ტატა შოშიაშვილი 22.02.2020

აშშ-ში ჩატარდა სამხედრო წვრთნები, რომლის სცენარიც ნატო-სა და რუსეთის დაპირისპირებისას რუსების მიერ ბირთვული იარღის გამოყენებასა და ამაზე აშშ-ის პასუხს ითვალისწინებს. ეს წვრთნები განსაკუთრებით საინტერესო იმით იყო, რომ მასში უშუალოდ ჩართული იყვნენ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი და კონგრესმენები, რომელთაც პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცედურების ამოქმედება იწყება მსგავს შემთხვევაში და როგორ მიიღება გადაწყვეტილება.
|
თამარ მუკბანიანი 21.02.2020
სესხის ამომღები რამდენიმე კომპანია, ,,ქართუ ფონდის" განულებულ ვალს მოსახლეობას ხელმეორედ სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე ერთ კვირაზე მეტია სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება “პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია” მოქალაქეებს მიმართავს, რომ აიღონ სესხის განულების ცნობა, სადაც გარკვევით იქნება ნათქვამი, რომ მათ ამა თუ იმ კომპანიის დავალიანება აღარ აქვთ. იგივე რეკომენდაცია მისცა ყოფილ მევალეებს ,,ფონდმა” ქართუმაც ,,რეზონანსთან” საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 21.02.2020

რას ნიშნავს საქართველოზე რუსეთის მხრიდან მასშტაბური კიბერთავდასხმა და რა უნდა მოიმოქმედოს ქვეყანამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ არ განმეორდეს. ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.
|
ელზა პაპოშვილი 21.02.2020

საზარელი მკვლელობა საჩხერეში - გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის მოზარდმა სოფელ ჭალაში მამა ჯერ სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი სახლის სარდაფში დამარხა. დაკარგულ მამას კი მეზობლებთან ერთად „ეძებდა“ და ამბობდა, რომ ღამით სახლში არ მისულა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამა-შვილს კონფლიქტური სიტუაცია ადრეც ჰქონიათ, რადგანაც მშობელს არასრუწლოვანის საქციელი არ მოსწონდა და ამაზე ხშირად კამათობდნენ.
|
ია აბულაშვილი 21.02.2020

"არ მგონია, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დარუნებამ რაიმე არსებითი ცვლილება შეიტანოს ერთიანი ოპოზიციის კონფიგურაციაში ან პოზიციაში. დღეს მთავარი არის ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა, რადგან ხელისუფლების შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცალცალკე მოელაპარაკოს პარტიებს, ეს არის კარგი მესიჯი ოპოზიციისთვის, რომ არ უნდა დაიშალოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
|
ია აბულაშვილი 21.02.2020

"ხელისუფლება მიხვდა, რომ მარტო რჩებოდა და რაიმე სახარბიელო პერსპექტივა აღარ ჰქონდა, ამიტომ გასაგებია დაიწყოს ოპოზიციაში არამყარი ბუნების და შედარებით იოლად დამყოლი ლიდერების გამორჩევა. რას გააკეთებს ოპოზიცია, არ ვიცი, მაგრამ არ მჯერა, რომ ისინი მყარ ერთიან პრაგმატულ პოლიტიკას ითამაშებენ" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მმართველი გუნდის მზაობას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართოს ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან.
|
თამარ შუკვანი 21.02.2020

ოპოზიციონერი ლიდერების საკმაოდ სოლიდური ნაწილი ექსპრემიერთან და ყოფილ შს მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან გაერთიანების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა „რეზონანსს" უთხრა, მერაბიშვილი არცერთ პოლიტიკური პარტიაში არ არის გაერთიანებული, შესაბამისად ვერც 21 თებერვალს, ოპოზიციის მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრებოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.02.2020

თურქეთს რუსეთთან „ძმური" ურთიერთობა არ გამოუვიდა და დახმარებისთვის ისევ ამერიკას მიმართა - ანკარამ ვაშინგტონს ქვეყნის სამხრეთით რუსული ჯარების შეჩერებისთვის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტის" განთავსება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი" ავრცელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.02.2020

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „მთავარ არხზე" გასულ მერაბიშვილის ინტერვიუზე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ყოფილ შს მინისტრს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ უნდა ეჩქარა, რადგან მისი პარიმრობის პერიოდში ქვეყანაში ბევრი ცვლლება განხორციელდა.
|
თამარ შუკვანი 21.02.2020

ყოფილი შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს „მატროსოვის" ციხის დატოვების შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ხელისუფლებას დაამხობენ, განმარტა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, ეს წამოცდენა იყო და ოპოზიციის მიზანი უცვლელი რჩება, - ხელისუფლება რევოლუციის გზით შეცვალონ, თუმცა, საზოგადოების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა „ნაციონალურ მოძრაობასთან" დადგომაზე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე არ ისურვებს.
|
ია აბულაშვილი 21.02.2020

ბოლნისის სიონს ისტორიულ მნიშვნელობით ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს ძველ ქართულ ეკლესიებს შორის. 1936-1937 წლებში რუსთაველის იუბილის მოსამზადებლად დაიწყო ბოლნისის სიონის ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. ძეგლის გარშემო გაითხარა ტერიტორია და გამოჩნდა შენობის მანამდე დაფარული და უცნობი ფრაგმენტები. მათ შორის უძველესი წარწერა, რომლის მიხედვითაც დადგინდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღი
|
თამთა ჩაჩანიძე 21.02.2020

მას შემდეგ, რაც საჰაერო დარტყმების შედეგად ჩრდილოეთ სირიაში ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ამ რეგიონში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე რუსეთ-თურქეთის ღია სამხედრო კონფრონტაციაზე წავიდა საუბარი. ჯერჯერობით ზუსტად არაა ცნობილი ამ საჰაერო დარტყმებში რუსეთის ავიაციის რამდენად (თუ ეს მხოლოდ სირიის ავიაციის გაკეთებული იყო). მიუხედავად ამისა, თურქეთი საპასუხო დარტყმებით იმუქრება, რამაც შესაძლოა მთელ რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|