თამარ მუკბანიანი 20.01.2020
აფეთქებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც ჯერ სტატუსი შეეცვალა და შედეგ განადგურდა, ეკოლოგიური ზიანი და ოქროს მოპოვება ღია კარიერული წესით, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს ერთნაირად აზარალებს - ეს არის ,,არემჯი გოლდის” საქმიანობის შედეგი ქვემო ქართლში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის მოსახლეობა საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობს მავნე ზეგავლენას, სახელმწიფო არაფერს აკეთებს.
|
ირაკლი ლომიძე 20.01.2020
საქართველოში ამ ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს. ამის მიზეზი წყლის მარაგის სიმცირეა, რასაც ენერგეტიკოსები უამინდობას უკავშირებენ. 2019 წლის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებამ დაახლოებით 8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, როცა ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 9 მლრდ კვტ/სთ-ზე დაბლა არ ჩამოსულა. პრობლემა რეგიონებს უკვე დაეტყო. სამთო კურორტებზე წყალმომარგების პრობლემასთან ერთად, დენის გათიშვის რამდენიმე ფაქტი აღინიშნა, რის გამოც ტურისტებმა ჯავშნები გააუქმეს.
|
ნინა გარდაფხაძე 20.01.2020
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სამთავრობო პროგრამის დაწყება ჯერ კიდევ 4 წლის წინ წელს დაანონსდა. მას შემდეგ აუმრავი დრო გავიდა. რა ეტაპზეა პროექტი და რა ბედი ელის მომავალში? ახლა ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. თუმცა ვიცით, რომ ,,ქართუს” პრექტზე უარი არ უთქვამს და ახლა უკვე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელიც აცხადებს, რომ პროექტისთვის თანხებს ისინიც გამოყოფენ.
|
ელზა პაპოშვილი 20.01.2020

თვენახევრიანი ძებნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმალვაში მყოფი 50 წლის მამაკაცი არჩილ ჯანგულაშვილი დააკავეს, რომელმაც, სავარაუდოდ, სიმამრი სანადირო თოფით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.01.2020
იმ დროს, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები საქართველოსთან დიალოგის მომხრენი არიან, უკრაინამ ოკუპირებულ დონბასთან პირველი დიალოგი უკვე გამართა და ასე ვთქვათ, ამ საკითხში „დაგვასწრო", შეიქმნა მოლაპარაკებების მრგვალი მაგიდის „კრემატორსკის მოდელი", სადაც ევროკავშირის ხელმძღვანელობით უკრაინისა და ოკუპირებული დონბასის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
|
რეზონანსი 20.01.2020
გრიპის ვირუსის დასამარცხებლად თითო ოჯახს, საშუალოდ, 200 ლარის გაღება უწევს. ამის მიზეზი გაძვირებული მედიკამენტებია, ვირუსი კი იმდენად გავრცელებულია, რომ თითო ოჯახში ორ ადამიანს მაინც სჭირდება მკურნალობა, რადგან ჩვეულებრივი გრიპი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი ვირუსი, ყველა მათგანი გადამდებია. გრიპის გავრცელებული "ა" და "ბ" ტიპის ვირუსები დეკმბრიდან დღემდე მოდებულია მთელი საქართველოს მასშტაბით და მედიკოსები ირწმუნებიან, რომ თებერვლის დასაწყისში ახალი ტალღადაიწყება.
|
ელზა პაპოშვილი 20.01.2020

სურამში, ცოლის ნაჯახით სასტიკად მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ლომიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული, ლევან ლომიძე, რომელიც ბრალს აღიარებს. პროცესზე პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.
|
თამარ შუკვანი 20.01.2020

„ამ გამოსვლის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში გაცილებით უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე იყო, როდესაც ელჩის გარეშე ვიყავით დარჩენილები. ის (კელი დეგნანი) შესაძლოა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ყველაზე აქტიური აშშ-ს ელჩი იყოს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის კელი დეგნანის დანიშვნას.
|
რეზონანსი 20.01.2020
2019 წელს საქართველოში საწვავის იმპორტი კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა, ხოლო ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთი ლიდერობს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში დიზელის საწვავის იმპორტის სტატისტიკა იყო უარყოფითი, მაგრამ ბოლო 5 თვის განმავლობაში მდგომარეობა გამოსწორდა.
|
ია აბულაშვილი 20.01.2020
ქართული ეკლესია-მონასტრების კვალი არც თუ ისე ცოტა, გვხვდება სომხეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ლორესა და ტავუშის პროვინციებში, რომლებსაც ქართული წარწერები დღესაც აქვთ შემორჩენილი.
|
თამარ შუკვანი 20.01.2020

საკადრო ცვლილებები, რაზეც ბოლო პერიოდში საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, „ქართული ოცნების" რეიტინგსა და იმიჯს წინასაარჩევნოდ დადებითად ვერ შეცვლის, თუმცა, ნაწილი თვლის, რომ ერთგვარი არაფორმალური მმართველობის დასრულების შემთხვევაში, რასაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს, ხელისუფლების მიმართ შედარებით ლოიალურ დამოკიდებულებას გააჩენს, მაგრამ, ამასთან, საჭიროა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს „ოცნებისთვის" არაფერს შეცვლის.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.01.2020
მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე დგას, ბოლო პერიოდში ისედაც მომრავლებულ ვირუსებს შესაძლოა ჩინეთიდან ახალი ამოუცნობი მომაკვდინებელი ვირუსის ტალღაც შეემატოს. ჩინეთში ახალი უცნობი ვირუსით დაინფეცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, 20 იანვრის მდგომარეობით, ექიმებმა 198 დადასტურებული შემთხვევა დაარეგისტრირეს.
|
|