ია აბულაშვილი 02.02.2020

აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილების მიღების შემდეგ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, თებერვალში ვაშინგტონში მაღალი დონის რამდენიმე ვიზიტი შედგება და მეგობრებს კონგრესში საქართველოს დელაგაცია ყველა კრიტიკულ შენიშვნაზე მყარ არგუმენტებს მიაწვდის.
|
ია აბულაშვილი 02.02.2020

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნას. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, იზორია ბიძინა ივანიშვილის განაჩენს ელოდება, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას და შესაძლოა ელჩად მისი დანიშვნის გადაწყვეტილებაც გადაიხედოს.
|
ია აბულაშვილი 02.02.2020

ქართულ ეკლესიებში, სადაც უამრავი სიწმინდეა დაცული, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, რომელიც, ისტორიული წყაროების მიხედვით, ხობის მონასტერში იყო დასვენებული. როგორ მოხვდა საქართველოში ეს სიწმინდე, უცნობია, თუმცა, უცხოელ მისიონერთა ჩანაწერების მიხედვით, სიწმინდე საქართველოში ინახებოდა.
|
ტატა შოშიაშვილი 02.02.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში იმედისმომცემი გარღვევა დაფიქსირდა - 2 თებერვალს ამ დაავადებისაგან სრულად განკურნებულთა რაოდენობამ პირველად გადაუსწრო გარდაცვლილთა რაოდენობას. ამ სტატიის მომზადების მომენტისათვის, ოფიციალური მონცემებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი იყო 305 ადამიანი და სრულად განიკურნა - 328. სპეციალისტების ვარაუდით, ეს ტენდენცია ამის შემდეგაც შენარჩუნდება და გაძლიერება.
|
ტატა შოშიაშვილი 02.02.2020

რუსეთის სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურში რეზონანსული სკანდალია - დეპარტამენტის რამდენიმე ხელმძღვანელი „კანონიერი ქურდისგან" 400 ათასი დოლარის ქრთამად მიღების ბრალდებით დააკავეს. რუსულ მედიაში გავრცელებული ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, „კრიმინალურმა ავტორიტეტმა" თავად დაწერა განცხადება ძალოვნების მისგან თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით.
|
ტატა შოშიაშვილი 02.02.2020

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართელოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
|
ელზა პაპოშვილი 02.02.2020

სასტიკი მკვლელობა სოფელ ბოლნისში - 70 წლამდე მამაკაცი საკუთარი სახლის ღობესთან დილით მოკლული იპოვეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ფეიზ ახმედოვი გულით ავადმყოფი იყო და სოფელშიც კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მათი თქმით, სოფელში ყველა ყველას ნათესავია და მათთან მსგავსი ფაქტი იშვიათია.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.02.2020
„რა დისკომფორტი უნდა შემიქმნან და ვინ უნდა შემიქმნას და რა უნდა მასწავლონ ამით? ქვეყნის სამსახური, ქვეყნის სიყვარული თუ რა უნდა მასწავლონ?" - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე ოპოზიციის მიერ 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის გახსნის დღეს დაანონსებულ პარლამენტის პიკეტირებასა და ე.წ. სირცხვილის კორიდორს.
|
თამარ შუკვანი 01.02.2020

კონსტიტუციონალისტი და „ლელო საქართველოსთვის" წევრი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ პროდასავლური ხედვის პოლიტიკოსების უკანა პლანზე გადაწევას ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახდენდა და ამან აშკარა სახე 2015 წლის შემდეგ მიიღო.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.02.2020
ამერიკულმა გამოცემა „ნეშენალ ინტერესტმა" ხუთი წყალქვეშა ნავი დაასახელა, რომლებსაც 30 წუთში სამყაროს განადგურება შეუძლიათ. ამ მძლავრი სამხედრო წყალქვეშა ტექნიკიდან სამი რუსულია, ხოლო ორი - ამერიკული.
|
თამარ შუკვანი 01.02.2020

რუსეთის მთავრობის შეცვლის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის საკითხებში კურატორი პრემიერ-მინისტრის მოადგილე მარატ ხუსნულინი გახდა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თანამედროვე აზროვნების, პროაქტიული და მოაზროვნე პოლიტიკოსია, თუმცა, ამ სფეროში გამოცდილება არ აქვს.
|
ელზა პაპოშვილი 01.02.2020

თურქეთში მოკლული 53 წლის ქართველი ემიგრანტის ირმა კრავეიშვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსი“ თურქეთში მცხოვრბ ემიგრანტებს ესაუბრა, რომლებიც კრავეიშვილის მკვლელობის შესაძლო ვერსიებზე საუბრობენ. ემიგრანტები აცხადებენ, რომ გამორიცხულია ქართველი ქალის მიმართ ვინმეს შურისძიების მოტივი ან სხვა რაიმე პირადი კონფლიქტი ჰქონოდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|