თამთა ჩაჩანიძე 25.01.2020
ჩეჩნეთის ყოფილმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის ტერიტორია დატოვა, ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს - ექსპერტი უსაფრთხოების სათხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მან თავისი უკრაინელი მეგობრებისაგან მიიღო.
|
ელზა პაპოშვილი 25.01.2020

სისხლიანი გარჩევა მწყებსებს შორის - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 35 წალის მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ გარდაცვლილიც და მკვლელობაში ეჭვმიტანილიც მწყემსები არიან. მათივე ინფორმაციით, ნასვამმა მწყემსებმა ერთმანეთს სანადირო თოფიდან ესროლეს.
|
ია აბულაშვილი 25.01.2020

„არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და მშვენიერი აღაშენა მეფემან ბაქარ, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მუხარანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა“, - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი მე-4 საუკუნეში აგებულ წილკნის ეკლესიას, რომელიც ძალიან მდიდარი და ძლიერი იყო.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.01.2020
„ჩემს პოზიციას გეტყვით, თუ რატომ წავიდოდა სურკოვი - მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდა, რუსები მის პოზიციებზე უფრო იოლად მუშაობენ და არ გამოვრიცხავ, რომ სურკოვი რუსეთის ხელისუფლების ზელენსკის პოზიციებთან დაახლოებას ხელს უშლიდა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის მიერ თანამდებობის დატოვებას.
|
ია აბულაშვილი 25.01.2020
„კრიტიკულ წერილებს, რომელიც ხელისუფლებამ აშშ-ის კონგრესმენებისგან მიიღო, პასუხი აუცილებლად გაეცემა, მაგრამ რა ფორმით - ვერ გეტყვით. ამაზე მსჯელობა უმრავლსეობაში არ ყოფილა და არც ფრაქციის სხდომა ჩატარებულა", - განაცხადა „რეზონანსთან" „ოცნების" დეპუტატმა რევაზ არველაძემ.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.01.2020
ცნობილი კრიმინალური „ავტორიტეტის", ტარიელ ონიანის რუსეთიდან ესპანეთში ექსტრადირებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკება და რუსეთის ხელისუფლება მის გადაცემას მხოლოდ გარკვეული პირობით დათანხმდა. ამ შეთანხმების წყალობით კი, ცნობილ „კანონერ ქურდს" ესპანურ ციხეში არც ისე დიდი ხნით მოუწევს ყოფნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი მას ოფიციალურად ექნება ესპანეთში ცხოვრების უფლება. ამის შესახებ რუსული გამოცემა „როსბალტი" იუწყება რუსეთის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
|
ია აბულაშვილი 25.01.2020
„კონგრესმენების წერილები, მათი კრიტიკა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის მისამართით, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მათი კრიტიკის გამო ხელისუფლების დღეები დათვლილია. პირადად ივანივშილის მიმართ სანქციები ნაკლებად არის მოსალოდნელი, მაგრამ „ოცნების" სრულიად უგუნური და პოლიტიკურ იდიოტიზმამდე მისული მოქმედების შედეგად საბოლოოდ არაფერია გამორიცხული", - ასე აფასებს ექსპერტი პეტრე მამარაძე დასავლელი პარტნიორების მხრიდან ბოლო დღეებში გახშირებულ კრიტიკულ მოსაზრებებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.01.2020
უკრაინული საინფორმაციო წყაროები საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის, უკრაინაში მორიგ თანამდებობაზე ალაპარაკდნენ. მათი ცნობით, სააკაშვილი ოდესის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
|
ელზა პაპოშვილი 24.01.2020

დიდი ოდენობით პენსიონერების კუთვნილი თანხის მითვისების სქემა ზუგდიდში და დაკავებული ხუთი ადამიანი, რომელთა შორის ქალებიც არიან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ „ლიბერთი ბანკის“ 4-მა ყოფილმა თანამშრომელმა და ერთმა მოქალაქემ თაღლითურად 71 972 ლარის ოდენობის თანახა მიითვისეს.
|
ელზა პაპოშვილი 24.01.2020

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ გლდანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ყოფილი სამხედრო და ლეინტენატი ზაზა მურჯიკნელი დააკავა. „რეზონანსს“ ამ ინფორმაციას დოდო გუგეშაშვილიც უდასტურებს და ამბობს, რომ მას ორი წლის განმავლობაში უწაყებასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა და საქმის ყველა დეტალის შესახებ ინფორმაციას აწავდიდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.01.2020
თურქეთმა ნატოს, არც მეტი არც ნაკლები, რუსეთისგან შეძენილი ეს-400 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემის ალიანსის თავდაცვით სისტემაში ინტეგრირება შესთავაზა, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი" ავრცელებს.
|
ია აბულაშვილი 24.01.2020
"ივანიშვილს ვაძლევთ დიალოგის საშუალებას, კიდევ აქვს ვადა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებები; წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება ერთი მოთხოვნა - ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შეიძლება პროპორციული არჩევნების თემა გვიანიც იყოს და პროცესები პირადად მისთვის ძალიან მძიმედ წარიმართოს" - ასე აფასებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|