თამთა ჩაჩანიძე 27.12.2019
სირიის აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის ჩხუბი მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია (SOHR) საკუთარ საიტზე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაცია დასავლეთის მიერ არის მხარდაჭერილი და მისი ცნობები სირიიდან სანდო ინფორმაციად მიიჩნევა.
|
ელზა პაპოშვილი 27.12.2019

კიდევ ერთი დაპირისპირება მოზარდებს შორის - თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებს შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა არასრულწოვანმა სახის და ყბის მიდამოში დაზიანებები მიიღო. მას ასევე ტვინის შერყევა აქვს. სკოლის მოსწავლეები „რეზონანსთან“ ჩხუბის ორ ვერსიას ყვებიან.
|
თამარ შუკვანი 27.12.2019

„ქართული პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობამ საკმაოდ დაიწია. „ქართულმა ოცნებამ" იმდენი დანაკარგი მიიღო წელს, რომ რთულია ვილაპარაკოთ მათ მიმართ ნდობის აწევაზე," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების კომენტირებისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.12.2019
გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც სარეკლამო კომპანია „პანდა", რომელიც ფეისბუქის განცხადებით, პროსახელისუფლებო ყალბი ფეისბუქ-ანგარიშების მართვსთანაა კავშირში, ბრალდებების ნაწილს აღიარებს. აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლების პროპაგანდას არა „ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ „ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით" აკეთებდნენ.
|
ია აბულაშვილი 27.12.2019

„აქ ფშავს შინა არს ეკლესია მეფის ლაშასგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო- ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი და უწოდებენ ლაშას-ჯუარს და აქუ სასოება მას ზედა ფრიად, რამეთუ ვერც ფშავში, ვერც ხევსურეთი, უკეთუ იშოვნის ოქრო ან ვერცხლი, ვერსაით იხმარიან თვისად, არამედ მიუძღვის ლაშარის ჯვარს," - ასე აღწერდა ვახუშტი ბატონიშვილი ფშავის საკულტო სალოცავს, რომელიც არაგვის ხეობაში "ლაშარის გორაზე" მდებარეობდა. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომლის "გიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენი" წინ მიუძღოდა მოლაშქრეებს. მას შესთხოვდნენ ასევე სახნავ-სათესის ბარაქიანობას, კეთილდღეობას, ავადმყოფობისგან დაცვას.
|
თამარ შუკვანი 27.12.2019

„სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სურთ გადასვლა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიუღებელს და წინდაუხედავს უწოდებს. მისთვის გაუგებარია ანატოლი ბიბილოვის ის პოზიცია, რომელსაც ახალგორებელთან აღჟერებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.12.2019
რუსეთში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმის სამი ვეტერანი დააკავეს, რომლებსაც ბრალად 2008 და 2012 წლებში ჩადენილი მოსკოველი ბიზნესმენების მკვლელობები ედებათ.
|
რეზონანსი 27.12.2019
2019 წელი ნავთობპროდუქტების ინდუსტრიისთვის შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც დადებითი. თუმცა იყო რიგი გამოწვევები, რომლებიც გარკვეული სახის პრობლემებს უქმნიდა ინდუსტრიის განვითარებას.
|
ელზა პაპოშვილი 26.12.2019

სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა და კვალის წაშლის მიზნით დამწვარი სხეული - ერთ წლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2018 წლის მაისში ჩადენილი ეს მძიმე დანაშაული გახსნა. თუმცა, შესაძლოა ამ საქმის ირგვლივ ახალი დეტალები გახდეს ცნობილი და აღმოჩნდეს რომ რეალურად საქმე გახსნილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ კასრში ნაპოვნი გვამი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ 42 წლის ნიკოლოზ ქუმსიშვილის არის, რომელიც საკუთარმა ბიზნესპარტნირომა 40 წლის ალექსანდრე ტოგონიძემ მოკლა.
|
რეზონანსი 26.12.2019
2019 წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირი წელი აღმოჩნდა. სხვადასხვა ეკონომიკურმა ფაქტორებმა და ლარის არაერთმა ანტირეკორდმა ბაზარზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა. როგორც პირველადი მოხმარების საგნები, ასევე მომსახურეობაც მკვეთრად გაძვირდა. სპეციალისტები “რეზონანსთან“ იმ გარემო პირობებზე საუბრობენ, რამაც მიმდინარე წლის უპრეცენდენტო სიძვირე განაპირობა.
|
თამარ მუკბანიანი 26.12.2019
მიმდინარე კვირაში, 23 დეკემბრიდან დღემდე, ბიუჯეტიდან ყოველდღიურად 100 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. მთელი დეკემრის განმავლობაში კი ბიუჯეტური ხარჯი დღიურად 40-50 მლნ-ს არ აღემატებოდა. 2019 წლის დარჩენილ 4 სამუშაო დღეში, მთავრობამ კიდევ 550 მლნ უნდა დახარჯოს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვის ბრალია და აუცილებლად გაიზრდება წნეხი ძლივს გამყარებულ ლარზე.
|
რეზონანსი 26.12.2019
საქართველოში მძიმე ეკონომიკური ფონისა და ფინანსური კრიზისის გამო , მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა. ისინი უკიდურეს გზას მიმართავენ შიმშილთან გასამკლავებლად. სისხლის ბანკებს, რომლებიც ადამიანბისგან ჩაბარებული სისხლის სანაცვლოდ თანხას გასცემენ, მიმართვიანობა გაეზარდათ, თუმცა ისინი ამ მონაცემებს მალავენ და ოფიციალური სტატისტიკის გაცემისგან თავს იკავებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|