ია აბულაშვილი
26.02.2020

"ერთადერთი, რასაც ვუშვებ და შეიძლება ხელისუფლება წავიდეს, ეს არის თანაფარდობის შეცვლა, ანუ 100/50 შეიცვალოს 110/40-ით, ასევე ბარიერის დაწევა, ოპოზიცია რომ გახლიჩოს. სხვა რა კომპროსმიზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, არ ვიცი" - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
26.02.2020

„როგორც ჩანს, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ელოდება და ამის მერე რეალურ ქმედებებზე გადავა. მანამდე, ბუნებრივია, ნებისმიერი ქმედება დესტრუქციულია, რომელიც საქართველოს განვითარებას ხელს უშლის, ამის გამო საერთაშორისო საზოგადოებაც ამ მიმართულებით მხარს არ უჭერს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ოპოზიციის საპროტესტო მუხტის შენელებას.

თამთა ჩაჩანიძე
26.02.2020

მაისში დაგეგმილი ევრსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეეების ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

ია აბულაშვილი
26.02.2020

"რაც სიებთან დაკავშირებით გააკეთეს, ანუ ელემენტარულად ვერ შეძლეს სიებთან დაკავშირებით ერთმანეთთან შეთანხმება, მაფიქრებინებს, რომ ერთობის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ფაქტია, რომ მათ პარტნიორობა არ შეუძლიათ" - ასე ეხმურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
26.02.2020

რა გახდა თბილისში 18 წლის ახალგაზრდას მიერ ჩადენილი საზარელი მკვლელობის მიზეზი, გამოძიება ახლა ამის გარკვევას ცდილობს.  ბებიის  და დედის  ნაჯახით დახოცვაში ბრალდებული 18 წლის მიხეილ ზაუტაშვილი აცხადებს, რომ  ის დედის და ბებიის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რამაც ამ სასტიკი დანაშაულისკენ უბიძგა. 

თამარ შუკვანი
26.02.2020

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიის და დედა-ენის შემდეგ, ქართულ მრავალხმიანობასა და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას)" მიენიჭა, რაც, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.

თამარ შუკვანი
26.02.2020

გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა, ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მამუკა ჩიქოვანმა უარყო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ოლქში ვიხილოთ ის პოლიტიკოსებიც, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა.

ია აბულაშვილი
26.02.2020

"ლომისის მთის თხემსა არს ეკლესია წმინდა გიორგისა, წოდებულ ლომისა უგუმბათო, არნ მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქროვეცხლისანი დახიზნულობით. უჭვრეტს სამხრეთით ქსანსა, ჩრდილოეთით-მთიულეთს. მთა ესე უტყეო არს და ბალახ ყვავილოვანი. კალთათა ტყიანი" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიას.

თამარ შუკვანი
26.02.2020

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა, კიდევ ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი, „ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე უარყოფს. როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, ეს არის ერთი კონკრეტული ტელევიზიის მიერ წარმოდგენილი სია და მოლაპარაკება ჯერ გვარების დასახელებამდე არ მისულა.

თამარ შუკვანი
26.02.2020

ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა. ტელეკომპანია „მთავარი არხის" ცნობით, ეს კანდიდატები იქნებიან შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, ზაალ უდუმაშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
26.02.2020

იტალიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია დღითი-დღე მწვავდება, ეს ევროპული ქვეყანა კონტინენტზე უკვე ნელ-ნელა ისეთ ადგილს იკავებს, როგორსაც გლობალურ დონეზე ჩინეთი. სამშაბათს ექვსმა ევროპულმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ მათ მოქალაქეებს კორონავირუსი იტალიაში მოგზაურობის დროს შეეყარათ.

თამარ შუკვანი
25.02.2020

2020 საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა იმით იყოს საქართველოში აქამდე ჩატარებული არჩევნებისაგან გამორჩეული, რომ ადგილების უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიიღოს. ბოლო პერიოდის პრაქტიკულად ყველა სოციოლოგიური კვლევა ამაზე მიანიშნებს და ექსპერტთა ნაწილი უმრავლეოსობასაც ეს სცენარი რეალურად მიაჩნიათ. საინტერესო კი ისაა, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოში უკვე იყო - 2002 წლის ადგილობრივი არჩევნებისას - და მაშინ, სხვადასხვა გარემოებათა გამო, საბოლოოდ ძალაუფლება არჩევნებზე მე-2 ადგილზე გასულმა პარტიას - „ნაციონალურმა მოძრაობას“ ერგო, რომელმაც სრული კონტროლი დაამყარა დედაქალაქის საკრებულოზე. რამდენად შესაძლებელია, რომ 2020 წელს იგივე რამ საქართველოს პარლამენტში განმეორდეს?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×