თამთა ჩაჩანიძე
18.02.2020

ბელარუსის მხრიდან დამოუკიდებლობის შეინარჩუნების სურვილმა შესაძლოა ახლო მომავალში შესაძლოა რუსეთ-ბელარუსის ნამდვილი ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ ჩეხურ გამოცემა „რესპეკტთან" ინტერვიუში განაცხადა.

ია აბულაშვილი
18.02.2020

„ამ ვარიანტით მმართველ გუნდს შეუძლია დასავლეთს უთხრას - აი, რამდენი დავთმე 73-დან ავედი 110-მდე... საარჩევნო ბარეირის დაწევა „ოცნებას" აწყობს, რადგან ბარიერის დაწევის ან გაუქმების შემთხვევაში, „გაერთიანებული ოპოზიცია" დაიშლება, ვინც ნათელაშვილის ოფისში ზის, პატარა პარტიებს პარლამენტში შესვლის შანსი უჩნდებათ", - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გეგმა „ბ"-ზე გადავიდეს და „დემოკრატია გაითამაშოს".

თამარ შუკვანი
18.02.2020

თბილისის მერის, „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის შეთავაზებას, რომ შესაძლოა საარჩევნო რეფორმაზია მოლაპარაკება ოპოზიციასთან შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, „ევროპული საქართველო" არ დათანხმდება. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „რეზონანსს" უთხრა, რომ არცერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ წინადადებას არ მიიღებს, რადგან ხელისუფლების მიზანია ოპოზიცია დაყოს.

თამთა ჩაჩანიძე
18.02.2020

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულმა ძალებმა სამშაბათს გამთენიისას ყველასათვის მოულოდნელად ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს და შეეცადნენ ფრონტის ხაზი გაერღვიათ. სისხლისმღვრელი ბრძოლა მიდიოდა დასახლებული პუნქტების - ზოლოტოეს, ნოვოტოშკოვის, ორეხოვოს, კრიმსკის და ვოლნის მიმართულებით. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია „ფეისბუკით" უკრაინის თვადაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

თამარ შუკვანი
18.02.2020

„ოპოზიციის მიზანია საარჩევნო სისტემის შეცვლა. რამდენად შეძლენებ ამის მიღწევას, სხვა თემაა. „სირცხვილის კორიდორების" მოწყობით, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ ასეთი საპროტესტო აქციებით საზოგადოების მობილიზებას ახდენენ. პრაქტიკულად ხდება მზადება არჩევნებისთვის. ოპოზიცია არის რადიკალური და ცდილობს თავის მომხრეების აქტიურობა გაზარდოს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქცია.

ირაკლი ლომიძე
17.02.2020

 თბილისში მოქმედი პოლიკლინიკების ნახევარს დახურვა ემუქრება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაემოეთიშებიან. ცვლილებები პირველ ეტაპზე საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება.

ირაკლი ლომიძე
17.02.2020

 ლარის გამყარების პერსპექტივა შეიძლება მოისპოს. ბოლო დროს სახელისუფლებო და სამთავრობო სტრუქტურებში ლარზე თითქმის არავინ საუბრობს, არ კეთდება ოფიციალური განცხადებები და საზოგადოებაც შეეჩვია გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტას, რომელმაც ყოველდღიურობა უკიდურესად დაამძიმა და ათასობით ოჯახის ცხოვრება შეცვალა უარესობისკენ.

ელზა პაპოშვილი
17.02.2020

თავდაცვა თუ განზრახ მკვლელობა - რა მოხდა გუდაურში 16 თებერვალს გამთენიისას. ჩხუბის და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოკლულია 22 წლის თამაზ გორთამაშვილი, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მერაბ კობიაშვილმა ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა, ერთი კი ადგილზევე გარდაიცვალა.  

თამარ მუკბანიანი
17.02.2020

 თუ არ გინდა, წადი - ეს საქართველოში დამსაქმებლის და დასაქმებულის მთავარ დაუწერელ კანონად იქცა და სამჭუხაროდ, ამით რეგულირდება ბაზარიც. ამის გამო კი ახალგაზრდეს უწევთ მონურ პირობებში იმუშაონ, რადგან მათი დამცავი მექანიზმი კანონი ვერ გახდა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პროფკავშირები, დღემდე უშედეგოდ იბრძვიან, რომ მშრომელის უფლება ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს მაინც.

ელზა პაპოშვილი
17.02.2020

სასტიკი მკვლელობა გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში- ყოფილ მეუღლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, მკვლელობით დასრულდა. 23 წლის ხათირა ჰუსეინოვა ყოფილმა ქმარმა, თელმან მუსტაფაევმა, საკუთარ სახლში, სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით, 16 თებერვლის ღამეს მოკლა. ყოფილ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მან ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. ხელში დაჭრა ყოფილი ცოლის დაც. 

რეზონანსი
17.02.2020

 მიმდინარე წლის დასაწყისში საწვავის იმპორტმა კლება განიცადა. ამის მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში სეზონის გავლენას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე ტრენდი ძალიან მალე შეიცვლება.

თამარ შუკვანი
17.02.2020

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ქართველ მოსახლეობაში მშობლიური ენა აქტიურად იდევნება. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფთიაქებს ჩამოართვა წამლები ქართული წარწერებით. ამასთან, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას უზღუდავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×