ია აბულაშვილი
16.01.2020

"ილუზია რომ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რასაც რუსეთი ქადაგებდა, ეს ილუზია დიდი ხანია გაქრა აფხაზეთში და ისინი მოექცნენ იზოლაციაში, შესაბამისად, ეძებენ ალტერნატიულ გზებს, ამიტომ ბჟანიას განცხადება პოზიტიურად უნდა აღვიქვათ, მითუმეტეს იმ ადამიანისგან, რომელიც დიდი ალბათობით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება."

თამთა ჩაჩანიძე
16.01.2020

 საქართველოს ყველა სახმელეთო მეზობელი რუსეთთან მეტ-ნაკლებად ლოიალურადაა განწყობილი და შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, თბილისი ერთგვარ ალყაშია მოქცეული - აკეთებენ თუ არა საკმარისს დასავლეთი და სტრატეგიული პარტნიორები იმისთვის, რომ საქართველომ აღებული კურსი გააგრძელოს.

ია აბულაშვილი
16.01.2020

 მე-12- 13 საუკუნის ქართული ხურომოღვრების უნიკალური ძეგლი ქვათახევი, მთავარ მონასტრად ითვლებოდა ქართლში და მას დიდებულები მფარველობდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
16.01.2020

 რატომ მოგვწონს ესა თუ ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი , რომ საზოგადოებრივ კვლევებში რეიტინგის სათავეში მოექცნენ.

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2020

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკონსტოტუციო ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, მან ამის შესახებ განცხადება ფედერაციული კრების წინაშე გამოსვლისას გააკეთა.

რეზონანსი
15.01.2020

 საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან ტექდათვალიერება ნახევარმა ცოტა მეტმა გაიაირა. პროცესის დაწყებიდან 1 წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ტექინსპექტირების ცენტრებს პირველადი შემოწმებისთვის მხოლოდ 788 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ მიაკითხა. ამ დროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში თითქმის ორჯერ მეტი ავტომობილი მოძრაობს. გამოდის, რომ საკმაოდ ბევრმა, უბრალოდ, თავი აარიდა ტექინსპექტირების პროცესს, ანდა უამრავი რეგისტრირებული მანქანა, უბრალოდ, ჯართია.

გვანცა წულაია
15.01.2020

 2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0.8 ლარით შემცირდა. ეს მაშინ, როდესაც გასული წელი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. შარშან, ინფლაცია დაგეგმილზე ორჯერ მეტად გაიზრდა, ეროვნულმა ვალუტამ ანტირეკორდი დაამყარა, ფასებმა კი ყველა დასახელების პროდუქტზე მოიმატა, რომელიც შეეხო როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივსაც.

ელზა პაპოშვილი
15.01.2020

 უკვე 133-ე  დღეა, რაც  ახალგორელები  ტყვეობაში იმყოფებიან. ამ პერიოდის განმავლობაში სათანადო სამედიცინო დახმარების გამო 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა. მათ ოჯახებს ავადმყოფების   თბილისში ტრანსპორტირების უფლება არ მიეცათ. 1500 ადამიანი, რომელიც 21-საუკუნეში ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. არ არის მედიკამენტები, პროდუქტები, და ზამთრის  ტანსაცმელი. ხოლო რაც ცხინვალიდან შედის იმდენად ძვირია, რომ 5 თვის განმავლობაში უპენსიოდ დარჩენილი ადგილობრივები მის შეძენასაც ვერ ახერხებენ. 

ია აბულაშვილი
15.01.2020

 "თუ ოპოზიცია არ დათანხმდება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება. ხელისუფლება ამაზე მეტს არ დათმობს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2020

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ექსპრეზიდენტსა და ექსპრემიერ დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა.

გვანცა წულაია
15.01.2020

 დენის, წყლისა და გაზის მიერთებისთვის მოსახლეობას უკვე სერიოზული თანხის სგადახდა მოუწევს. ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიერთების გადასახადი საგრძნობლად გაიზარდა. წყლის მიერთების საფასურის შემცირება კი იგეგმება, თუმცა მცირედით და მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს ვერ ამსუბუქებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თავდაპირველად დაწესებული გადასახადიც კი საკმაოდ დიდი იყო, ახლა ტარიფები კი კატასტროფულად მაღალია და ბევრი ვერ მოახერხებს სახში გაზის და დენის ოფიციალურად შეყვანას.

ელზა პაპოშვილი
15.01.2020

რა მოხდა 14 იანვარს დავით გარეჯშიდა, ვინ არის პირი,რომელმაც რამდენიმე ქართველი მესაზღვრე, გამოძიების ინფორმაციით, იარაღის და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით ტყვედ აიყვანა? მამაკაცი  მათ სავარაუდოდ, იმ სადაო ტერიტორიისკენ გადაადგილებას აიძულებდა, რომლის დემარკაცია ჯერჯერობით არ მომხდარა. მას როგორც აზერბაიჯანის, ასევე ქართული მხარე აკონტროლებს.  სავარაუდოდ, მას ჩიჩხიტურის მონასტერში ასვლა სურდა. 

 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×