თამარ შუკვანი 24.01.2020

სახალხო დამცველი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროების გამო იუსტიციის მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას გეგმავს. ნინო ლომჯარია თეა წულუკიანს ფარულ თვალთვალში ადანაშაულებს. საკითხი ეხება, იუსტიციის სამინისტროს მიერ, სახალხო დამცველთან შეთანხმების გარეშე, „მატროსოვის" ციხეში ლომჯარიასა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შესახებ გასაჯაროვებულ ინფორმაციას. ამ საკითხზე პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ საპატიმროში ომბუდსმენის ვიზიტის გასაიდუმლოების ვალდებულება არ აქვთ.
|
თამარ შუკვანი 24.01.2020

გაერთიანებული კომისიის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირებაში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „სისულელეს" უწოდებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.01.2020
„საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ თუ ასე გაგრძელდა საქართველო დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს და როცა არჩევნებზე მივლენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ „ქართულ ოცნებას" გამოუვიდა ფარსი, მაშინ დასავლეთისგან აღარ უნდა გვქონდეს გვერდში დგომის იმედი," - ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების კრიტიკას მმართველი გუნდის მისამართით.
|
ია აბულაშვილი 24.01.2020

ქართული კედლის მხატვრობის უნიკალური ძეგლები, რომლებიც ჩვენს ეკლესია-მონასტრებს დღემდე ამშვენებს, ძირითადად რელიგიური კომპოზიციებითაა დატვირთული, თუმცა მდიდარია ისტორიული პორტრეტებითაც. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, მე-12 საუკუნის ფრესკების შესრულების თარიღები, დიდი სიზუსტით თამარ მეფის პორტრეტების წყალობით განისაზღრება. დღეს მხოლოდ თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა - ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის და ბერთუბნის ტაძრებში.
|
თამარ შუკვანი 24.01.2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო დღესაც; ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. სარალიძის განცხადებით, მისი აგრესია კალანდიას უფლებადამცველების მისამართით არის, რადგანაც ამბობენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო. მომხდარი ფაქტის შემდეგ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ თქვა, რომ სარალიძემ პასუხი ხელისუფლებას უნდა მოთხოვოს და არა მათ.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.01.2020
„ახალი ვირუსის საქართველოში გავრცელების რისკი სხვა ქვეყნების მსგავსად არსებობს. ჩვენი პროგნოზით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, ვირუსის ექსპორტი მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩინეთიდან საქართველოში ჩამოდიან, პოტენციურად შეიძლება, იქცნენ ვირუსის გადამტანად.განსაკუთრებით, ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც ჩინეთის იმ რეგიონებიდან ჩამოდიან, სადაც ვირუსი გავრცელდა," - ამის შესახებ საქართველოს პრველ არხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ განუცხადა.
|
თამარ მუკბანიანი 23.01.2020

ბოლო 2 წლის უარყოფითი ტენდენცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 2020-შიც გაგრძელდება. მიზეზი საარჩევნო წელია, როცა მოლოდინის გამო, ინვესტორები თანხის დაბანდებას ერიდებიან. გარდა სპეციალისტების ანალიზისა, საარჩევნო წლებში რომ ინვესტიციები იკლებს, ამას სტატისტიკაც ადასტურებს.
|
სანდრო მდივანი 23.01.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს მსხვილი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მთავრობის აქტიურობამ? ქართველი სპეციალისტების შეფასებით, შეხვედრები საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე არ იმოქმდებს, რადგან ჩვეი ქვეყანა დასავლურ რიტმს ფეხს ვერ უწყობს და მუდმივად რჩება ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც არავინ ფიქრობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.01.2020
„პროპორციულს გამოემშვიდობონ, გამოემშვიდობებიან მაშინ, თუ ხელისუფლებას საკონტიტუციო უმრავლესობა ექნება და კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს, თუ ვერ შეიტანს, მაშინ არსებული ჩანაწერი დარჩება და 2024 წლის შემდგომი არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდება".
|
რეზონანსი 23.01.2020
სომხეთში მანქანების რეექსპორტი გაზაფხულიდან შეიზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებაზე კარგა ხანია მიდის საუბარი, ქართველ იმპორტიორებისთვის ეს მაინც დიდი დარტყმა იქნება. მათი ნაწილი საკუთარი ბიზნესის დახურვას გეგმავს, ხოლო ზოგიერთი თანამშრომლების შემცირებას. იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ოპტიმიზაცია უკვე დაიწყეს.
|
თამარ შუკვანი 23.01.2020

საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში უნდა მიიღონ, - თურქეთის ოფიციალური პირის ეს განცხადება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების პოზიციასა და დამოკიდებულებაზე საქართველოს ალიანსში მიღების შესახებ, რაიმე ზეგავლენას ვერ იქონიებს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს, თუმცა, ამ მოწოდებისთვის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის.
|
ელზა პაპოშვილი 23.01.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, რომელიც სამჯერ გამოიძახეს, გოგონა საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.
|
|