ელზა პაპოშვილი
11.12.2019

 დავით  გარეჯში  6 დეკემბერს მომხდარი სროლის და  საქართველოს მოქალაქის დაჭრის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“ სოფელ ლამბალოს მცხოვრებლები  უყვებიან, რომ 26 წლის რამინ ნიზამი ოღლუ თავის არეში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე დაჭრა. შემთხვევა სოფელ იორმუღალოსთან დავით გარეჯიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. მათი თქმით, შელაპარაკების და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ,  მესაზღვრემ მწყემსს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თავის არეში დაჭრილი კი განჯის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ელზა პაპოშვილი
11.12.2019

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მომხდარი სასტიკი მკვლელობის და  ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული.  65 წლის თამარ სეფიაშვილის წამებით მოკვლისთვის და ყაჩაღობისთვის პოლიციამ იმავე სოფლის მცხოვრებლები დააკავა. ერთი მათგანი კი მოკლული ქალის თანაკლასელია. ორი ბრალდებული პოლიციამ სასაზღვრო პუქტთან დააკავა, რომლებიც ქვეყნის დატოვებას და თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას  ცდილობდნენ. მესამე კი ქალაქ რუსთავში აიყვანეს. 

ია აბულაშვილი
11.12.2019

 17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველია და მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვას.

თამთა ჩაჩანიძე
11.12.2019

 ნატო საქართველოს რეფორმების გატარების კუთხით მიზანმიმართულ, ამომწურავ კონსულტაციებს და დახმარებას უწევს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სექტორში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ კი შეიძლება ითქვას, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას, საქართველოს მიმართ ძალისხმევა წყალში ჩაუყარა.

ია აბულაშვილი
11.12.2019

 "ხელისუფლება შეეცდება უცხოეთის წინაშე სახე შეინარჩუნოს, აჩვენოს თავის მზაობა და გადადგას კომპრომისული ნაბიჯი. არ გამოვრიცხავ, რომ დათანხმდეს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას"- ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილ ჩიხურ სიტუაციას.

თამარ შუკვანი
11.12.2019

 ავღანეთში 18-წლიანი ომი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა დაჯგუფება „თალიბანთან" მოლაპარაკება გაანახლა და დისკუსია უსაფრთხოების გაზრდის საკითხებს შეეხებოდა, ავღანეთი კიდევ ერთხელ გახდა ტერირისტული აქტის მსხვერპლი. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თუკი აშშ თავის სამხედრო კონტიგენტს ავღანეთიდან გაიყვანს, ეს სახელმწიფო შესაძლოა „ტერირისტების სავანე" კიდევ ერთხელ გახდეს.

გვანცა წულაია
10.12.2019

 მედიკამენტების ფასის ზრდის შესაჩერებლად ხელისუფლება ახალი გზების ძებნას იწყებს. შესაძლოა, წამლების ფასი ახალი კანონით დარეგულირდეს. ჯერჯერობით უცნობია რა გზებით აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ტოტალურ სიძვირესთან ბრძოლას, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ზღვრული ფასის დაწესებით მოხდება.

თამარ მუკბანიანი
10.12.2019

 საქართველოში უკვე ზედმეტად ბევრი ვიზიტორი შემოდის. ტურისტების მოჭარბების შედეგები უარყოფითად აისახება ავთენტურობაზე, ბუნებაზე და ასევე ადგილობრივ მოსახლეობაზეც. ეს, არა რომელიმე ქართველი კონსერვატორის გამონათქვამია, არამედ გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიის ძირითადი ხაზია. ანალიტიკოსები და სპეციალისტები ცალსახად ამბობენ, რომ ტურისტთა რაოდენობის ზრდაზე აქცენტი, საქართველოს ტიპის ქვეყნისათვის, არასწორი და საზიანოა.

ელზა პაპოშვილი
10.12.2019

 მოზარდების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. „რეზონანსს“  სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გამოძიება ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ  სხვა პირებზეც მუშაობს და  შესაძლოა უახლოეს პერიოდში მათი პასუხისგებაში მიცემაც მოხდეს.  ასევე არ არის გამორიცხული, რომ გორის გარდა დაკავებები სამტრედიასა  და თბილისშიც მოხდეს.  

თამარ შუკვანი
10.12.2019

 პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის უკვე ორი კარავია გაშლილი. მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" „სირცხვილიასა" და „შეცვალეს" საპირწონედ დაფუძნდა. დღეს ისედაც დაძაბული ვითარების ფონზე, რუსთაველის გამზირზე ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ბანაკი შესაძლოა, სულ მცირე, პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზი გახდეს. ანალიტიკოსების ნაწილისთვის გაუგებარია, ეს მოძრაობა ოპოზიციისგან რას ითხოვს. როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას უყენებს მოთხოვნებს, ეს გასაგები და მისაღებია, მაგრამ „ამ შემთხვევაში გამოდის, რომ „ქართული ოცნება" ოპოზიციას უწყობს აქციებს."

თამთა ჩაჩანიძე
10.12.2019

 „თავისთავად ჩნდება კითხვა, რომ რატომ გააკეთა ეს განცხადება დღეს და არა იმ პერიოდში, როდესაც ამაზე კიდევ უფრო აქტიური მსჯელობა იყო,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ქართული ოცნების" აწ უკვე ყოფილი დეპუტატის ალექსანდრე ერქვანიას განცხადებებს, რომელიც მან უმრავლესობის დატოვების შემდეგ გააკეთა.

ია აბულაშვილი
10.12.2019

 "ე.წ. გერმანული მოდელი მისაღებია, მაგრამ პანაცეა არ არის, მზად ვართ ივანიშვილი დარჩეს ამ პროცესებში მონაწილედ, აიღოს 30%, დანარჩენი 70%-ს აიღებს სხვა პოლიტიკური ძალები, ეს არის დღეს ხელისუფლებისთვის კარგი გამოსავალი"- ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×