თამარ შუკვანი
14.02.2020

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში, თბილისს რუსეთის დელეგაცია ეწვევა, რასაც შესაძლოა ახალი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვეს და განმეორდეს იგივე, რაც გასული წლის ივნისში მოხდა. თბილისში დელეგაციის ჩამოსვლა რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგორი კარასინმა ოფიციალურად უკვე დაადასტურა, თუმცა უცნობია იქნება თუ არა მათ შორის თავად მინისტრი, სერგეი ლავროვი.

სანდრო მდივანი
13.02.2020

 ქუთაისის შემდეგ უკვე თბილისში გაჩნდა გაზის მიწოდების პრობლემები და ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოში ბოლო დღეებში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა და სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ყინვას ვარაუდობენ. მოსახლეობას უწევს 2-3 დღე გაზის გარეშე ყოფნა, რაც საყოფაცოხვრებო პრობლემებს იწვევს. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მთავარი მიზეზი არის გეგმიური სამუშაოები, რომელსაც კომპანია "თბილისი ენერჯი" წესით ზამთრის დაწყებამდე უნდა ასრულებდეს, რომ  მოსახლეობას მსგავსი პრობლემები არ შეექმნას.

თამარ მუკბანიანი
13.02.2020

 ბიტკოინის ღირებულება დიდი და ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ კვლავ აღმა წავიდა. შარშან წლის ბოლოს თუ ფასი 5000 დოლარს არ აღემატებოდა, ახლა უკვე 10 000 დოლარს გადასცდა. შესაბამისად, მის მიმართ ინტერესიც ისევ გაიზარდა და საქართველოში დახურული „მინიფერმები“ კვლავ ამოქმედდა. ამიტომაც იზრდება ელექტროენერგიის ხარჯიც. მას შემდეგ, რაც მესტიაში უკანონო მაინინგის შესაძლებლობა შეიზღუდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ კრიპტოვალუტის მომპოვებლები იმ რეგიონებში გადაინაცვლებენ, სადაც ელექტროენრგიის დანახარჯის მხოლოდ 50%-ს იხიდიან.

რეზონანსი
13.02.2020

 მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემაში ცვლილებებია. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე განსახილველად შევიდა. ცვლილებები სერიოზულ გაძვირებას გამოიწვევს, არა მხოლოდ მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების, არამედ ავტოსკოლებში სწავლების კუთხითაც. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს არის ყველაზე გამართლებული ფასის მატება, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებულა საქართველოში.

 

 

თამარ შუკვანი
13.02.2020

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავების გარეშე დასრულდა. ევროპარლამენტის მიერ „ქართული ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უპრეცენდენტო შემთხვევა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სრული კრახია. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით კი, ეს არა ერთი კონკრეტული პარტიის, არამედ ქვეყნის წარუმატებლობას ნიშნავს.

ელზა პაპოშვილი
13.02.2020

ცოლზე ძალადობის კიდევ ერთი მძიმე ფაქტი, რომელიც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. ახალციხის რაიონში სოფელ სვირში დააკავეს მამაკაცი, რომელიც არასრუწლოვან შვილს და მეუღლეს ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდა. მათ ნაჯახით  და ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდათ. 

ია აბულაშვილი
13.02.2020

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა თავად ევროპარლამენტიდან წამოვიდა, მათი შეთავაზება იქნება და მმართველი გუნდი იძულებული გახდა დათანხმებოდა"- ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდეგნი მისიის საქართველოში მოწვევას.

თამთა ჩაჩანიძე
13.02.2020

„ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები, საარჩევნო წელს უგულავას და ოპოზიციის სხვა ლიდერების დაჭერებით ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად საქართველოს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მისამართით გადადგმულ ნაბიჯებს.

ელზა პაპოშვილი
13.02.2020

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე  ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 13 000 დოლარი ახალშობილის სანაცვლოდ - ამ მძიმე დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია 7 ადამიანი და მათ შორის ჩვილის დედაც. ასევე დაკავებულთა შორის ის გინეკოლოგები არიან, რომლებმაც ქალი ამშობიარეს. ჩვილის დედას ირმა მაისურაძეს სასამართლომ  გირაოს სახით  2 000 ლარი შეუფარდა, თუმცა, უსახსრობის გამო მან ეს თანხა ვერ გადაიხადა და პატიმრობაში რჩება. 

ია აბულაშვილი
13.02.2020

ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ათონის ბერების მოწმობით ყველაზე საკვირველმოქმედი ხატია და დადი სიყვარულით სარგებლობს წმინდა მთაზე. მის საპატივცემლოდ ყოველ წელს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, იმართება დღესასწაული.

თამარ შუკვანი
13.02.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების რეალური მიზეზი შესაძლოა გადაშენების პირას მყოფი ცხოველი - პანგოლინი იყოს. სავარაუდოა, რომ ადამიანსა და ღამურას შორის ვირუსის გადაცემა სწორედ ამ ცხოველის მეშვეობით მოხდა. ამის შესახებ საუბრობენ ის მეცნიერები, რომლებიც მომაკვდინებელი ვირუსის ცხოველურ წარმოშობას იკვლევენ, თუმცა, კვლევა ჯერ არ დასრულებულა.

თამთა ჩაჩანიძე
13.02.2020

რუსულმა დელეგაციამ ბევრი ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიუხედავად ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი პროტესტისა, მაინც ჩამოვიდეს, თუმცა, ჩვეულებისამებრ, კრემლმა მთავარი საკითხი თავისთვის დაიტოვა და ვიზიტორთა ვინაობა მაინც არ გაამხილა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×