თამთა ჩაჩანიძე
08.02.2020

„ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოში ახალი არაფერია. ჩინეთში, რა თქმა უნდა, კვლავ ზრდა არის, დღესაც 3500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ არც ისე რადიკალურად", - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2020

„სააკაშვილის განცხადებას მეც დღეს დილას გავეცანი. ამაზე არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია და პარტიიდან ჩემი წასვლა ამასთან კავშირში არ არის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭავჭავაძის ცენტრის" ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი, საზოგადოებაში გაჩენილ მოსაზრებას, რომ  „ნაცმოძრაობის" წევრებმა შესაძლოა პარტია სწორედ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივის გამო დატოვეს.

თამარ შუკვანი
08.02.2020

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს იხურება, რადგან შემდგომ პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს კონსტიტუციაში ამ ცვლილებების შეტანას, „ლელო საქართველოსთვის" წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ ასეთი აკრძალვა არ არსებობს.

ტატა შოშიაშვილი
08.02.2020

აფხაზეთში მორიგი პოლიტიკური სკანდალი აგორდა. მიზეზი ისაა, რომ დეფაქტო პარლამენტში შექმნილმა საგანგებო კომისიამ იმ მოქალაქეთა სიაში, ვინც 2017 წელს ახალი ფახაზური „პასპორტები" მიიღო, ქართველი „მხედრიონელები" აღმოაჩინა. ამის შესახებ გამოცემა „აფსნი.იაჰია" იუწყება.

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2020

„არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა" და „გაერთიანებული ოპოიზიციის" გვერდით ან პარალელურად ახალი პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის, ან გაერთიანების შექმნას ფიქრობდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას საქართველოში „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნის შესახებ.

თამარ შუკვანი
08.02.2020

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ თუკი ოპოზიციამ ხელისუფლების წინადადება თებერვლის ბოლომდე არ მიიღო, მოპალარაკებათა ფანჯარა დაიხურება, პარტია „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სასაცილოს უწოდებს. ის „რეზონანსთან" საუბრისას თალკვაძეს და „ქართულ ოცნებას" ურჩევს „გონს მოეგონ."

ტატა შოშიაშვილი
08.02.2020

ცნობილი „კანონიერი ქურდის", ვიაჩესლავ ივანკოვის, იმავე „იაპონჩიკის" მკვლელობიაში თანამონაწილეობის ბრალდებით ხუთშაბათს მოსკოვში 61 წლის მურთაზ შადანია დააკავეს. მას ბრალად ედება 2009 წელს „იაპონჩიკის" მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა, მომავალი მსხვერპლის თვალთვალი და მკვლელობის უშუალო შემსრულებლისთვის იარაღის გადაცემა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.

თამარ შუკვანი
07.02.2020

 მსახიობ ბესო ზანგურს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. იმის გამო, რომ ბინა კერძო იპოთეკართან აქვს ჩადებული, შესაძლოა, უსახლკაროდ დარჩეს. როგორც მსახიობმა „რეზონანსს“ განუცხადა, თანხა პროცენტულად კერძო პირისგან ისესხა.

თამარ მუკბანიანი
07.02.2020

 200 კგ-მდე მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტზე გაყვანა აიკრძალა. შარშან შეზღუდვა 140 კგ-მდე დაწესდა, თუმცა როგორც ჩანს ამან ბაზარზე მდგომარეობა ვერ შეცვალა და რეგულაციის კიდევ მეტად გამკაცრება გახდა საჭირო.

თამთა ჩაჩანიძე
07.02.2020

„თუ მოხდა ისე, რომ არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდა, რა თქმა უნდა მონაწილეობას მივიღებთ. ამ საარჩევნო წესების ფარგლებშიც „ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთ," - აცხადებს „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

ელზა პაპოშვილი
07.02.2020

თბილისში, პეკინის ქუჩაზე არასრუწლოვნებმა საიუველირო მაღაზია  Red Berry გატეხეს. მათ ჩაქუჩების და ქვების დახმარებით ჯერ მაღაზიის ვიტრინები დალეწეს შემდეგ კი მაღაზიიდან ძვირფასეულბა წაიღეს.  ეს ყველაფერი კი მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მაღაზიაში „რეზონანსს“ ჯერჯერობით არ უდასტურებენ რა რაოდენობის თანხაა წაღებული, თუმცა აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, საუბარი ათეულ ათასობით ლარზე უნდა იყოს, რადგანაც ზოგიერთი ნივთის ღირებულება 2 ათას ლარს აღემატება.    

თამთა ჩაჩანიძე
07.02.2020

„იმ მოცემულობით და იმ რეალური გამოკითხვის საფუძველზე, არა შეთხზული და არა გაურკვეველ წრეში ჩატარებული, არამედ რეალური გამოკითხვის საფუძველზე, მმართველ გუნდს ყველანაირი შანსი აქვს იმის, რომ უმრავლესობა მოიპოვოს."- ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე, 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების" კვლავ უმრავლესობაში მოსვლის შანსებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×