ია აბულაშვილი
13.01.2020

 ამდენი სიწმინდე ერთად, რაც გელათის მონასტერს დავით აღმაშენებელმა შესწირა, იშვიათობაა; 900 წლის წინ საქართველოს გამაერთიანებელმა მეფემ გელათის დიდმოწამე მამებს - იოანე პეტრიწს და არსენ იყალთოელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანებინა წმინდა ნაწილები. თვით მოგვების ოქროც, რომელიც იესოს მიართვეს, გელათში ინახებოდა.

ია აბულაშვილი
12.01.2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ოფიციალურად შეწყდა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მთავრობასა და კონსორციუმს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა. ახალი ინვესტორის მოძიებისა და ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარების მიზნით დაიწყება პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადებების მოსამზადებელი აუცილებელი პროცედურები.

რეზონანსი
12.01.2020

„სალომე ზურაბიშვილის კარიერაში ასეთი ინიციატივა პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საქართველოს ელჩებს ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე ჩოხა-ახალუხით გამოსვლა მოსთხოვა. ძალიან კარგად მახსოვს საქართველოს ელჩის - ვალერი ჩეჩელაშვილის აუდიენცია კრემლში ჩოხა-ახალუხით და ქარქაშში ხმლით“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სალომე ზარაბიშვილმა მის დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.

რეზონანსი
12.01.2020

 

 „მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ „ჟამი ახლოს არისო, ამბობენო", მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა", - საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-ის მიერ 12 იანვარს საკვირაო ქადაგებისას წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. საზოგადოების ერთი ნაწილი პატრიარქის განცხადებას საკმაოდ სკეპტიკურად და კრიტიკულად აფასებს. მორწმუნეთა უმრავლესობა კი ეს საკმაოდ სერიოზულად მიიღო და სჯერა, რომ ბიბლიური მეორედ მოსვლა შესაძლოა იმაზე ახლოს იყოს ვიდრე ფიქრობდნენ.

ია აბულაშვილი
12.01.2020

ქართულ საეკლესიო ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნიქოზის ეპარქიას, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლომდე არსებობდა და მისი იურისდიქციის საზღვრები საკმაოდ ვრცელი იყო. ეპარქიას ექვემდებარებოდა წინწყაროსა და წილკანის კათედრათა მნიშვნელოვანი ნაწილი. 1804 წელს ნიქოზის საეპისკოპოსო გაუქმდა და იგი მცხეთის სამთავრო ტაძარს შეუერთდა.

რეზონანსი
12.01.2020

 

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია მართვადია და გასულ წელთან შედარებით უფრო ნაკლები მიმართვიანობაა კლინიკებში. სკოლებსა და ბაღებში კი სწავლის გადადების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.

ტატა შოშიაშვილი
12.01.2020

„მშენებლობა ყოველთვის უნდა იყოს შეთანხმებული ადგილობრივ მცხოვრებლებთან. თუ მშენებლობა მოსახლეობაში იწვევს საპროტესტო განწყობებს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი გაგრძელება და წარმართვა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია ვარკეთილში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო აქციას, რომელიც 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ელზა პაპოშვილი
12.01.2020

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შესაძლოა ახალი მოთამაშე გამოჩნდეს. ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ახლო მომავალში დატოვებს. მას პატიმრობის ვადა 2020 წლის 20 თებერვალს ეწურება. მსჯავრდებული მატროსოვის ციხეში სასჯელს რამდენიმე დანაშაულზე იხდის, მათ შორის 26 მაისის ოპოზიციის აქციის დარბევის გამო.

ტატა შოშიაშვილი
12.01.2020

ირანის მიერ ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვის დროს ამერიკელი სამხედროები იმიტომ არ დაზარალებულან, რომ მათ თითქმის სამი საათით ადრე იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ნაწილმა სამხედრო ბაზის ტერიტორია დატოვა, ხოლო მეორე ნაწილმა ბუნკერებს შეაფარა თავი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სი-ენ-ენი" იუწყება.

ტატა შოშიაშვილი
12.01.2020

ვის უფრო დიდი მშპ აქვს - ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ამ საკითხზე დაწყებული დავა უკვე კარგ ანეგდოტს დაემსგავსა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომ სომხეთი საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით ბოლოს ტიგრან დიდის მეფობის დროს უსწრებდა, სომხეთის ყოფილმა პრემიერმა გრანტ ბაგრატიანმა განაცხადა, რომ ეს მთლად ასეც არაა და რომ ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნიდან ითვლიან და ადარებენ ერთმანეთს ერთ სულ მოსახლეზე სომხეთისა და საქართველოს მშპ-ებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×