ელზა პაპოშვილი
07.01.2020

სასტიკი მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში -გამოძიების ინფორმაციით, მარტოხელა 82 წლის იზოლდა ხელაძე ჯერ გააუპატიურეს და შემდეეგ ბალიშით გაგუდეს.

თამარ შუკვანი
07.01.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა იანვარის თვეში გაიმართება. ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი ვაშაძე „რეზონანსთან“ საუბარისას არ აკონკრეტებს, რას აპირებს ოპოზიცია. ამბობს, რომ გეგმა აქვთ, თუმცა, ამ გეგმის შესახებ საზოგადოებისთვის დაახლოებით 7-10 დღეში გახდება ცნობილი, როდესაც ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა შედგება.

თამთა ჩაჩანიძე
07.01.2020

 „ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა გაითვალისწილებს თუ არ გაითვალისწინებს, აპრატი მუშაობს იქ და ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მეტი ანლიზი გუკეთეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე,პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საპატრიარქოს მიმართვის იგნორირებას და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმას.

ირაკლი ლომიძე
31.12.2019

 2020 წელს მთავრობა უპრეცენდენტოდ მაღალი სოციალური ხარჯის გაწევას აპირებს. ბუნებრივია, ეს ხდება იმის გამო, რომ წინ საარჩევნო წელია და ,,ოცნების” შერყეული იმიჯის აღსადგენად მმართველ პარტიას ხალხის მახარდაჭერა დასჭირდება. ასე ფიქრობენ ეკონომისტები და მიიჩნევენ, რომ პოპულისტური ნაბიჯით კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას, რის შედეგსაც ქვეყანა ძალიან მძიმედ იწვნევს.

ელზა პაპოშვილი
30.12.2019

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია "სპარში" ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ერთმანეთს გამყიდველი და მომხმარებელი დაუპირისპირდენ, რა დროსაც მომხმარებელმა მაღაზიის გამყიდველს მყარი საგანი ჩაარტყა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო გამყიდველმა. ის მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს . სამართალდამცველებმა მომხმარებელი პირი ადგილზევე დააკავა. 

თამარ მუკბანიანი
30.12.2019

 ძვირად ნაყიდი ელექტროენერგიის განაწილება სეპარატისტებისათვის საქართველოს, სავარაუდოდ, ისევ მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ მცირენალექიანი წელი იყო და დიდი ოდენობით დენის შესყიდვა რუსეთისგან გვიწევს, აფხაზეთს ენგურიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეუზღუდავად კვლავიდებურად ვაწვდით. სწორედ ამის შესაცვლელად მოხდება 20 იანვრიდან საქართველოს და სეპარატისტებს შორის მოლაპარაკება.

ელზა პაპოშვილი
30.12.2019

“ხელთან ხორცი კბილითაა ამოჭმული, ზურგი ცემისგან  დალურჯებული აქვს, თავში რაღაც აქვს ჩარტყმული და გახეთქილი აქვს,” – რას ყვებიან გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები „რეზონანსთან“ 

თამარ შუკვანი
30.12.2019

2020 წელს შესაძლოა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მივიღოთ. წლის მიწურულს დაპირისპირების ახალი კერები უკვე ჩანს. აშშ-მ ერაყსა და ირანში ტერორისტული დაჯგუფების „ჰეზბოლას" წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა, რაც ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხო ნაბიჯი იყო. ამის ფონზე, აშშ-სა და ირანის დაპირისპირების საფრთხეც იზრდება. აშშ-ს მისამართით მუქარა ისმის ასევე ჩრდილოეთ კორეისგანაც - კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს „საშობა სიურპრიზს" უმზადებს.

თამთა ჩაჩანიძე
30.12.2019

 „2020 ძალიან დიდი ცვლილებების წელიწადია და ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ალბათ ერთ-ერთი ურთულესი იმიტომ, რომ ეს ის წელიწადია, რომელიც ჩვენ განვითარების ახალ ციკლს გვაძლევს, საქართველოს 2021 წლიდან უკვე ეწყება ქვეყნის განვითარების 12 წლიანი ციკლი," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მომავალ 2020 წელს.

ია აბულაშვილი
30.12.2019

ბიბლიის წიგნთა ისტორიაში ქართულ ხელნაწერ წიგნებს უმნიშვნელოვანესი როლი უკავია. პირველი ასეთი წიგნი გადაიწერა ტაო-კლარჯეთში, ოშკის ტაძარში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ათონის ივერთა მონასტრის ქართულ ბიბლიოთეკას.

თამთა ჩაჩანიძე
30.12.2019

 „2020 წელიც ოკუპაციასთან ბრძოლის კუთხით ისევ ისეთი, რომ არ იყოს, ხელისუფლება პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, ამიტომ მომავალ წელს არჩევნები უნდა წააგონ, ესაა ყველაზე გულწრფელი და გულახდილი რჩევა კონფლიქტების მიმართულებით, ამ ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, რომ კონფლიქტები მოაგვაროს,"-ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 2019 წელს ხელისუფლების ოკუპაციასთან ბრძოლას და მის შედეგებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×