თამარ მუკბანიანი 04.02.2020
ავიაკომპანია "აირზენამ" რამდენიმე მიმართულებით ფრენა შეწყვიტა. მიზეზი არაკონკურენტული გარემო და სახელმწიფოს მხირდან, ორი ბიუჯეტური კომპანიისათვის დაწესებული შეღავათებია. რატომ უწესდებათ კონკრეტულ ავიაკომპანიებს შეღავათები და რატომ ზარალდება ამით ქართული კომპანია?
|
თამთა ჩაჩანიძე 04.02.2020

„თუ შოთაძის ინიციატივა იყო, რომ ივანიშვილთან მისულიყო და შეხვედრას შეესწო, ეგ არაფერია; თუ ივანიშვილმა ინიციატივა გამოიჩინა, დასწრება მოსთხოვა და დაასწრო ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ამას გარკვეული დატვირვა აქვს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მიერ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას გაკეთებულ განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს, ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრას ისიც დაესწრო.
|
ელზა პაპოშვილი 04.02.2020

ეკე ბესელიას და სოფო კილაძეს შორის დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. ბესელია კილაძეს სთხოვს, რომ ბოდიში მოიხადოს იმ ბრალდებებზე, რომელიც მის მიმართ გააჟღერა, ან დადოს ფაქტები, რის საფუძველზეც მას ბრალს სდებს. მისი თქმით, კილაძემ გააკეთა ცილისმწამებლური და საშინელი განცხადება, ამიტომაც შემდეგ ბესელიასგან რა რეგირებაც მოჰყვება, გამოჩნდება და ამას საზოგადოება დაინახავს.
|
თამარ მუკბანიანი 04.02.2020
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო ორ კვირაში 12 დოლარით დაეცა და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, შემცირება თითქმის არ ასახულა ქართულ ბაზარზე. მცირე ავტოგასამართ სადგურებზე მართალია უმნიშვნელო გაიაფება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს არ შეხებიათ დიდ ქსელებს. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მყარდება და ნავთობის ფასიც ეცემა, ავტოგასამართ საგურებზე ფასი უცვლელი რჩება.
|
თამარ შუკვანი 04.02.2020

ყოფილი შს მინისტრი და ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი „მატროსოვის" ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. იგი 2013 წლის მაისში დააკავეს სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. გააგრძელებს თუ არა ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკური აქტივობას და კერძოდ რომელ ოპოზიციურ პარტიასთან შეიძლება ვიხილოთ, ამაზე ოპოზიციონერ ლიდერებს ინფორმაცია არ აქვთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.02.2020

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, სირიის პროვინციაში თურქი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო, უკიდურესად აღშფოთებულია, შურისძიებას აპირებს და რუსეთს მოუწოდებს, რომ ამაში ხელი არ შეუშალონ წინ არ გადაეღობონ.
|
ია აბულაშვილი 04.02.2020

„ახალი ლიდერის შექმნა ვეღარ მოესწრება. ერთიანი ლიდერი თეორიაშიც არ ჩანს, მითუმეტეს იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც დღეს არის. ამიტომ არსებული შემადგენლობით უნდა შეძლონ არჩევნებში წარმატების მიღწევას", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შანსებს მომავალ არჩევნებში.
|
ელზა პაპოშვილი 04.02.2020

ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა - გვიან ღამით ბაღდათში გამოძახეებულ მეხანძრეებს საზარელუ სურათი დახვდათ. ღია ცეცხლში შესულმა მაშველებმა 4 ბავშვი, მათი ორსული დედა და მეზობელი ქალი უკვე დამწვარი იპოვეს. გამოძახებიდან 2 წუთში მისულ მაშველებს ხის სახლი, ფაქტობრივად, ჩაფერფლილი დახვდათ.
|
ია აბულაშვილი 04.02.2020

„როდესაც კრიტიკული სიტუაცია იყო, მან პირველმა გადაუხვია რჩევებს და ქვების სროლის ტაქტიკაზე გადავიდა. რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს, საკმაოდ გამოცდილი ადამიანია და შეუძლია საკუთარი აზრი თავად გამოთქვას", - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ექსპერტ გია ხუხაშვილის რჩევას ბიძინა ივანიშვილისადმი.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.02.2020

„ამ ადამიანს ისეთი განსაკუთრებული თანამდებობა არ ეკავა, რომ პოლიტიკური მკვლელობის რაღაც ვერსიები არსებობდეს. ამიტომ ძირითადი ვერსია - ის, რომ შესაძლოა გაზით გაგუდულიყვნენ - საკმაოდ საფუძვლიანია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის რუსი მრჩევლლის იგორ გალისა და მისი მეუღლის მოულოდნელ გარდაცვალებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.02.2020

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსის შესაძლო მასშტაბურად განვითარების შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპისთვის ზუსტ პროგნოზირებას ვერ აკეთებს, თუმცა ინფიცირებულთა შესაძლო ფართომასშტაბიანი განაწილებისთვის ემზადება. ამის შესახებ სამშაბათს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგეი კრაევოიმ განაცხადა.
|
თამარ შუკვანი 04.02.2020

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღევანდელი პარლამენტის სხდომა გადადონ, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „რეზონანსს" უთხრა, მიუხედავად მომხდარი ტრაგედიისა, სხდომა აუცილებლად ჩატარდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|