თამთა ჩაჩანიძე
11.02.2020

„ჩემი აზრით ეს მაინც არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, შინ თუ გარეთ ყველა ამას სწორედ ასე აღიქვამს და არა სხვაგვარად. ამიტომ როდესაც საქმე ოპოზიციის ლიდერებს ეხება, ყველა საქმე უნდა გადაიდოს და ეს საქმე სწრაფად უნდა დაამთავრო, ვიდრე მას პოლიტიკური შეფერილება არ მიეცემა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს.

თამარ შუკვანი
11.02.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაჭერის ფაქტი არა პოლიტიკური დევნა, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია აქამდეც უნდა დასრულებულიყო.

ელზა პაპოშვილი
10.02.2020

ერთი და იგივე დანაშაულზე მეორედ მისჯილი პატიმრობა - გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ირაკლი ლომიძე
10.02.2020

 ოფიციალური სტატისტიკა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ ასახავს. ხელისუფლება თითქმის ყველა მეთოდის გამოყენებით ცდილობს, რომ რეალობა გააყალბოს. საფუძვლიან ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკაში მუდმივად პრობლემაა, არ იქმნება სამუშაო ადგილები, ვერ ვითარდება წარმოება, მაგრამ ამ პროცესის პარალელურად სტატისტიკური მაჩვენებლები თითქმის ყველა შემთხვევაში ,,სტაბილურია".

თამარ მუკბანიანი
10.02.2020

 გაზის სისტემების გაუმართაობის გამო აფეთქების, დაღუპული და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია ზამთრის სეზონზე ძალიან ხშირად ვრცელდება, თუმცა დაპირების გარდა, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კომუნიკაციების მოწესრიგებაზე, რეალურად არავინ ზრუნავს. თბილისში უკვე თითქმის ერთი წელია, ,,თბილისი ენერჯი” ოპერირებს, თუმცა ამ მხრივ ისევ არაფერი შეცვლილა და დედაქალაქის მოსახლეობა კვლავ "ბომბზე ზის".

ელზა პაპოშვილი
10.02.2020

ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს  დატოვებს. უკვე ცნობილია, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმას აპირებს.  ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა რამდენიმე თვის წინ განცხადება გააკეთა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია რომელ პარტიაში და ვისთან ერთად გააგრძელებს ის მოღვაწეობას. ჩნდება კითხვა - სად წავა მერაბიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ „ევროპულ საქართველოში“? 

ირაკლი ლომიძე
10.02.2020

 ადგილობრივ წარმოების პრობლემა საქართველოში რეალურად ვერ გვარდება. დარგის განვითარებას სახელმწიფო პროგრამებიც ვერ შველის. ელემენტარულად, საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობაც გართულებულია და ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობამ მეწარმეებს ეს პრობლემა ვერ მოუგვარა. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის განმავლობაში ექსპორტი თვალსაჩინოდ გაიზარდა, სინამდვილეში სიტუაცია არც ამ მიმართულებით არის გამოსწორებული, ზრდა რეექსპორტის ხარჯზეა და წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი ისევ დაბალ დონეზე რჩება.

თამარ შუკვანი
10.02.2020

რევოლუციური სცენარი და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა - ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს. თუკი არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება, მსგავსი პროცესები არჩევნების შემდეგ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.

სანდრო მდივანი
10.02.2020

 ჩინური კორონავირუსის გავლენა უკვე ქართულმა ეკონომიკამაც იგრძნო. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ბაზრის დიდი წილი ჩინურ პროდუქტს უკავია, პრობლემებმა ნელ-ნელა თავი იჩინა. განსაკუთრებით დიდი თავსატეხი გაუჩნდათ იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ აქვს ბიზნესთან შეხება და ჩინეთიდან ჩამოაქვთ სხვადასხვა სახის პროდუქცია. მათთვის უზარმაზარი ბაზრის კარი თანდათან იხურება.ეკონომისტები დაუფარავად აცხადებენ, რომ ჩინეთის ეკონომიკა დიდი დარტყის ქვეშაა, რადგან წარმოებისა და მომსახურების ობიექტების საკმაოდ დიდი ნაწილი დახურულია.

თამთა ჩაჩანიძე
10.02.2020

რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში პოზიციებს არ თმობს, პირიქით, ის მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს, ამის გამო კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომავალიც ბუნდოვნია. როგორია ამ ერთგვარი „ინტეგრეციის ჩიხიდან" გამოსავალი...

ია აბულაშვილი
10.02.2020

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც გურჯაანის მახლობლად ტყეში, კახთუბანის ხევში მდებარეობს, ერთ-ერთია ქართლ-კახეთის იმ სამი ეკლესიიდან, რომელიც ჩვილშვილთა დედების მფარველად იხსენიება. რძენაკლული დედები დღემდე მოდიან ტაძარში მოსალოცად და ღვთის შემწეობით განკურნებულნი ბრუნდებიან.

თამარ შუკვანი
10.02.2020

საფრანგეთი უვიზო რეჟიმის გამკაცრების ახალ ტალღას იწყებს. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მსურველი ქართველები მკაცრად გაკონტროლდებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საფრანგეთშიც, რაც შესაძლოა საზღვრის გადაკვეთისა და შრომის ნებართვის აღების გამკაცრებას გულისხმობდეს. ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×