ტატა შოშიაშვილი
14.12.2019

 „აფხაზეთში არის განცდა, რომ რუსეთმა შეიძლება „ჩაყლაპოს" ის. ამიტომ შემოაქვთ კანონში ეს უცნაური ფენომენი - კრძალავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. სამწუხაროდ, ქართულ-აფხაზური პოლიტიკური ფონის ურთიერთობები გაუქმებულია. მგონია, რომ უფრო რუსეთის ეშინიათ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც „სხვა სახელმწიფოსთან" შეერთებაზწე" ან მისტვის ტერიტორიის გადაცემაზე საჯაროდ საუბარიც კი „კანონით" დასჯადი ხდება.

თამარ შუკვანი
14.12.2019

 „როგორ შეიძლება შეაფასო ეს? პროვოკაციული გამოთქმაა. ეს არის რაღაც ცინიკური განცხადება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე თავისი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრ ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, რომელმაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა.

თამარ შუკვანი
14.12.2019

 იმ ფონზე, როდესაც ევროსაბჭო მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების სკანდალური პროცესის გამო, „ქართული ოცნება" სწორედ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის აღნიშვნის საბაბით მართავს აქციას. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ოცნებამ" უბრალოდ სხვა საბაბის მოფიქრება ვერ შეძლო თავის მომხრეთა მასშტაბური შეკრების მოსაწყობად.

ელზა პაპოშვილი
13.12.2019

 ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით  კვლავ პატიმრობაში რჩება. ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.   

 

თამთა ჩაჩანიძე
13.12.2019

 პარლამენტის სხდომათა დარბაზში მეორე დღეა გაურკვეველი ნივთიერების სუნი დგას. „ქართული ოცნება" ამ ნივთიერების გამფრქვევების მკაცრად დასჯას ითხოვს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ქიმიური შეტევა იყო, ხოლო ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მძაფრი სუნისათვის არავის სჯიან, რადგან საქართველოს პარლამეტში, ამაზე გაცილებით დიდი დანაშაული მომხდარა, რაზედაც არავინ არავის დაუსჯია.

თამთა ჩაჩანიძე
13.12.2019

 რუსეთის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის, ევროპის ლიდერი სახელმწიფო მომგებიან წინადადებაზე წამოაგო, რომლის მიხედვითაც ნავთობსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2",რომელიც მთელს ევროპას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულს ხდის, მის ტერიტორიაზე გაივლის და გვერდს აუვლის უკრაინასა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებს.

თამარ შუკვანი
13.12.2019

 ნატო 16 ივნისს პოლონეთში სამხედრო წვრთნებს იწყებს და ამ წელს ეს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება მსოფლიოში, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს 12 ქვეყნიდან დაახლოებით 18 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 2.5 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ია აბულაშვილი
13.12.2019

 "ყველა დიქტატორი ბოლო წუთებამდე თავის სასარგებლოდ ყველაფერს აღწევს და ყველაფერს აპრავებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიქტატორი არ ამოყირავდება, ამის უამრავი მაგალითი არსებობს ისტორიაში. ჩვენ გვაქვს გეგმები, მაგრამ კორექტული არ იქება ჩემს კოლეგებთან წინასაწარ გავამჟღავნო, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ არ მოვასვენებთ, ეს შემიძლია გითხრათ, ვნახოთ, როგორ იმუშავებენ" - აცხადებს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის სამომავალო გეგმებთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
13.12.2019

 სომეხთა გენოციდის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ რეზოლუციის ერთხმად მიღებას საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახმინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ისტორიულს უწოდებს და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს ფაქტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აშშ-სა თურქეთს შორის ურთიერთობას დაძაბავს, თანაც არც იმას გამოირცხავს, რომ აშშ-ს მაგალითს სხვა სახელმწიფოებმაც მიბაძონ.

ელზა პაპოშვილი
13.12.2019

 კვლავ უმძიმესია 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც 12 დეკემბერს საღამოს დიღომში ერთ-ერთი კორპუსიის მე-9 სართულიდან გადმოხტა. ახლობლები ამბობენ, რომ მოზარდმმა პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თავის მოკვლა სცადა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა. 

ია აბულაშვილი
13.12.2019

 საქართველოში სიონის სახელობის მრავალი ტაძარია აგებული და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის თბილისის სიონის საკათედრო ტაძარია, რომელიც მეექვსე საუკუნეში ქართლის ერისმთავრის გურამ კურაპალატის დროს დაიწყო და მეშვიდე საუკუნის 20-იან წლებში ადარნასე ერისმთავრობის დროს დასრულდა.

ია აბულაშვილი
13.12.2019

 "არც ოპოზიციის მომხრე ვარ და არც პოზიციის, მაგრამ ის რაც ოპოზიციამ პარლამენტში ჩაიდინა, მსგავსი იდიოტიზმი არ მინახავს. სულაც რომ მოისაქმონ პარლამენტში, ეგ სუნდუკიდან ამოღებულები, ნაფტალინის სუნს მაინც ვერ მოიშორებენ" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×