ია აბულაშვილი 21.12.2019
„არ მგონია ეს დასავლეთის კონსოლიდირებული პოზიცია იყოს, ამდენად სიტუაცია ჯერ არ გართულებულა. ამ ეტაპზე მსგავსი განცხადებები უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა, თუმცა ხელისუფლების ადგილზე მშვიდად არ ვიქნებოდი“, - ასე ეხმურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია „ახალი საქართველოს“ ლიდრის გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთის მხრიდან უკვე განიხილება ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღების საკითხი.
|
ელზა პაპოშვილი 21.12.2019

რა მოხდა რეალურად გალის ქუჩაზე და ვინ არიან პირები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის გამო დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ერთი პირი, მისივე უბნელი დააკავეს, ხოლო 4 პირიდან, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინლებლობას ედევაება, 3 ასევე გალის ქუჩის მცხოვრებლები არიან, ერთი კი გამსახურდიას ბავშვობის მეგობარი პეტრე ყუფარაძეა. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
|
ია აბულაშვილი 21.12.2019
თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, ქართველმა ხალხმა ხელოვნების არაერთი უნიკალური ნიმუში შეექმნა. არქტიექტურის, ფერწერის, ქვაზე კვეთის ძეგლები თავისი მნიშვნელობით დღესაც მსოფლიოს ხელოვნების საგანძურს შედგენს. მათ შორის საპატიო ადგილს იკავებს მოხატული წიგნები, რომლებიც საქართველოს შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ეკლესია-მონასტრებში იქმნებოდა. სწორედ აქ ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, მოხატვა, აკინძვა და ბეჭდურ ყრდაში ჩასმა. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი განადგურდა და ოსტატთა ვინაობაც უცნობია, მაგრამ რაც გადარჩა ისიც საკმარისია, რომ წარმოდგენა ვიქონიოთ ჩვენს სამწიგნობრო ხელოვნებაზე.
|
ტატა შოშიაშვილი 21.12.2019
აფხაზეთში „მესენჯერით გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა ადგილობრივ მოსახლეობაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. მასში საუბარია, რომ უცნობი მოზარდი ბიჭები „რესპუბლიკის" სკოლებში მოსწავლეებს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ კამფეტებსა და საღეჭ რეზინებს ურიგებდნენ, თუმცა ჩანაწერში არაა დასახელებული არც ქალაქი ან სოფელი და არც კონკრეტული სკოლა, სადაც მსგავსი რამ ხდება.
|
ია აბულაშვილი 21.12.2019
„ირაკლი შოთაძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნას მხოლოდ ერით ახსნა აქვს - რომ მოხდება საკონსტიტუციო სასმართლოს სრული კონტროლი. „ოცნებამ“ ეს ინსტიტუტიც მოთხარა“, - აცხადებს იურისტი და უფლედამცველი ლია მუხაშავრია ყოფილი გენერალური პროკურურის ირაკლი შოთაძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
|
ტატა შოშიაშვილი 21.12.2019
გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესზე წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩოლოიანს იცავს, ამბობს, რომ დაკითხვის მსვლელობისას მოწმეთა დაპირისპირება არ ყოფილა. რაც შეეხება წინასწარ პატიმრობაში მყოფი გამომძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი ადასტურებს, რომ ჩოლოიანმა ვერ შეძლო ბრალის წარდგენის დროს ხელის მოწერა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
|
ია აბულაშვილი 21.12.2019
„არ ვიცი, რას გულისხმობს დღევანდელი ოპოზიცია ამ განცხადებაში, მითუმეტეს, რომ მუდმივად ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გავა. დამოურჩილებლობა კი ნიშნავს, რომ უარს ამბობ სახელმწიფო სტრუქტურებზე“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის სამომვალო გეგმებს.
|
ტატა შოშიაშვილი 21.12.2019
„ცხადია, ყველა თავისას ცდილობს... მაგრამ, ვერ ვხვდები, ხოლმე ეგეთ რაღაცებს. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად რეალურია ეგ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე „ფეისბუკის" მიერ 400-ზე მეტი ქართული ანგარიშის დაბლოკვას.
|
ელზა პაპოშვილი 20.12.2019
სასტიკი მკვლელობა კახეთში - სოფელ კასრისწყალში 84 წლის ერესტო ღულელაური მეზობლებმა ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლებს მაშინვე ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის მოკლული იყო.
|
თამარ შუკვანი 20.12.2019
„რადგან ატყდა ამბავი და ვეუბნებით, რომ „გამოუშვით," არ უშვებენ. შემდეგ იტყვიან, რომ „კეთილი ნებით" გამოუშვებენ. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაში არ არის," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საოკუპაციო რეჟიმის „სასამართლოს" მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას.
|
თამარ მუკბანიანი 20.12.2019
2020 წლის 1-ლი იანვრიდან მძღოლებისათვის ტექდათვალიერება აღარ გამკაცრდება. ცვლილება აპრილამდე გადაიდო და გამარტივდა მისი შინაარსიც. სრულად მოიხსნა მოთხოვნა ე.წ. კატალიზატორებზე ქვეყანაში უკვე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის. ფაქტია ხელისუფლება საარჩევნოდ მოსახლეობის განაწყენებას მოერიდა და ამიტომაც შეცვალა დადგენილება.
|
ია აბულაშვილი 20.12.2019
ყინწვისის მონასტერი, რომელიც შიდა ქართლში მდებარეობს, ძამას ხეობაში სოფელ ყინწვისიდან დაშორებით, ქართული ხურთმოძვრების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია, მისი ფრესკები კი შუა საუკუნეეების მონუმენტური მხატვრობის თვალსაჩინო ნიმუში. ანგელოზის ფრესკა, რომელიც "ყინწვისის ანგელოზის" სახელით არის ცნობილი და ბევრჯერ გამხდარა ქართველი მწერლებისა თუ პოეტების შთაგონების წყარო, შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრად და ქართული ხელოვნების სიმბოლოდ არის მიჩნეული. გადმოცემის თანხმად, "ყინწვისის ანგელოზი" მიუთითებს სწორედ აღდგომილი მაცხოვრის საფლავისკენ და მენელსაცხებელ დედებს ამცნობს ამ დიდ სასწაულს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|