თამთა ჩაჩანიძე 28.01.2020
ახალი ტიპის კორონავირუსის მსუბუქი ფორმა დაახლოებით ერთ კვირაში იკურნება, ხოლო შედარებით მძიმე შემთხვევებში სრული განკურნებისთვის დაახლოებით ორი კვირაა საჭირო. აქედან გამომდინარე კი, გამოჯანმრთელებული და კლინიკებიდან გაწერილი ადამიანების რიცხვი უახლოეს დღეებში თანდათან გაიზრდება - ამის შესახებ სამშაბათს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრმა ლი სილვანმა განაცხადა.
|
ია აბულაშვილი 28.01.2020

„კვალიფიკაციას თავი რომ დავანებოთ, არგუმენტები არ აქვთ პასუხები რომ გასცენ და ისევ ტყილებით თუ აპირებენ მსოფლიო შემოიარონ, ამ ტყუილებს აღარვინ იჯერებს. უპერსპექტივოა ეს ყველაფერი", - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ოცნების" დელეგაციის აშშ-ის კონგრესში დაგეგმილ ვიზიტს.
|
ია აბულაშვილი 27.01.2020

„გაერთიანება უნდათ, პროექტი ყველა ერთის წინაამღდეგ მოსწონთ, მაგრამ 24 საათის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ იმ პარტიის ლიდერს, რომელმაც სილა გააწნა „ოცნების“ ხელისუფლებას. არ მგონია, რომ დღეს იმის დრო იყოს დასალური ვექტორის პარტიებმა ერთმანეთი ძიძგნონ“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამათლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ნაწილის და უფრო კონკრეტულად „ევროპული საქართველოს“ კრიტიკას გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით.
|
ირაკლი ლომიძე 27.01.2020
ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა“ საქართველოს წინააღმდეგ დავას აგრძელებს. საქმე ეხება კომპანიის მიერ ქართულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების მუხლების დარღვევას და ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებელში არსებულ დავალიანებას, რომლის გადახდასაც ,,ფრონტერა“ თავს არიდებდა. ამ დროს კი ირკვევა, რომ კომპანია თავად არღვევდა ყველა პირობას არა მარტო სახელმწიფოსთან, არამედ თავის თანამშრომლებთანაც კი.
|
თამარ შუკვანი 27.01.2020

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის აუცილებლოზე დღეს უკვე საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, „სოციალ-დემოკრატების" ლიდერი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ალაპარაკდა. ჟორჟოლიანი პირველი არ არის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის დატოვების შემდეგ ღიად უპირისპირდება. მისი ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები კი ამას წინასაარჩევნო სვლას უწოდებენ და ამბობენ, რომ ჟორჟოლიანი მოკავშირეებს ეძებს მომავალი ალიანსისთვის.
|
ელზა პაპოშვილი 27.01.2020

თბილისის ღამის კლუბებში ტურისტების ძარცვის სქემა და დაზარალებული სტუმრები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში კლუბის მენეჯერები და მისი მეპატრონეები აქეთ აშანტაჟებენ - ჯერ მარტო იანვარში ორი ფაქტი გახმაურდა, სადაც ტურისტებს არანორმალურად დიდი თანხები გადაახდევინეს. თუმცა არის ისეთი ბარები და კლუბები, სადაც გაძარცვული ტურისტები დუმილს ამჯობინებენ.
|
ირაკლი ლომიძე 27.01.2020
სეპარატისტულ აფხაზეთს ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის ,,ენგურჰესის” გამომუშავებული ელექტროენერგია არ ჰყოფნის და უკვე საქართველო ენერგოსისტემიდან დამატებით მიაქვთ ელექტროენერგია. ამ დროს ენერგოსტაბილურობის მხრივ ურთულესი ვითარებაა. ამ მომენტისთვის ქვეყანა საჭირო დენის თითქმის ნახევარს ძვირი იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს.
|
ია აბულაშვილი 27.01.2020
„ოცნება" შიდა პარტიულ კვლევებს ყოველთვის ატარებს, მაგრამ ამ კვლევის შესახებ არ მსმენია. რომ ჩატარებულიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე ორშაბათს გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულ შიდა კვლევის შედეგებზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.01.2020
აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებას, რომ ამერიკელ კონგრესმენთა კრიტიკური წერილები მათთვის საქართველო შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შედეგია, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „სრულ აბსურდს, გაუგებრობასა და უმეცრებას" უწოდებს, რადგანაც, მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება სწორედ ელჩის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა. ამის შესახებ ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
სანდრო მდივანი 27.01.2020
2019 წელი საქართველოს მცირემოსავლიანი იყო. იანვრის ბოლო რიცხვებიდან ბაზრიდან ქართული პროდუქცია ნელ-ნელა გაქრა. ამიტომ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაზაფხულისთვის ფასები საკმაოდ მოიმატებს. იმპორტირებული პროდუქცია ყოველ წელს ძვირია, თუმცა რამდენიმე კვირაში ადგილობრივი პროდუქტიც გაძვირდება და გაზაფხულიდან მოსახლეობა ამას მკვეთრად იგრძნობს.
|
მალხაზ გაგუა 27.01.2020
ორშაბათს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა, რომელზეც სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. დღეს მოგვიანებით დაგეგმილია, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის გამოსვლა.
|
რეზონანსი 27.01.2020
მსოფლიოსათვის ახალი საფრთხე, კორონა ვირუსი, არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, არამედ ფინანსურ და სასაქონლო ბირჟებსაც ემუქრება. უარყოფითი ზეგავლენა და რყევები უკვე თვალსაჩინოა. აზიის საფონდო ბირჟებზე ინდექსებს შეუქცევადი კლების ტენდენცია აქვს, ხოლო ნავთობი, 8 იანვრიდან 27 იანვრამდე 11 დოლარით გაიაფდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|