ელზა პაპოშვილი 09.12.2019
სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიაანში სიმამრის მკვლლეობაში ბრალდებულ სიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიების მიხედვით, 60 წლის ფირუზ გოგინაშვილს არჩილ ჯანგულაშვილმა სახლში მიაკითხა და სანადირო თოფიდან, თავის არეში, სავარაუდოდ მიბჯენით ესროლა და მოკლა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ იმასაც ამბობენ, რომ გარდაცვლილს ასევე ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
|
რეზონანსი 09.12.2019
ტექნიკის მაღაზიებს საახალწლოდ ბაზარზე ფასდაკლების შეთავაზება დაიწყეს, თუმცა მომხმარებლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბრენდულ მაღაზიებსა და ბაზრობებზე რეალურად გაძვირებულია. ქსელური მაღაზიების შემთხვევაში „შავი პარასკევს" დიდი ოდენობით პროდუქცია გაიყიდა ფასდაკლებით, ამიტომ სავარაუდოა, რომ ახალი წლის დღეებში მათ ვერ შეძლონ მნიშვნელოვანი შეთავაზების გაკეთება მომხმარებლისთვის.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.12.2019
ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის წინადადება საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე, ეროვნული ინტერესების უგულებელყოფად და რუსულ ე.წ. რბილ ძალად შეაფასა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ამ ინიციატივას ჯაშუშური უწოდეს.
|
ელზა პაპოშვილი 09.12.2019
სიძის სასტიკად მკვლელობისთვის ძებნილი 23 წლის ბაჩანა ცინგიშვილი სამდღიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ დააკავა. ცანგაშვილს პოლიცია ქარელის რაიონის სოფელ დირბში 22 წლის ვალერი ჭიქაშვილის მკვლელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, სტუმრად მისულ სიძეს ცოლის ძმამ სხვადასხვა სახის მძიმე ჭრილობები ნაჯახით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. გამოძიება სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების დადგენის მზინითაც მიმდინარეობს.
|
ია აბულაშვილი 09.12.2019
"კვართი იგი... იყო უკერველი, ზეით გამოქსოილ ყოვლად" - ქრისტეს სამოსელი "კვართი საუფლო" მართლმადიდებელთა მთავარი სიწმინდე, რომელიც საქართველოში გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმიდან ჩამოიტანეს, დამარხულია "სვეტი ცხოვლის" ქვეშ.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.12.2019
მიმდინარე წელიწადი პოლიტიკურად არცთუ სახარბილეო აღმოჩნდა, აღმოსავლური კალენდრით, მომავალი 2020 წელი თეთრი ვირთხის წელია,როგორი იქნება ეს პერიოდი პოლიტიკურად, გაღრმავდება თუ არა პოლიტიკური კრიზისები და რა პოლიტიკური პროცესების მოსმწრეები გავხდებით 2020-ში.
|
თამარ შუკვანი 09.12.2019
ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შესაძლოა მრავალმანდატიანმა შეცვალოს, რაც ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას თქმით, ორივე მხარისთვის - ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის მისაღებია. მხარეებს შორის შეხვედრის მეორე რაუნდი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელები ესწრებოდნენ, გარკვეული შეთანხმებით დასრულდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა ახალი იდეაც.
|
ია აბულაშვილი 08.12.2019
ოთხშაბათს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა იწყება, რაც, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური დაძაბულობისა და ქუჩის დაპირისპირების საფუძველი გახდეს. ერთი მხრივ, ამ კენჭისყრის შედეგებს შეიძლება თავად მმართველ პარტიაში მოჰყვეს გარკვეული განხეთქილება. გარდა ამისა, „ოცნების“ ყოფილმა წევრებმა თავის დროზე ღიად დააანონსეს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრას მასშტაბური აქციით გააპროტესტებდნენ როგორც პარლამენტის შენობის წინ, ისე უშუალოდ სხდომათა დარბაზში.
|
ია აბულაშვილი 08.12.2019
„ბიუჯეტის ჩაგდება ვადამდელ არჩევნებთან კავშირში არ არის, რადგან, ახალი კონსტიტუციით, ბიუჯეტის ჩაგდება ვერ გახდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დასაწყისი, ეს იყო ძველი კონსტიტუციით“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ექსპერტთა მოსაზრებას, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზნით, მმართველმა გუნდმა შესაძლოა ბიუჯეტი ჩააგდოს.
| |
რეზონანსი 08.12.2019
რუსეთი ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს და საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს 10 მილიონი ევროს კომპენსაციას გადაუხდის, რადგან პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესრულებინოს, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება - განაცხადა „რეზონანსთან“ იურისტმა და ადამიანის უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ.
|
ია აბულაშვილი 08.12.2019
„საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ჯერ გამოკვეთილად არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს, იმ თვალსაზრისით, რომ იდეურად მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსთა შვილების გამოჩენას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|