ელზა პაპოშვილი
19.12.2019

რა მოხდა ბათუმში და რა გახდა 29 წლის პატრულის თანამშრომლის ოთარ თავართქილაძის დაჭრის მიზეზი, სრულიად გაურკვეველია. შემთხვევა 18 დეკემბერს საღამოს საათებში ჭავჭავაძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „პლაზასთან“ მოხდა. საპატრულო ეკიპაჟს, რომელიც ქუჩაზე მოძრაობდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი გაუქნია და გაჩერება სთხოვა. პოლიცია ჩერდება და მოქალაქე მარჯვენა მხრიდან მანქანას უახლოვდება, მიახლოვებისთანავე კი ის პოლიციელს ყელის არეში ბასრ საგანს ურტყამს. 

რეზონანსი
19.12.2019

 სამთო-სათხილამურო კურორტებზე წლევანდელი ტურისტული სეზონი უკვე ჩავარდნის პირასაა. თეთრი ტურიზმის სტარტი გაურკვეველი დროით გადაიდო. მეტეოროლოგები თოვლს მინიმუმ 10 დღით არ ელიან. უახლოეს დღეებში 12-13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ამიტომ  ნაკლებად სავარაუდოა შემდეგ მალევე ნალექი იმ დოზით მოვიდეს, რომ სამთო-სათხილამურო კურორტზე დასვენება თოვლის მოყვარულებისთვის სასურველი იყოს.  ამინდის პროგნოზი საკურორტო ბიზნესზეც მძიმედ აისახება. სასტუმროს მეპატრონეები ძალიან ნერვიულობენ.

თამარ შუკვანი
19.12.2019

 იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის კიდევ ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება, იმედგაცრუებული ოპოზიცია მომავალი თვიდან საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას დაიწყებს. ამის შესახებ საუბრობს „ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. თუმცა, ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამას პერსპექტივა არ აქვს და ოპოზიციის წარმომადგენლებს ურჩევს, მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

თამთა ჩაჩანიძე
19.12.2019

 ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გარინდაშვილის საქმეზე მომდევნო ე.წ. სასამართლოა პარასკევსაა ჩანიშნული. გამომდინარე იქიდან, რომ 13 დეკემბრის სხდომის წინ არსებობული მოლოდინი ქართველი ექიმის დარბაზიდან გათავისუფლების შესახებ არ გამართლდა, 20 დეკემბრის „სასამართლოზე" წინასწარ საუბარს ყველა სიფრთხილით ეკიდება.

თამარ შუკვანი
19.12.2019

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიზანშეწონილად მიიჩნევს ჩეჩნეთის გავლით რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით გზის მშენებლობას, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში არ შედის. ამის შესახებ პუტინმა მოსკოვში გამართულ მასშტაბური პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
19.12.2019

 რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტს ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე" ხანზარი ძალიან ძვირად დაუჯდა. რუსული მედიის ცნობით, ზარალი 95 მილიარდი რუბლია (დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი), რაც თავად ავიამზიდის ღირებულებაზე ოდნავ ნაკლებია. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

თამარ შუკვანი
19.12.2019

 15 დეკემბერს „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრის მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ სრულიად საპირისპირო განცხადებები გააკეთა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მრავალმანდატიან ოლქებზე მოხდა შეთანხმება, თუმცა, ხელისუფლება კვლავ აღნიშნავდა, რომ „გერმანული მოდელის" ვარიაციებით, რაშიც მრავალმანდატიანი ოლქებიც შედის, არჩევნები არ ჩატარდება.

თამარ შუკვანი
19.12.2019

 სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში სუიციდის შემთხვევები და მისი ფატალური შედეგი, საკმაოდ დამაფიქრებელი და სავალალოა. ბოლო წელიწადნახევარში 596-მა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს გვაწვდის. ეს სტატისტიკა, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას განცხადებით, იმის მანიშნებელია, რომ პროცესი გარომანტირებულია. თანაც, საჭიროა მშობლებმა იცოდნენ საკუთარი შვილებისთვის რა არის ღირებული და ამაზე იყოს მათი აქცენტი გადატანილი.

ელზა პაპოშვილი
18.12.2019

 საქართველოში მომატებული სუიციდის ფაქტების შემაშფოთებელი სტატისტიკა და დაწეული ასაკი. თითქმის დღე არ გავა, რომ საზოგადოებამ თვითმკვლელობის შესახებ არ გაიგოს. რა განაპირობებს ადამიანის ამ დონემდე მიყვანას და რატომ გახშირდა განსკუთრებით სუიციდის ფაქტები ახალგაზრდებში. 

გვანცა წულაია
18.12.2019

 საქართველოს პარლამენტი ახალი სამშენებლო კოდექსის 10 წლით გადავადებას გეგმავს. საუბარია კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მრავალი წლით გადავადებასა და ამ ნაწილში თბილისისთვის ადგილობრივი წესების შემუშავების უფლების შენარჩუნებაზე. არქიტექტორ-უბრანისტები ადასტურებენ, რომ ახალი კოდექსი დასახვწეია, თუმცა 10 წლით გადავადება სრულია აბსურდია.

თამარ მუკბანიანი
18.12.2019

 200 000-ლარიანი საკრედიტო ზღვრის დაწევა, მინიმუმ, გაზაფხულამდე გადაიდო. პრემიერ-მინისტრის განცხადების მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშაა ისიც მოხდება თუ არა ამ მოცულობის შემცირება საერთოდ. ფინანსთა მინისტრის შემდეგ, ახლა უკვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ შესაძლოა, ზღვარი არ შეიცვალოს. არადა ეს ცვლილება ლარის გამყარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევა.

გვანცა წულაია
18.12.2019

 ეროვნული ვალუტის გამყარების თვალსაზრისით დაწყებული პოზიტიური ნიშნები დროებითი აღმოჩნდა. 2,84-ის ნიშნულამდე პოზიციების გაუმჯობესება ეროვნულმა ვალუტამ 2 დღეზე მეტი ვერ მოახერხა და ახლა კვლავ 2.90-ს გადასცდა. როგორც "რეზონანსი" რამდენიმე დღის წინ წერდა, წელს მკვეთრი გამყარება მოსალოდნელი არ არის და კურსი 2,88-2,91-ის ფარგლებში იმერყევებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×