თამარ ვეფხვაძე
23.12.2019

 ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში იმპორტის სტატისტიკა გამოსწორდა. მიუხედავად იმისა, რომ დინამიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში ცვალებადი ტრენდით ხასიათდებოდა, საბოლოოდ ვითარება შეიცვალა და დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა, რასაც ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაზრდილია.

ია აბულაშვილი
23.12.2019

იესო ქრისტე იშვა ღამით, ბეთლემში, ამ ღამეს მთელს სამყაროში დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა. შობის ღამეს რომში მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია. წარმართული ტაძარი დაინგრა, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა.

თამარ შუკვანი
23.12.2019

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, რაზეც საერთაშორისო პარტნიორები პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ, დასავლეთის მხრიდან მმართველ ძალაზე ზეწოლა და კრიტიკა დღითიდღე იზრდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პროგნოზირებს, რომ, როგორი საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უპირატესობა ოპოზიციურ სპექტრს, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" ენიჭება,

თამთა ჩაჩანიძე
23.12.2019

 თურქეთის პრეზიდენტი ისევ ევროპაში ლტოლვილების გაშვებით იმუქრება - სირიიდან კერძოდ იდლიბის პროვინციიდან თურქეთისკენ ლტოლვილების ახალი 80 ათასიანი ტალღა მიემართება, რომელსაც რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ევროპაში გადანაწილებას უმზადებს, ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს შესაძლოა ერდოღანმა მიგრანტების საკითხი რეალობად აქციოს, რადგან იგი მიიჩნევს, რომ მისმა დასავლელმა პარტნიორემბა მათი წილი ვალდებულებები არ შეასრულეს.

თამთა ჩაჩანიძე
22.12.2019

 „როგორც ჩანს, ხაზარაძემაც დაინახა, რომ საჭიროა არა ზოგადად 12-12 კაცის პრეზენტაცია, არამედ ისეთი ჯგუფის შექმნა, ყოველ შემთხვევაში საარჩევნოდ მაინც, სადაც ცნობადი სახეები იქნებიან, რადგან გვინდა თუ არა, ამომრჩეველი ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას სწორედ ასეთ ფორმას თავად კარნახობს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აწ უკვე პოლიტიკურ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის" „შენების მოძრაობისა" და „ახალი მემარჯვენეების" შესვლას.

თამარ შუკვანი
22.12.2019

 პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდებამ, საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია საერთაშორისო პარტნიორების თვალში საგრძნობლად შეცვალა. ბოლო პერიოდში დასავლეთის მხრიდან საკმაოდ ხშირად გვესმის „ქართული ოცნების" მიმართ გამოთქმული კრიტიკა და საუბარი იმის შესახებ, რომ ქვეყნის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დაპირება, რომელიც ახალ საარჩევნო სისტემას გულისხმობდა, არ შეასრულა.

თამარ შუკვანი
22.12.2019

 საქართველოს კთალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 17 ნოემბერს ოფიციალური წერილით მიმართა რუსეთის პატრიარქ კირილს, სადაც ორ საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას - შეშფოთებას გამოთქვამდა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსი მღვდელმსახურების ოფიციალურად გაგზავნის გამო და რუსული ეკლესიის წინამძღვარს დახმარებას სთხოვდა ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში. 20 დეკემბერს დე ფაქტო სასამართლომ ქართველ ექიმს მაქსიმალური შესაძლო ვადით - 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ილია II-ის წერილზე პასუხი კი მოსკოვის საპატრიარქოდან საერთოდ არ მოსულა.

თამთა ჩაჩანიძე
22.12.2019

 „იმ შემთხვევაში, თუ ელჩზე აგრემანი არ გაიცა, შესაძლებელია, რომ ამერიკამ უკვე გადახედოს ივანიშვილის ანგარიშებს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს," - აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საქართველოში აშშ-ის ელჩად კელი დეგნანის დანიშვნაზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
22.12.2019

 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციულად გორში სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში კომუნისტური პარტიის წევრები შეიკრიბნენ, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა რუსეთის ქალაქებშიც, რუსულ მედიაში კი ეს იუბილე დღის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

თამარ შუკვანი
22.12.2019

 „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი შეიძლება რევოლუციამდეც კი მივიდეს, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ იზიარებს და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს უბრალოდ საზოგადოებაში ნიადაგის მომზადებაა იმ შემთხვევისათვის, თუკი ოპოზიცია მსგავსი ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს. ბურჯანაძის მხრიდან სიტყვა „რევოლუციის" ხსენებას ანალიტიკოსი „პოლიტიკურ სიბეცესა" და „მოვლენების განჭვრეტი უნარის არქონას" უკავშირებს.

ელზა პაპოშვილი
21.12.2019

 სუს-ის უფროსის  ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი საკუთარი გუნდის წევრებს და კიდევ სხვა პირებს ორაზროვან  მუქარანარევ  გაფრთხილებას უგზავნის და ის სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო  განცხადებას აკეთებს. გოგაშვილი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ დროზე დასრულდეს პანკისში მომხდარი სპეცოპერაციის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ირგვლივ დაწყებული გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამბობს, რომ იტყვის ბევრ რამეს და შოკისმომგვრელ ინფორმაციას გაავრცელებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×