თამთა ჩაჩანიძე
21.01.2020

 „ჩვენთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრი ფასეულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არაა ფასეული ის აზრი, რომელიც კოპირებული გადმოცემა ოპონენტების და ოპოზიციური სპექტრის აზრისა," ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე ევროპარლამენტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი მწვავე განცხადებებს, სადაც რეინტეგრაციის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავაც ესწრებიან.

თამთა ჩაჩანიძე
21.01.2020

 „როგორც ჩანს, მეორე მხარემ უფრო უკეთ იმუშავა და დაარწმუნა ისინი, რომ სიტუაცია მართლაც ისეთია, როგორსაც ისინი (ოპოზიცია) თვლიან," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტარების მიერ „ქართული ოცნებისადმი" მწვავე კრიტიკულ განცხადებებს.

ელზა პაპოშვილი
21.01.2020

სახალხო დამცველის საკმაოდ სკანდალური მოხსენებამ ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის გაძლიერებაზე საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა, როგორც ირკვევა, იგივე საკითხი იყო წამოჭრილი ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის 2018 წელს მომზადებულ დასკვნაშიც, სადაც ისიც კი ეწერა, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში ე.წ. მაყურებლები უცხოელ ექსპერტებს უკან დასდევდნენ და პატიმრებთან მათი საუბრის გაკონტროლებას ცდილობდნენ.

გვანცა წულაია
21.01.2020

 საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის აღრიცხვა იწყება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განათლებისა და უძრავი ქონების ფარული დარგების გამოკვლევას გეგმავს. მიზანში რეპეტიტორები და ბინის გამქირავებლები არიან. სტატისტიკის სამსახური სწორედ მათ შემოსავალს დაითვლის. დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც სრული სურათი გამოკვეთება, რეპეტიტორებსაც და ბინის გამქირავებლებსაც გადასახადადები დაეკისრებათ.

ია აბულაშვილი
21.01.2020

 ხონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საუკეთესო ძეგლად ითვლება, მე-11 საუკუნით თარიღდება. ამ ეკლესიაში იყო დავანებული წმინდა გიორგის ხატი და მის უნიკალურობაზე მიანიშნებდა დატანებული წარწერა, რომ ხატი უძლეველ მეფე გიორგის ეძღვნება, ოქროთი კი ამოტვიფრული იყო გიორგი ბრწყინვალის სახელი.

ელზა პაპოშვილი
21.01.2020

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ომბუდსმენის მიერ მის მოხსენებაში წარმოდგენილი ფაქტები პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურების არსებობის სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განცხადებით, სახელმწიფო სახალხო დამცველის აზრს მაშინ ითვალისწინებს, როდესაც საუბარი რეალურ პრობლემებზეა.

თამარ მუკბანიანი
21.01.2020

 საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან ერთი წელი უკვე გავიდა და საბოლოო შედეგებიც ცნობილია. 40 წელს ზემოთ დასაქმებულთათვის მონაწილეობა სავალდებულო არ იყო და 21 იანვრის მონაცემით, სქემა უკვე დატოვა 164 429 ადამიანმა. ეს ნიშნავს, რომ ნებაყოფლობით გაწევრიანებულთაგან ყოველმა მეორემ უარი თქვა სახელმწიფო რეფორმაზე.

თამთა ჩაჩანიძე
21.01.2020

 უცნობი კორონავირუსის გამო, რომელმაც მსოფლიო პანიკაში ჩააგდო და რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, 22 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) საგანგებო სხდომას გამართავს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე კი „რეზონანსთან" საუბრისას იმას განმარტავს, თუ რატომ არ ხდება თბილისის აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების სამედიცინო შემოწმება.

ია აბულაშვილი
21.01.2020

„სიტყვა არ გამიტეხია. ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ მე ან ჩემი პარტიის რომელიმე წევრს მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრებში, მითუმეტეს მოლაპარკების მაგიდასთან დავმსხდარიყავით იმ განცხადების შემდეგ, რომელიც გავაკეთე. მე განვაცხადე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემის გარდა სხვა პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ რუსული ვექტორის პარტიებთან არ დავჯდებოდი და ამას ვასრულებ" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებას, რომ თაკო ჩარკვიანს არ დაუტოვებია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ფორმატი და ის შეხვედრებში მონაწილოებას აგრძელებს.

თამთა ჩაჩანიძე
21.01.2020

 „მგონია, რომ ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში მართლაც სამთავრობო ცვლილებები იქნება", - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" იუსტიციის მინისტრია თეა წულუკიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, რომელიც მან პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

თამარ შუკვანი
21.01.2020

„ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გამოძიება უნდა დაიწყოს სწორედ იმაზე, თუ ვინ არის ეს ხალხი, ვინ მფარველობს ამ ხალხს. ასე ხომ არ ხდება, ჰაერიდან ხომ არ მოდის? გარკვეული ხელის შეწყობა თუ არის, ვისგან არის ეს ხელის შეწყობა?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას."


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×