თამარ შუკვანი
21.02.2020

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს „ქართული ოცნების" წევრ შოთა ხაბარელს, თუმცა როგორც „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, ამ შენობამ რაიმე ფუნქცია უნდა შეიძინოს. მისივე თქმით, განიხილებოდა საკითხი, რომ პარლამენტის ყოფილი შენობა სპორტული დანიშნულების უნდა ყოფილიყო.

თამთა ჩაჩანიძე
20.02.2020

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევა ამჯერადაც რუსეთმა განახორციელა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად იუწყება.

სანდრო მდივანი
20.02.2020

 ელექტრომობილების მცირეხარჯიანობა უკვე მითად გადაიქცა. ამ კატეგორიის ავტომობილის დამუხტვის საფასური ბენზინისა და გაზის ხარჯს უსწრებს. იმის ნაცვლად, რომ ეკოლოგიის ხელშეწყობა მოხდეს და ტრანსპორტის ეს სფერო წახალისდეს, დატენვის გადასახადის ზრდით პრობლემას ქმნიან. საქართველოში ელექტრომობილები პრესტიჟულ ტრანსპორტად ვერ იქცა, რისი მოლოდინიც ნამდვილად იყო.

თამარ მუკბანიანი
20.02.2020

 გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია და ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს. ფინანსთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ თუ რას შეცვლის იგი ელექტროსისტემაში ეს გაუკვეველია. მინისტრის პოზიცია ცალსახაა, იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება "ნებისმიერ ფასად არ ღირს".

თამთა ჩაჩანიძე
20.02.2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ორ თანამდებობას შეთავსებით გაუძღვება და შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალელურად, ამიერიდან უკვე ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსაც უხელმძღვანელებს, მმართველი გუნდი მიესალმება. ისინი აცხადებენ, რომ გომელაური მისი პროფესიონალიზმიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ორ თანამდებობას პარალელურ რეჟიმში წარმატებით გაუძღვება.

თამარ შუკვანი
20.02.2020

უკრაინა ნატო-ში თავისი სტატუსის მატებას ელოდება. ამ შემთხვევაში ქვეყანა გახდება ალიანსის პარტნიორი გაფართოებული შესაძლებლობებით, თუმცა, ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით, პროცესი, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ზაგოროდნიუკის განცხადებით, ოქტომბერშია მოსალოდნელი, ვერც ალიანსში მიღების პროცესს დააჩქარებს და ვერც მაპ-ის მინიჭებას უზრუნველყოფს.

ელზა პაპოშვილი
20.02.2020

სამტრედიაში ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიგა აბრალავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა გამოიტანა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები პატიმრობის შეფარდებისთვის საკმარისი იყო.

ია აბულაშვილი
20.02.2020

მირონის კურთხევა, შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია. ეს წესი ძველი აღთქმიდან მოდის, ახალი აღთქმით კი ეს ტრადიცია იესო ქრისტემ მოგვცა. მირონცხების წესს აღასრულებდნენ მოციქულები.

თამარ შუკვანი
20.02.2020

პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ანალიტიკურ წრეებში გააჩინა მოლოდინი, რომ იმ თანამდებობის პირს, რომელიც "სისხლიანი 9 წლის თანამონაწილეა", დიდი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს.

Resonance
20.02.2020

 ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, რომელთაც დაუდგინდათ კორონავირუსის დაავადება (COVID-19) ჰუბეის პროვინციის გარეთ პერმანენტულად მცირდება და კლების დინამიკა თანდათან დადებით ტენდენციას იძენს. ამის შესახებ მეტყველებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელსაც ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი რეგულარულად აქვეყნებს.

გვანცა წულაია
19.02.2020

 გასული წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის რთული აღმოჩნდა. რეკორდულად გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ, საბანკო რეგულაციებთან ერთად, სამშენებლო სფერო საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო. 2019 წელს, ბინებზე ფასმა მოიმატა, მაგრამ მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობა დაეცა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შარშანდელი ცუდი მაჩვენებელი, უძრავი ქონების სექტორზე ახლაც აისახება.

ელზა პაპოშვილი
19.02.2020

რა ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა მიმართულებით ხდება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. 3 ხმა 2-ის წინააღმდეგ - მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა და შტატების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×