თამარ შუკვანი
18.12.2019

 15 წლის მოზარდის საქმეზე კონკრეტული პირების გარდა, იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მაღალი რანგის პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც არ გამორიცხავს. ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბრისას ამბობს, რომ სისტემა გასაწმენდია ყველა იმ სუბიექტისაგან, რომელიც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის და საჭიროა ამ სისტემის კარდინალური ცვლილება იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს.

თამთა ჩაჩანიძე
18.12.2019

 ზამთარში ვირუსებისა და ინფექციების რისკი იზრდება და პიკს იანვარ-თებერვალში აღწევს, ვირუსით გარდაცვალების ფაქტი თითქმის ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა ექიმები იმედოვნებენ, რომ წელს ვაქცინაციის მხრივ მოსახლეობის დიდი აქტივობა იყო, რის გამოც ფიქრობენ, რომ ეს კარგ შედეგს გამოიღებს.

ელზა პაპოშვილი
18.12.2019

 ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შესაძლოა გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით წარიმართოს და დაკავებული პირების წრეც გაიზარდოს. 

ია აბულაშვილი
18.12.2019

 ბეთლემი - "სახლს პურისას" ნიშნავს, ასე ერქვა ქალაქს ისრაელში, სადაც დაიბადა დავით წინასწარმეტყველი და სადაც თავად მაცხოვარმა ინება გარდამოხდომა. ადგილნი, რომლებიც ბეთლემად იწოდებიან, მოზიარენი არიან მისი მადლისა,

თამთა ჩაჩანიძე
18.12.2019

 „თუ ტრამპა მართლაც გამოიყვანა ავღანეთიდან ჯარების ის რაოდენობა, რაზეცაა საუბარი, რამდენად შეძლებს დარჩენილი კონტინგენტი ჯიჰადისტური დაჯგუფებების შეკავებას, რომლებიც ახლა ავღანეთში მოქმედებენ,ეს სხვა საკითხია, აქედან გამომდინარე ჩვენი კონტინგენტის უსაფრთხოებუს საკითხიც დგება." - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხობის საკითხებში ვახანგ მაისაია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს.

თამარ შუკვანი
18.12.2019

 „თუ ეს პროექტი განხორციელდა, საქართველო ამაში მონაწილეობას მიიღებს. განიხილებოდა პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იყო გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან უკრაინის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს გავლით," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სამხეთ კორიდორის გაფართოების შესაძლებლობის შესახებ საუბრისას, რომლის განხილვასა და შესწავლას აზერბაიჯანი და უკრაინა აპირებს.

გვანცა წულაია
17.12.2019

 ბოლო თვეებში გაუფასურებულმა ლარმა, უძრავი ქონების ბაზარზე პრობლემები შექმნა. წელს ბინებზე ფასმა მოიმატა, მსყიდველთუნარიანობა კი - დაეცა. სპეციალისტები 2019 წელს არსებულ ვითარებას ცუდად აფასებენ, დეველოპერები ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდნენ.

ელზა პაპოშვილი
17.12.2019

15 წლის მოზარდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და დიღომში 9 სართულიანი კორპუსის  სახურავიდან გადმოხტა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია „რეზონანსს“ იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.

თამარ მუკბანიანი
17.12.2019

 2020 წლის ბიუჯეტის 21%-ზე მეტი ნასესხები ფულია. მთავრობა მომავალ წელს 300 მილიონ შიდა და 1 მლრდ 867 მლნ საგრეო ვალს აიღებს. ბიუჯეტი, რომელიც სოციალურია და საარჩევნო პრიორიტეტებს მორგებულია, ფაქტია ეკონომიკის დაფინანსებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და შესაბამისად, ვერც გრძელვადიან სარგებელს მოუტანს ქვეყანას. არადა, სესხები გრძელვადიანია და მისი გადახდაც, მომავალ მთავრობებს და თაობებს მოუწევთ.

ია აბულაშვილი
17.12.2019

 "მუდმივი არსატაბილურობა არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" არის ცუდი, არამედ ქვეყნისთვის. ამ კრიზისის პროვოცირება თავად ხელისუფლებამ მოახდინა, თავისი გადაგდება-გადმოგდებით, მაგიდაც თვითონ ააყირავა, ამიტომ მუდმივმა რყევამ კი არა, ერთმა წვეთმა შეიძლება კედელი დაანგრიოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

თამთა ჩაჩანიძე
17.12.2019

 „ზამთარში გრიპი იქნება, მაგრამ გართულებას არ ველით," - ასე პასუხობს „რეზონანსთან" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე საზოგადოებაში გაჩენილ პანიკას, რომელიც ბათუმში H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა.

თამარ შუკვანი
17.12.2019

 „გადადექი, გადადექის" ძახილი ფსიქოლოგიური ძალადობაა და დასავლური დემოკრატიის სტანდარტებში ეს ძალადობა ჯდება? თუკი მოითხოვენ შენ გადადგომას, უნდა გადადგე? - ასეთი კანონი არ არსებობს. ეს ხერხები რყევისთვის არ გამოდგება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე 17 დეკემბერს, თბილისის საკრებულოში ხმაურისა და დაპირისპირების კომენტირებისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×