თამარ შუკვანი
19.02.2020

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტი გახსნას. ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისთვის კი გაუგებარია, ეს საკითხი ხელისუფლებამ რატომ არ დააყენა ერგნეთის შეხვედრების დროს, რაზეც სამინისტროში „რეზონანსს" უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდეს და საკითხი დააყენეს ასევე ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზე.

თამარ შუკვანი
19.02.2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომას მმართველ გუნდში არ ადასტურებენ, მეტიც, გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილით ჩანაცვლების საჭიროებას ვერ ხედავენ, რადგან პრემიერ-მინისტრი თავის საქმეს „ბრწყინვალედ ასრულებს." მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ ანალიტიკოსთა წრეებში გააჩინა მოსაზრება, რომ „ეს იქნება დასტური იმისა, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია" და ოპოზიციისა თუ სამოქალაქო აქტივისტების ერთგვარმა ზეწოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო.

მალხაზ გაგუა
19.02.2020

2020 წლის 1 იანვარს ამოქმედდა „მედიაციის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზე საქართველოში პირველად დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია", რომლის პრეზენტაცია ოთხშაბათს სასტუმრო „რუმსში" გაიმართა, სადაც საზოგადოებას დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ოფიციალური ამოქმედება მიულოცეს ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა ქ-ნ თეა წულუკიანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა კარლ ჰარცელმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა საქართველოში ქ-ნ ლუიზა ვინტონმა.

ია აბულაშვილი
19.02.2020

„ჯერ ამბობენ 4 აპრილი, მერე იტყვიან 5 მაისს, შემდეგ ივნისს და მოვა ოქტომბრის არჩევნებიც. ვფიქრობ, ოპოზი-ციის ლაპარაკი ფართმასშტაბიან აქციებთან დაკავშირებით მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია. ამ მეთოდებით ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. რა ნაბიჯებს გადადგამს წინასაარჩევნოდ "ოცნება", არ ვიცი, შეიძ-ლება ისეთი შეთავაზება გააკეთოს, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს" - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოსა და ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს მომავალ არჩევნებში პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

თამარ მუკბანიანი
19.02.2020

 უმუშევრობის დონე საქართველოში 10.9%-მდე შემცირდა, თუმცა არ გაზრდილა დასაქმებულთა რიცხვი, პირიქით შარშან შემცირდა კიდეც. ამ ერთი შეხედვით უცნაური მოცემულობის ახსნა, სამწუხარო რეალობაშია - ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ქვეყნას ტოვებს, შესაბამისად, მცირდება სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი და უმუშევრობის დონეც.

ელზა პაპოშვილი
19.02.2020

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სამხედრო მერაბ კობიაშვილი 4 დღიანი მკურნალობის შემდეგ  მცხეთის საავადმყოფოდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ის თავადაც დაჭრილია და საავადმყოფოში მკურნალობდა. 

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2020

„ამ შემთხვევაში, რაც მიუსაჯეს, ამ კაცმა სრულად მოიხადა და თუ თავიდან რაღაც ახალი საქმის შეკერვა დაიწყეს, მაშინ ესეც პოლიტიკური პატიმარი იქნება სხვა არაფერი," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაჩენილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თუ მერაბიშვილი პოლიტიკურად გააქტიურდა, შესაძლოა გიგი უგულავას ბედი გაიზიაროს და ისევ საპატიმროში შეაბრუნონ.

ია აბულაშვილი
19.02.2020

„ხატი იკონისა, არის სამკარიანი" გაბმული ერთი მეორეზედ რკინის ანჯამებით, შუაზე არის გამოსახული მაცხოვარი, მარჯვნივ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მარცხნით წმინდა იოანე ნათლისმცემელი" - ასე აღწერს მემატიანე ოქონის ვედრების სპილოს ძვლის ხატს, რომელიც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მე-11 საუკუნიდან არის ცნობილი.

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2020

ხელისუფლებამ კახი კალაძის ინიციატივის განხორციელება დაიწყო, პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე მმართველ გუნდს პირველი „გირჩი" შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ფორმატში დაგეგმილია შეხვედრა სოციალ-დემოკრატებთანაც.

ია აბულაშვილი
19.02.2020

1969 წელს კინოეკრანზე გამოვიდა მხატვრული ფილმი "ფიროსმანი", რომლის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი შენგელაიაა. ფიროსმანის როლს თამაშობს 60-იანი წლების ქართველი ნონკომფორმისტი, მხატვარი ავთო ვარაზი. ფილმს 1973 წელს ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია მიენიჭა, როგორც ყველაზე ორიგინალურ ფილმს; ჩიკაგოში, მეათე საერთაშორისო კიონფესტივალზე აიღო "ოქროს ჰიუგო"; იტალიაში, აზოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი პირველი პრემია.

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2020

ქვეყნის აღმოსავლეთში გამწვავებული სიტუაციისა და განახლებული შეტაკებების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოახერხებს ტერიტორიების დაკარგვის გარეშე დონბასში კონფლიქტი დასრულებას - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა „უკრაინა 24"-თან ინტერვიუში განაცხადა.

თამარ შუკვანი
19.02.2020

„კონკრეტული პირები უკვე არაფერს წყვეტენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი პროკურორი. არ მგონია, რომ შოთაძე ვინმეზე უარესი ან უკეთესი იყოს. უბრალოდ თავად სისტემაა მანკიერი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობას, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის და ეს აფუჭებს ყველაფერს. ეს შოთაძე იქნება თუ ქიბროწაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს? კონკრეტულად შოთაძესთან არ მაქვს პრეტენზიები," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ირაკლი შოთაძის დაბრუნებას გენერალური პრტოკურორის თანამდებობაზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×