თამარ მუკბანიანი
16.12.2019

 კატალიზატორი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი, უსაფრთხოების სამკუთხედი, - ამ  ნივთების შეძენა დასჭირდებათ გამკაცრებული რეგლამენტით ორ კვირაში მძღოლებს. 2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რომლის გაოისობითაც ავტომფლობელებს დამატებითი ხარჯის გაწევა აუცილებლად მოუწევთ. სახელმწიფოს ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებისათვის, არაფერი გაუკეთებია, ამიტომ ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების უდიდესი ნაწილი დახარვეზდება.

ელზა პაპოშვილი
16.12.2019

 კანადაში საქართველოს 30 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ახლობლები  „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მამაკაცი საეჭვო ვითარებაშია დაღუპული და მათთვის ამ ეტაპზე გაუგებარია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. მამაკაცი წარმოშობით თელავიდან არის და ის მეგობრებთან ერთად კანადაში თითქმის 7 წელია რაც ცხოვრობს.

თამარ შუკვანი
16.12.2019

 რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვარზე გატაცებებმა და დაკავებებმა უკვე გახშირებული ხასიათი მიიღო, რასაც ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია კორუფციულ სქემებს უკავშირებს, რასაც უშუალოდ რუსი ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ახორიცრიელებენ. იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს, ანალიტიკოსის თქმით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები მიიღოს.

ელზა პაპოშვილი
16.12.2019

 რატომ სცადა 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა და იყო თუ არა დაკითხვის დროს პოლიციელების მხრიდან მასზე ზეწოლა?! - კვლავ უცნობია. თუმცა, ოჯახი იმ გამომძიებლის ვინაობას ასახელებს, რომელსაც დაკითხვისას ბავშვზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მოზარდს 4 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურად ატერორებდნენ და ე.წ. „კაპეზეთი“ აშინებდნენ.  

თამთა ჩაჩანიძე
16.12.2019

 „მე არ ვარ წინააღმდეგი, ძალიან კარგი იქნება თუ პლებისციტი ჩატარდება, მაგრამ დადებითი პასუხის შემთხვევაში პარლამენტმა უარი რომ თქვას, მაშინ რას ვშვრებით?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარების იდეას, რომელიც ჯერ უმრავლესობის ყოფლმა დეპუტატმა აკაკი ზოიძემ გააჟღერა, ხოლო შემდეგ პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.

ია აბულაშვილი
16.12.2019

 იესო ქრისტეს პირველი მოციქული წმინდა ანდრია პირველწოდებული პირველი იყო, ვინც საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა. კენჭისყრის შემდეგ თუ ვინ სად იქადაგებდა, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიძინების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისმა უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო. საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავის ხელთუქმნელი ხატით.

თამარ შუკვანი
16.12.2019

 აშშ-ს სენატის მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღებას თურქეთის სწრაფი რეაქცია მოჰყვა. ანკარა გეგმავს, რომ თურქეთის ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზა დახუროს, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. საუბარია იმის შესახებ, რომ ურთიერთობა დაიძაბება არა მხოლოდ აშშ-სა და თურქეთს შორის, რომელიც უკვე კრიტიკულ ნიშნულს აღწევს, არამედ ეს ნატო-ს შიგნით, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორისაც დაძაბავს ურთიეთობას.

თამთა ჩაჩანიძე
16.12.2019

 ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა საზოგადოება მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის ლოდინის რეჟიმში ჩააყენეს, პირველი სამი რაუნდის შედეგებით, მხარეები ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ,"ქართული ოცნება" ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ყველა საარჩევნო ვარიანტს არაკონსტიტუციურს უწოდებს და მომდევნო რაუნდებში განსახილველად ახალი თემების განხილვას სთავაზობს, ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ამით ისინი დროის გაწელვას ცდილობენ.

ელზა პაპოშვილი
15.12.2019

 ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკუთარ მიწაზე ტყვეობის 37-ე დღეა და კვლავ გაუცემელია კითხვაზე  პასუხი, როდის მოხდება მისი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლება. საზოგადოებას და მის ოჯახს ჰქონდა მოლოდინი, რომ 13 დეკემბერს ცხინვალში გამართულ „სასამართლოზე“ მას გაათავისუფლებდნენ, თუმცა მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა. 

თამთა ჩაჩანიძე
15.12.2019

 „მრავალმანდატიანი სისტემა ჩემთვის მისაღები არა არის", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას მაჟორიტარი დეპუტატი და ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს.

ია აბულაშვილი
15.12.2019

 „მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე თუ შეთანხმდებიან, შეიძლება ეს ერთგვარი გამოსავალი იყოს, რომ პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნას, მაგრამ ამ ცვლილებას სჭირდება კონსტიტუციის გადასინჯვა და 113 ხმა“ - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ცნობას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე თითქმის შეთანხმდა.

თამთა ჩაჩანიძე
15.12.2019

 საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერთი წლის წინ - 2018 წლის 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში შედგა. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მისი ერთწლიანი მოღვაწეობისას საგარეო კურსი უფრო მეტად პროდუქტიული იყო ვიდრე საშინაო. მისივე თქმით, ერთი წლის წინ გაკეთებული პროგნოზი, რომ ზურაბიშვილისა „ქართული ოცნების" ურთიერთობაში სირთულეები იქნებოდა, მეტ-ნაკლებად ახდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×