გვანცა წულაია
08.01.2020

 ირანსა და ამერიკას შორის, ომამდე მისული დაძაბული ურთიერთობის გამო, უცხოური ავიაკომპანიები ერაყსა და ირანში ავიამიმოსვლას აუქმებენ. ახლო აღმოსავლეთი ახლა საშიშ ზონად ითვლება, რის გამოც, ავაიაკომპანიებმა მოქალაქეებს რეგიონში გამგზავრებას ერთგვარად უკრძალავენ. განსახვავებული ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში. თეირანის მიმართულებით ჩვენი ქვეყნიდან რეისები იგივე რეჟიმში ხორციელდება და არც სხვა მხრივ არის რაიმე შეზღუდვა.

თამთა ჩაჩანიძე
08.01.2020

 ამერიკელი ექსპერტები ტრამპის შესაძლო რეაქციაზე ალაპარაკდნენ, რითაც მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდა თუ რა რეაქცია ექნება აშშ-ს პრეზიდენტს ირანის მიერ ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო თავდასხმაზე.

თამარ შუკვანი
08.01.2020

ირანი დღეს უკვე თავდასხმით არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ისრაელსა და გაერთიანებულ ემირატებსაც ემუქრება. საუბარია იმის შესახებ, რომ თუკი აშშ ერაყში მისი ბაზების დაბომბვის გამო ირანს პასუხს გასცემს, დაპირისპირება უკვე მასშტაბურ სახე მიიღებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ნებისმიერი, ვინც შეეცდება ისრაელს თავს დაესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში ოთხშაბათს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ია აბულაშვილი
08.01.2020

ქართულ საეკლესიო ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საბას ლავრას, უძველეს და უმნიშვნელოვანეს მონასტერს, რომელიც მდებარეობს პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ აღმოსავლეთით. სავანე დაარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ საბა განწმენდილმა, მეხუთე საუკუნის 80-იან წლებში. სწორედ ამ ლავრაში, რომელსაც ჩვენი წინაპრები საბაწმინდის ლავრად მოიხსენიებენ, შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი ქართული ძეგლი.

რეზონანსი
08.01.2020

 ავტომობილების აირბალონების შემოწმებაზე დიდი "აფიორა" გაჩაღდა. აკრედიტებული ცენტრები იმაზე მეტ გადასახადს აწესებენ, ვიდრე ახალი ბალონის ღირებულებაა. გამოდის, რომ ცენტრებს თხევად აირზე მომუშავე ავტომფლობელები შეცდომაში შეჰყავთ, რის გამოც, საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციაში მძღოლებმა ათობით საჩივარი შეიტანეს.

ია აბულაშვილი
08.01.2020

"მთავარი ნაკლი ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ისევ და ისევ მისი პოლიტიკური უნიათობაა, არადა ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ სანამ გვიან არ არის ხალხის ნდობა დაიბრუნონ და დამნაშავეებს კანონიერი პასუხი აგებინონ. თუ სახელმწიფოს მცირეოდენი ნიშნები გაგვაჩნია და მთლად წყალწაღებული არ ვართ, უნდა იგრძნოს ქვეყანამ, რომ მას პატრონი ჰყავს" - აცხადებს შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გაესაუბრა.

თამარ შუკვანი
08.01.2020

ოპოზიციური სპექტრი ე.წ. შავი სიის პირველ ათეულს უახლოეს დღეებში დაასახელებს, რომელსაც საქართველოს დასავლელ პარტნიორებს გადასცემენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა ხაბარელის განცხადებით, თავად ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებს. მეტიც, ის ოპოზიციას ბოლშევიკებს ადარებს.

თამთა ჩაჩანიძე
08.01.2020

 „გარდაცვალებაზე საერთოდ არ ვიძლევი კომენტარებს, ვირუსები არ მომრავლებულა, ისეა როგორც უნდა იყოს ზამთარში, არაფერი არაა მომრავლებული,"- ამის შესახებ „რეზონანსთან" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
08.01.2020

სასტიკი მკვლელობა საშობაო სუფრაზე - მარტვილის რაიონი სოფელ ტალერში 39 წლის ჰაჯი ბერულავა მეზობელმა შელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრა. მამაკაცი ადგილზევე  გარდაიცვალა. ბერულავას  გულმკერდის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის შემდეგ  ბრალდებული 58 წლის ჯამბურ ნაჭყებია პოლიციას თავად ჩაბარდა. 

თამარ შუკვანი
08.01.2020

აშშ-სა და ირანს შორის უკიდურესად დაძაბული ვითარების მიუხედავად, მესამე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარზე არ ვართ. ამის შესახებ „რეზონანსთან" „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საუბრობს. ის ასევე საქართველოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ აშშ-ირანის სამხედრო შეტაკების შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველო, მთელი რეგიონი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება, თუმცა მოსაზრება, რომ პენტაგონმა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა სამხედრო ბაზა განათავსოს, ანდა ამ ტერიტორიიდან ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრა მოახდინოს, მისი აზრით, არასწორია.

თამთა ჩაჩანიძე
08.01.2020

 „ირანის ხელმძღვანელობა უბრალოდ ვალდებულია თავისივე ხალხის წინაშე და მისივე გაცხადებულ პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად გასცეს პასუხი სოლეიმანის მკვლელობას, ამიტომ უნდა თუ არა, ის პრაქტიკულად კონფრონტაციულ რეჟიმში გადადის," - ასე ფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ირანის მიერ ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას.

ია აბულაშვილი
07.01.2020

„მესამე ძალის ვარიანტი გულისხმობს, რომ ეს ძალა უნდა იყოს მომავალი პარლამენტის ცხოვრების განმსაზღვრელი. დღევანდელ პანორმაში ასეთი პერსპექტივა არ ჩანს“, - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმდე პოლიტიკურ სცენაზე ახალი ძალის გამოჩენასთან დაკავშირებით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×