ელზა პაპოშვილი
29.01.2020

ოპოზიცია თებერვლიდან მასშტაბური აქციებით იმუქრება. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, 4 თებერვლიდან მათ აქციებს პერლამენტური ხასიათი ექნება და პარლამენტთან სირცხვილის  კორიდორს მოაწყობენ. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ მმართველი პარტიის შეთავაზებას 100/50-ის სისტემაზე არ დაეთანხმონ. ოპოზიცია ასევე გეგმავს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ერთი ფართომასშტაბიანი, საერთო საპროტესტო აქცია გამართონ. 

ია აბულაშვილი
29.01.2020

„ქართული ოცნება“ იმით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ მის წევრებს აქვთ უფლება, გამოთქვან განსხვავებული აზრი. იმედია, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეჯერება მოხდება“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ხელისუფლების პირველი პირების მიერ გაკეთებულ ურთერთგამომრიცხავ განცხადებებს.

მალხაზ გაგუა
29.01.2020

პოპულიზმი, სიძულვილის ენა, უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია, თავდასხმები მედიაზე და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, ბოროტად გამოყენების პოტენციალი - ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივნი თქმით, მისი ვადის მსვლელობისას ეს ორგანიზაციის  პრიორიტეტები იქნება.

ალექსანდრე კორტავა
29.01.2020

რუსეთის დუმაში რამდენიმე თვის წინ შექმნილი „1920 წლის ოსთა გენოციდის აღიარების კომისიის“ წევრები ცხინვალში ჩასვლასა და ადგილობრივ „პარლამენტარებთან“ შეხვედრას გეგმავენ. ამის შესახებ რუსულ „სპუტნიკთან“ საუბარში აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა.

თამარ შუკვანი
29.01.2020

საფრანგეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი სრულიად უნდა გამორიცხავდეს ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნებისათვის „ევროკავშირთან ინტეგრაციის ან მასში გაწევრიანების ყველა პერსპექტივასა და ყველა მექანიზმს“, ხოლო პროგრამის ბიუჯეტის ნახევარი ამ ქვეყნებში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ საუბარია ორ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა.

თამარ მუკბანიანი
29.01.2020

 ანაკლიის პორტის პროექტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. მას შედეგ, რაც ხელისუფლებამ კონსორციუმთან კონტრაქტი გააუქმა, მთავარი კითხვაა, ვინ და რა ვადებში ააშენებს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსათვის არამედ რეგიონისათვისაც უმნიშვნელოვანესია. სპეციალისტები ,,რეზონანსთან” ამბობენ, რომ ,,ქართული” ოცნების ხელისუფლების პირობებში, პორტი ვერ აშენდება.

თამთა ჩაჩანიძე
29.01.2020

 „აქტიურ პოლიტკურ სეზონში ვართ 1992 წლიდან და მანამდეც, ამიტომ გახარიას ფრაზაში განსაკუთრებულ იდუმალ შეტყობინებებს და სიტყვებს შორის კავშირს ვერ ვხედავ, ჩვეულებრივი ფრაზაა, ერთგვარი ფსევდოწინასწარმეტყველები რომ არიან, მომხდარის შემდეგ, რომ იტყვიან ხოლმე, დაახლოებით ასეთი", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ შესაძლო სამთავრობი ცვლილებებზე ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარს.

გვანცა წულაია
29.01.2020

 საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებების შეტანა იგეგმება. მარტიდან, შეზღუვები, რომელიც მოსახლეობისთვის ერთგვარ ტვირთად იქცა, შესაძლოა, გამარტივდეს. ცვლილებები ამჟამად დამუშავების პროცესშია. უკვე გამოიკვეთა თუ რა ტიპის ცვლილებები შევა ეროვნული ბანკის დადგენილებაში.

ია აბულაშვილი
29.01.2020

საქართველოში უამრვი სიწმინდეა დავანებული, ბევრიც დაიკარგა და დღემდე უცნობია მათი ადგისამყოფელი. ისტორიკოსი ლევან ბუბულაშვილი, რომელიც მრავალი წელია იკვლევს საქართველოს ეკლესიის სიწმინდეებს აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში დაბრძანებული რელიკვიების საქართველოში ჩამობრძანების შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება, მაგრამ ძირითადად ეს სიწმინდეები კონსტანტინეპოლიდან, იერუსალიმიდან და სხვა წმინდა ადგილებიდან შემოაბრძანეს საქართველოში.

თამარ შუკვანი
29.01.2020

საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა გააკრიტიკა. მან კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა და თქვა, რომ ივანიშვილსა და „სეზამის ქუჩის" (ამერიკული სატელევიზიო შოუ) პერსონაჟ ოსკარ გრუჩის (Oscar The Grouch - „ბუზღუნა ოსკარი") შორის არსებობს რაღაც საერთო.

ნინა გარდაფხაძე
29.01.2020

 გასული წლის ბოლოს, ლარის გამყარებამ, გააჩინა იმედი და მოლოდინი, რომ ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდებოდა. თანაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიმდინარე წლის დასაწყისიდან უნდა ასახულიყო კურსზე, თუმცა დღეს სრულიად საპირისპირო ვითარებაა. ლარი გამყარების ნაცვლად უფასურდება და უკვე 2.90-იან ნიშნულს გადააჭარბა.

თამარ შუკვანი
29.01.2020

დაუდგენელი კორონავირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბერში გამოვლინდა, საქართველოში მედიასაშუალებებით, ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაცია ვრცელდება და ამა თუ იმ ტერმინის გამოყენება არასწორად ხდება. ამის შესახებ „რეზონანსს" ქიმიის ბაკალავრი, მიკრობიოლოგიის მაგისტრანტი მირანდა ჭელიძე ესაუბრა. მისივე თქმით, მსგავსი სტატიები ვითარებას უფრო ამწვავებს და გაუგებარი თემები პანიკის საბაბი ხდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×