თამთა ჩაჩანიძე
12.12.2019

 „არა მგონია, რომ დიპლომატების გაძევების იქით რამე წავიდეს. შედეგია სწორედ ეს, რომ ორივე მხარემ თავიანთი ტერიტორიებიდან დიპლომატები გააძევა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთ-გერმანიის დიპლომატიურ სკანდალს, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობით დაიწყო.

ია აბულაშვილი
12.12.2019

 „ვიღაცას შეიძლება ეს სახუმარო საქმე ეგონოს, მაგრამ ეს არის მავნებლობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფაქტს, რომლის შემდეგაც ევაკუაცია გამოცხადდა.

ელზა პაპოშვილი
12.12.2019

 ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს და არ არის გამორიცხული, დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. პოლიციამ პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღების ბრალდებით კიდევ ორი პირი 11 დეკემბერს დაპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეზონანსს“ პროკურატურაში უდასტურებენ. 

თამარ შუკვანი
12.12.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შემოიტანეს და შემოსვლისას პირველად დამოუკიდებელ დეპუტატ ნატო ჩხეიძესთან მივიდნენ გაფრთხილების მიზნით. თავად ჩხეიძე ამ განცხადებას გაუგებარს უწოდებს და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვოლსკის ასეთი ვარაუდების გამოთქვას არ ურჩევს.

თამარ შუკვანი
12.12.2019

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირეს. მათ შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ „კიდევ რამდენიმე იდიოზური მოსამართლე ჩავარდება" და „რეზონანსთან" სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

თამარ შუკვანი
12.12.2019

 „კომიტეტის მუშაობას ხელი, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა შეუშალოს, არც ეკა ბესელიამ და არც სხვამ. რაც შეეხება ჟურნალისტების გაყრას, არასწორია, მაგრამ ხდება ხოლმე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ ინციდენტს.

გვანცა წულაია
11.12.2019

 ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ ერთხელ გაზარდა და უკვე 9%-ს მიაღწია. ეს ზედიზედ მეოთხე ცვლილებაა,  ქვეყანაში ასეთი მაღალი რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 2008 წლის დეკემბერში იყო. სებ-ი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მკვეთრად გაზრდილ ინფლაციას უკავშირებს და ცდილობს ლარის გამყარებით ფასები შეამციროს, თუმა ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუკი ეროვნული ვალუტა დაახლოებით 2,75-მდე გაიუმჯობესებს პოზიციებს.

თამარ მუკბანიანი
11.12.2019

 საქართველოში, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა არანორმალურად იზრდება, ხოლო ბიუჯეტში შენატანი კი მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში 8%-ით შემცირდა. არადა, სახელმწიფო, უკონტროლოდ მიშვებული ბიზნესის რეგულირებას იმიტომ ერიდება, რომ ბიუჯეტს თანხა არ მოაკლდეს და ვითომ აზარტული თამაშების ბიზნესი ერთ-ერთი მთავარი გადამხდელია.

თამარ კანდელაკი
11.12.2019

 30 მლნ ქალაქის ბიუჯეტიდან და 300 ახალი მიკროავტობუსი - ასეთია შეთანხმების შედეგი კერძო კომპანიასა და მერიას შორის. მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება, თუმცა ვიცე-მერს არაფერი უთქვამს, დედაქალაქის მცხოვრებთა მიერ გადახდილი გადასახადით, რატომ ხდება კერძო კომპანიისათვის მანქანის შეძენა, რა ფასად მოხდება შემდგომში "თბილისის მიკროავტობუსის” მხრიდან გამოსყიდვა და საერთოდ არის თუ არა მსგავსი ვალდებულება მემორანდუმში. ოპოზიცია, კორუფციულ ნიშნებზე საუბრობს, სპეციალისტებს კი არ ესმის, რატომ შეითავსა მერიამ, გადამყიდველის როლი.

თამარ შუკვანი
11.12.2019

 იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას შეწყვეტს, მოიძებნება მისი ალტერნატივა, რაც შესაძლოა ფოთის პორტი იყოს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საუბრობს, თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ეკოლოგიური რისკებიც, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ გადაწყვეტილებამ გარემოს სერიოზული ზიანი მიაყენოს.

ია აბულაშვილი
11.12.2019

 "მოვუწოდებ კოლეგებს ჩააგდოს ყველა კანდიდატი, ეს არის ერთადერთი შანსი, დაიწყოს რეალური და არა ფესვდოდემოკრატიული რეფორმები" - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
11.12.2019

 „შეხვედრა, ვითომ ერთი შეხედვით ნაყოფიერია და მხარეები კმაყოფილები არიან, განსაკუთრებით ემანუელ მაკრონია გახარებული, რომ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ უკრაინისთვის რამდენადაა ეს შედეგი ნაყოფიერი, რთული სათქმელია, უკრაინის საზოგადოების განწყობამაც ამაზე მიგვანიშნა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „ნორმანდიის ოთხეულის" მოლაპარაკების შედეგებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×