თამარ შუკვანი 18.02.2020

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებამ ოპოზიციური სპექტრის დაყოფა გამოიწვია. ხელისუფლების ახალი ინიციატივით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკება შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, რამაც საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკების ფორმატი პრაქტიკულად შეცვალა.
|
ია აბულაშვილი 18.02.2020

„მიდის ლუსტრაცია. ბიძინა ივანიშვილს კიდევ ჰყავს შემონახული ორი კაცი, მაგრამ ჯერ არ აჩენს, რომლებიც მასთან გარიგებული არიან, მაგრამ მალე გამოჩნდებიან“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებას, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარკება ოპოზიციასთან შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, რასაც უკვე დათანხმდა „პატრიოტთა ალიანსი“.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2020

ფემიციდის ნიშნით ჩადენილი კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული - სამტრედიაში საჯარო რეესტრის შენობაში განქორწინებაზე ხელის მოსაწერად მისულ ქალს ქმარმა ყელი გამოჭრა. ეს საშინელი დანაშაული კი ხალხმრავალ ადგილას ისე მოხდა, რომ მისი აღკვეთა ვერავინ შეძლო. ბოლო ერთ თვეში ეს ქალზე ქმრის ან ყოფილი ქმრის თავდასხმის უკვე მე-6 შემთხვევაა, საიდანაც 3 ფატალურად დასრულდა.
|
თამარ მუკბანიანი 18.02.2020
საქართველო სესხების სიძვირით, მსოფლიო რეიტინგში ,,ლიდერებს” შორისაა. სესხები ყველაზე იაფი, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებშია, როგორიცაა: ფინეთი, იაპონია, შვეიცარია, საფრანგეთი, დანია და სხვა, ხოლო საქართველო, ისეთი ქვეყნების რიგშია, როგორებიცაა: დომენიკის რესპუბლიკა, პარაგვაი, ეგვიპტე...
|
თამთა ჩაჩანიძე 18.02.2020

„ვფიქრობ, ეს უეჭველი იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება" ჩიხშია სესული და ის ადამიანი სჭირდება, რომელიც ყველა განკარგულებას და პარტიულ დავალებას უსიტყვოდ შეასრულებს", -ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია,პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დამტკიცებას.
|
თამარ მუკბანიანი 18.02.2020
112-ის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი გახდა ფასიანი. ამჯერად გადასახადი ყოველთვიური არ არის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უწყებას ვერ დაუკავშირდებით, თუკი ანგარიშზე თანხა არ გექნებათ. საქმე ისაა, რომ ყველა ზარი ფასიანია. მოსახლეობა და სპეციალისტები აღშფოთებულნი არიან, ხოლო ტიკარაძის უწყება და "სილქნეტი" ტარიფის დაწესებას ერთმანეთს აბრალებენ.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2020

შემზარავი მკვლელობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში - ტაქსის მძღოლი ჯერ გაიტაცეს, შედეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს და შემდეგ მისავე ავტომობილში დაწვეს. პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და უწყების ინფორმაციით, ბრალდებული 23 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია.
|
გვანცა წულაია 18.02.2020
საქართველოში, საშუალოდ, ყველაზე მეტი ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობს. მათი შენახვა კი, არც ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული. "რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რა უჯდება ოთხსულიან ოჯახს საქართველოში თვიდან თვემდე ცხოვრება. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად 349 ლარი დადგინდა. რაც შეეხება, რეალურ ხარჯებს, ის გაცილებით მეტია და ოთხნიშნა მაჩვენებელს სცდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.02.2020

„მე განსაკუთრებული მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს. მერაბიშვილს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პირველ რიგში ადაპტაციის პერიოდის გავლა დასჭირდება. ერთია შიგნიდან დანახული პროცესი და მეორე რა რეალობა დახვდება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას და მის შესაძლო გეგმებს.
|
ია აბულაშვილი 18.02.2020

ახალი შუამთის ხახულის დედათა მონასტერი, რომელიც თელავის სიახლოვეს მდებარეობს, მე-16 საუკუნით თარიღდება. მისი უმთავრესი სალოცავი იყო ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაბრძანებული იყო ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი - იუგუნდით, ფირუზით, ალმასებითა და მარგალიტებით. ხატს ზურგზე 44 წმინდა ნაწილი აქვს.
|
თამარ შუკვანი 18.02.2020

„პატრიოტთა ალიანსი" მზად არის „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდას კიდევ ერთხელ მიუჯდეს. როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ „რეზონანსს" უთხრა, თბილისის მერის კახა კალაძის შეთავაზებას, რომ საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკება ოპოზიციასთან შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, იღებს. თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ მხარეები შეთანხმებიან, არ აქვს.
|
ია აბულაშვილი 18.02.2020

„თანამდებობრივად იშვიათი შემთხვევაა და შეიძლება სიახლედ ჩაითვალოს ქართულ პოლიტიკაში. მარგველაშვილი ალბათ ცდილობს დადგეს დაპირისპირებებზე მაღლა და იპოვოს შეხების წერტილები, მაგრამ ერთია ნაბიჯის გადადგმა და მეორე საერთო ენის გამონახვა", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე ექს-პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეხვედრას.
|
|