თამთა ჩაჩანიძე 11.01.2020
„იმ უძვირეს მკურნალობას, რომელსაც მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ იღებს და მხოლოდ საერთაშორისო დონორი აკონტროლებს, იქ ქართველებს ხარჯვით ან მოხმარებით ნაწილში არ აქვს ხელწვდომა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე „ცე" ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტების გარშემო ატეხილ სკანდალს.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.01.2020
„მათ გაითვალისწინეს ის თემა, რომელიც დღეს მათთვის აქტუალური არაა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში თუ ისევ „ქართული ოცნება" დარჩა, ის ექვსი მოსამართლეც ისევ დაინიშნება და უფრო მეტიც, არანაირ „ოდირის" დასკვნებს არ გაითვალისწინებენ," - ასე შეაფასა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადება, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ ექვს კანდიდატს ეხება.
|
ელზა პაპოშვილი 11.01.2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 26 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში ჩამომხვრჩვალი იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მათთვის სრულიად უცნობია რა შეიძლება გამხდარიყო ახალგაზრდა მამკაცის თვითმკვლელობის მიზეზი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ამავე სოფლის რწმუნებულის, გიორგი მახათაძის ძმისშვილია.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.01.2020
„კონკრეტულ ადგილზე ავარიასაშიშ ე.წ. შავი წერტილის აღმოფხვრას ინდივიდუალური ანალიზი სჭირდება. ზოგან შესაძლოა ღამით ცუდი განათება იყოს, შესაძლოა სარეკლამო აბრის მეშვეობით შეზღუდული მხედველობა იყოს, შესაძლოა ეს იყოს უბრალო ინფრასტრუქტურული ხარვეზი, მაგალითად, ახდილი ან ჩაწეული ჭის ბუდე, ან გზის პროფილი," - ამის შესახებ „რეზონანსთან" საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ ისაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.01.2020
აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი პრაქტიკულად განმუხტულია და უკვე ცნობილია, რომ გაზაფხულზე ვადამდელი ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. „რესპუბლიკის სათავეში" კვლავ პაულ ხაჯიმბა რჩება „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის" სტატუსით. მომავალი „არჩევნებში" ფავორიტად კი სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს არა ალხას კვიციანიას, რომელიც 2019 წლის „არჩევნებზე" ხაჯიმბას სულ მცირედით დამარცხდა, არამედ ასლან ბჟანიას, რომელმაც შარშანდელი „არჩევნები" გამოტოვა და გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შედეგ ახლახანს დაბრუნდა სოხუმში..
|
თამთა ჩაჩანიძე 10.01.2020

„17 იანვარს დაგეგმილი სხდომა სიახლეა, საინტერესოა რას ეძღვნება, ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვქონდა. ვნახოთ, მე პირადად ვფიქრობ და ჩემი პირადი აზრია, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, პროტესტის ორგანიზება თუკი ეს დროში მოესწრება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი 17 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას.
|
ელზა პაპოშვილი 10.01.2020

სასულიერო პირს, რომელიც ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება, ბრალი წარედგინა. „რეზონანსს“ შსს-ში აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ხუთი შვილის დედის მიმართ, ყოფილი მეუღლის, სასულიერო პირის მხრიდან განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე, ბრალი წარედგინა ლაშა ჩიქოვანს.
|
ია აბულაშვილი 10.01.2020

"პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკადრო საკითხებს ვერ განვიხილავთ იმ მიზეზით, რომ ეს საკითხი ჯერ მთავრობიდან უნდა შემოვიდეს. ეს თემა გაზვიადებული და ჭორის დონეზეა, რადგან ოფიციალურ წრეებში სამთავრობო ცვლილებები საერთოდ არ განიხილება" - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი პარლამენტის გადაწყვტილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.
|
ია აბულაშვილი 10.01.2020
"სვეტიცხოვლის კრების ეკლესიის პირდაპირ, არაგვის მდინარის გაღმა, წმინდა ჯვრის ეკლესიის სამხრეთით, ძირს, შორიდან მოსჩანს კლდესა ზედა მცირე ხეობა ფრიად ფურცლოვანი, შუა კედელში გამოქვაბულ არს მცირე ეკლესია, რომელიც ნახევარი ყოფილა არს ნაშენი აწ დარღვეული წმინდა მოციქული ნინოსი. ამ ეკლესიის ძირში კლდიდან გამოდის მცირე წყალი.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.01.2020
„იმ შემთხვევაში თუ გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა, „ოცნება" მას როგორმე მოინელებს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო გადაყენებას.
|
ია აბულაშვილი 10.01.2020

"არა მგონია, რომ დღეს და ხვალ მთავრობის შეცვლა განიხილებოდეს, რადგან ამ ეტაპზე "ოცნებას" სამთავრობო ცვლილებები არაფერს აძლევს, შესაძლოა ცვლილებები მთავრობაში გაზაფხულზე განხორციელდეს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 10.01.2020

ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახლა რა პროცესებიც აფხაზეთში ვითარდება, საკმაოდ მოულოდნელი და უცნაურია. მისი თქმით, სასამართლომ ოპოზიციისგან მოულოდნელადაც კი მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩევნებთან დაკავშირებით საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა სხდომა რამდენიმე თვის შემდეგ ჩაინიშნა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|