოესწრება," თუმცა, „ლელო საქართველოსთვის" წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ რაიმე კონკრეტული ვადა არ არსებობს. თუკი მხარეები შემდგომ მაინც შეძლებენ შეთანხმებას, კანონში ცვლილების შეტანა დაგვიანებული არ იქნება.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.02.2020

რუსეთი სირიაში სიტუაციის გამწვავების ფონზე, ხმელთაშუა ზღვაში თავდაცვით ზომებს აძლიერებს და იქ შავი ზღვის ფლოტის ორ კბილებამდე შეიარაღებულ ფრეგატს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით აგზავნის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი" შავი ზღვის ფლოტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
|
თამარ შუკვანი 28.02.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, 17 პაციენტიდან 11-ს კვლევა უკვე ჩაუტარდა და მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ. „ტვ პირველის" თანამშრომლის მდგომარეობა კი სტაბილურია. იგი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტების ლაბორატორიული ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.
|
სანდრო მდივანი 27.02.2020
კორონავირუსის ოფიციალური დადასტურების შემდეგ მშობლები სკოლებში და ბაღებში სწავლის შეწყვეტას ითხოვენ. მათი თქმით, საფრთხე საკმაოდ დიდია და უმეტესობა ბავშვის სახლიდან გაყვანას მაქსიმალურად ერიდება. განათლების სამინისტრო კი ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან საფრთხე არ არის იმდენად დიდი, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მიიღონ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|