თამარ შუკვანი 24.02.2020

ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაკვეთით ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია „იპსოსის" გამოკითხვას სოციოლოგთა გარკვეული ნაწილი უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ჩატარებული კვლევა რეალობასთან აცდენილია. თანაც, მათი თქმით, ეს გამოკითხვა საეჭვოდ იდენტურია იმ კვლევასთან, რომელიც გასული წლის ნოემბერში ასევე კომპანია „იპსოსმა" ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.
|
ალექსანდრე კორტავა 24.02.2020

პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სოციოლოგიური კვლევები, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ატარებენ, ძალაუნებურად ქართული ოცნებისთვის სასურველ შედეგებს დებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.02.2020

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა სირიის პროვინცია იდლიბის დეესკალაციის ზონაში მდებარე 18 სოფელში დარტყმები განახორციელეს. ასეთ ინფორმაციას მხოლოდ თურქული მხარე ავრცელებს, რუსული მხარისგან ამის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა.
|
ია აბულაშვილი 24.02.2020

"ბედმა თუ გვიღალატა და მტრის ძალა ვერ დავძლიეთ, შერცხვენილ იყოს, ვინც ჩვენთაგან ცოცხალი შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზე" - ეს ფიცი 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში მიმავალმა 300 არაგველმა, სოფელ ნაღვარევის წმინდა გიორგის კლესიაში დადო.
|
თამარ შუკვანი 24.02.2020

თბილისის მერის, „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის შემოთავაზებას საარჩევნო სისტემაზე მორიგი შეხვედრის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობა" არ იღებს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „რეზონანსს" უთხრა, თუკი ხელისუფლება სერიოზული წინადადებებით შემოვა, მხარეთა შორის მოლაპარაკება განახლდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.02.2020

„თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ სისტემით მოუგო შევარდნაძეს, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ" წინა ხელისუფლებას, ახლა თუ ოპოზიციას რაიმე უნარი გააჩნია, ამჟამინდელ ხელისუფლებას არსებული სისტემით უნდა მოუგოს. შეუძლებელი აქ არაფერია. ამ სისტემით ხელისუფლების შეცვლა ორჯერ მოხდა და ამდენად მესამედაც შესაძლებელია," - ასე აფასებს „რეზონასთან" შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მისივე აზრით,2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ან წმინდა პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს ან არსებულით, სხვა მოდელს აზრი არ აქვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.02.2020

„ეს იმ წვრთნების საპირისპიროა, რომელიც შარშან და შარშანწინ რუსეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს - „აღმოსავლეთის ფარი", რომელშიც მონაწილეობა 100 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 10 ათასიანი სადესანტო ნაწილების დესანტირება შორეულ აღმოსავლეთიდან კავკასიის რეგიონში მოახდინეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ევროპაში ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნების „ევროპის დამცველი 2020"-ის დაწყებას.
|
რეზონანსი 23.02.2020

<წონის კლების რამდენიმე მეთოდი არსებობს: ჯანსაღი კვება, შიმშილი, მონოდიეტები. სამივე მათგანისას მთავარი პრინციპი კალორიების თვლაა - კალორაჟის შემცირება ეს ცალსახად დაკლებული კილოგრამებია, თუმცა, უმნიშვნელოვანესია ის, თუ დაკლებულ კილოგრამებთან ერთად რას ვიღებთ - გაუმჯობესებულ ჯანმრთელობას, თუ უამრავი დაავადების რისკს. ამ რეალობისას ჩნდება მთავარი კითხვა - არის თუ არა კალორიების თვლა პანაცეა ჯანმრთელობისთვის?
|
ნატა თვაური 23.02.2020

„იერუსალიმის საპატრიარქო არღვევს მართლმადიდებლური კანონიკური სამართლის წესებს, ამიტომ მიუღებელია იერუსალიმის ეკლესიის ინიციატივა. ივარაუდება, ეს ინიციატივა პროვოცირებული და წაქეზებულია რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან, რადგან მას დიდი გავლენები აქვს იერუსალიმის ეკლესიაზე და არ უნდა თავად გამოჩნდეს ამგვარი არაკანონიერი ინიციატივის ავტორად და ეს ყველაფერი გააკეთა იერუსალიმის საპატრიარქოს სახელითა და პატრიარქის ხელით. საქართველოს საპატრიარქომ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა ამ კრებაზე დასწრებაზე", - აცხადებს თეოლოგი ლადო ნარსია 26 თებერვალს იორდანიის ამანში იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამის მიერ დაგეგმილ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე საუბრისას, სადაც უკრაინის ეკლესიის საკითხი და მართლმადიდებელ სამყაროშI ამასთან დაკავშIრებით წარმოქმნილი განხეთქილება უნდა განიხილონ.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.02.2020

ციხიდან ახალგამოსული ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ჩართვა ოპოზიციურ ფლანგზე სავარაუდოდ გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს, რაც შეიძლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აისახოს. ერთის მხრივ, მერაბიშვილმა შესაძლოა ყოფილი თანაპარტიელების - „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" დაახლოებას შეუწყოს ხელი. თუმცა, მეორეს მხრივ, მისი ფაქტორის გამო, შესაძლოა ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.02.2020

„რადგან ბრძანა ბატონმა გიორგიმ და გაზაფხულის დალოდება გვირჩია - დაველოდოთ გაზაფხულს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე.
|
ტატა შოშიაშვილი 23.02.2020

„ხელისუფლებას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, ან სხვა ხერხის მოფიქრება. თუ დასავლელი პარტნიორები კატეგორიულები იქნებიან, შესაძლოა, ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დატოვებს საარჩევნო სისტემას ისე, როგორც არის, რადგან საარჩევნო კამპანიის დაწყებისას დათმობაზე წასვლა ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება არა კომპრომისად, არამედ მარცხად", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრაქტიკულად ჩაშლილ მოლაპარაკებას საარჩევნო რეფორმაზე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|