ელზა პაპოშვილი
23.01.2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო.  მიმირზა სუბელიანის შვილს დაკითხვისას, რომელიც საქმის მთავარი ფიგურანტია და რომლის გამოც ხორავას ქუჩაზე ჩხუბი მოხდა, მიხეილ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის კონფლიქტი მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი  ზაზა სარალიძემ დატოვა. 

ანა ჯინჭარაძე
23.01.2020

 “სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პარტნიორობას მოაწერეს ხელი. საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტქსელის განვთარების პარალელურად, ოპერატორები უკვე წლებია უკაბელო და სატელიტური ტექნოლოგიის გამოყენებით ინტრნეტსერვისებს უზრუნველყოფენ. ახლა უკვე, “სილქნეტსაც” შეეძლება ინტერნეტკავშირი ისეთ მომხმარებელსაც შესთავაზოს, რომლის გეოგრაფიული მდებარეობაც ბოჭკოვანი ქსელით არაა დაფარული.

ია აბულაშვილი
23.01.2020

 ბეთანიის მონასტერის ისტორია საიდუმლოებით არის მოცული, უცნობია იმ მამთა სახელები, რომლებიც პირველად მოვიდნენ ამ ადგილზე, სადაც დღეს ტაძარია აშენებელი. მე-19 საუკუნეში კარიბჭის მახლობლად ბერებმა აღმოაჩინეს სამარხი, სადაც ერთად ეწყო ძვლები და თავის ქალები, მათგან ბევრს ცვილისფერი დაჰკრავდა, რაც ამ ადამიანთა ცხოვრების სიწმინდეზე მიანიშნებს.საიდუმლოდ არის მოცული როდის დაარსდა აქ პირველად მონასტერი ვინ ააგო და მოხატა.

თამთა ჩაჩანიძე
23.01.2020

 ბოლო დროს დასავლეთის დიპლომატებისგან საქართველოსადმი მომატებულ კრიტიკაში ძირითადი აქცენტები ჩავარდნილ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 20 ივნისის ინციდენტზე და ანაკლიის პორტზეა გაკეთებული, იქონიებს თუ არა ეს გავლენას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, ამის შესახებ ექსპერტები ამბობენ, რომ მომატებული კრიტიკის გამო, ნელ-ნელა„გლობალურ პოზიციებს ვკარგავთ".

თამარ შუკვანი
23.01.2020

ჩინეთში გავრცელებული კონორავისური უკვე გლობალურ სახე იძენს. ახალი სასიკვდილო განაჩენი ევროპისკენ მოიწევს და საქართველოში უკვე საფრთხის პრევენციაზე საუბრობენ. სპეციალისტები საგანგებო მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ჯანდაცვის სამინისტროში დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

გვანცა წულაია
22.01.2020

 თავბრუდამხვევი ინფლაციის შემდეგ, ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები ისევ “სტაბილურად მძიმეა”. 2020 წელი საქართველოში უკვე გაზრდილი ფასებით დაიწყო, რაზეც გავლენა შარშანდელმა მძიმე ეკონომიკურმა ფაქტორებმა მოახდინა. შარშან ზოგიერთ პროდუქტები იმდენად გაძვირდა, რომ ევროპისა და ამერიკის ფასებს დაუახლოვდა. ამის ფონზე კი, იმპორტიორები დიდი ხანია ამბობენ, რომ თუ ეროვნული ვალუტა 2.70-ის ნიშნულისკენ არ წამოვა, არავითარი შეღავათი ბაზარზე არ იქნება, ხოლო ზოგიერთი რამ გაძვირდება კიდეც.

ელზა პაპოშვილი
22.01.2020

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრს და ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტეს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ხელს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აწერს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს გაფრთხილების მიუხედავად, სასულიერო პირი ავრცელებდა მაღალ იერარქთა და საპატრიარქოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს. 

გვანცა წულაია
22.01.2020

 2019 წლის წელს ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის ანტირეკორდმა, გავლენა სამშენებლო სფეროზეც მოახდინა. შარშან ბინებზე ფასმა მოიმატა, მსყიდველთუნარიანობა კი საკმაოდ დაეცა, რის გამოც სამშენებლო სფერო კრიზისში აღმოჩნდა. მშენებლობს კი წელს ვითარების გამოსწორების მოლოდინი არ გააჩნიათ და ამბობენ, რომ ქვეყანაში შემოღებული საბანკო რეგულაციების შერბილება აუცილებელია.

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2020

 რუსული მედიის ინფორმაციით, კიევმა მოსკოვს ისრაელში ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმზე, ვლადიმერ პუტინთან ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა სთხოვა, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ისრაელში 23-24 იანვარს ვიზიტის ფარგლებში რუს კოლეგასთან შეხვედრა ჯერ არ დაუგეგმავს.

რეზონანსი
22.01.2020

 ოქროს ღირებულება კვლავ იზრდება. გასული წლის ზაფხულის დასაწყისიდან, ტენდენციას შეუქცევადი ხასიათი აქვს. გაზრდილია სხვა ფერადი ლითონების ღირებულებაც. სპეციალისტები, ფასის კიდევ მეტად მატებას ვარაუდობენ, მათი თქმით, 2020-ის დეკმბრისათვის ერთი უნცია ორქოს ფასი 2 000 აშშ დოლარს მიაღწევს.

ელზა პაპოშვილი
22.01.2020

30 დეკმებერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი  18 წლის მათე ჯომიდავა, რომელიც მომხმარებლებმა  სცემეს,  რამდენიმე კვირიანი კომის  შემდეგ 21 იანვარს ღამით  მე-9 საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ია აბულაშვილი
22.01.2020

 დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პოლიტიკური კარიერა საქართველოს უახლოეს ისტორიას, კერძოდ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება. თენგიზ სიგუა 1990 წლის 15 ნოემბრიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ დროებით ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას; 1992 წლის 8 ნოემებრს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა; 1993 წლის 5 აგვისტოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×