რეზონანსი
05.12.2019

 შემცირებული მავნებელი და ციტრუსის მოსავლის გაზრდილი ხარისხი -  ასეთია საქართველოს მთავრობის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგი 2019 წელს. ნარინჯისფერი რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია და მოსავლის რეალიზაცია როგორც საქართველოში, ისევე საზღვარგარეთაც ხდება, მათ შორის, ისეთ ახალ ბაზრებზე, როგორებიცაა: სლოვენია, ყატარი, სინგაპური და სხვა.

თამარ შუკვანი
05.12.2019

 ოპოზიცია საპროტესტო აქციების ახალი ეტაპისთვის ემზადება. მორიგი ტალღა ამჯერად რეგიონებში იწყება, რაც უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან უფრო რთულად გასაკონტროლებელი გახდება.

თამარ მუკბანიანი
04.12.2019

 მერიასა და ,,თბილისის მიკროავტობუსს” შორის დიდი დაპირისპირება იწყება. დედაქალაქის მთავრობა მიიჩნევს, რომ ყვითელი მიკროავტობუსები სასწრაფოდ შესაცვლელია, კომპანია კი ასეთ შემთხვევაში მგზავრობის ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდას ითხოვს. კახა კალაძე და მისი გუნდი გაძვირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

გვანცა წულაია
04.12.2019

 მთავრობის, ეროვნული ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზის მიუხედავად, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულია, პირიქით, მათი რიცხვი მზარდია. სტატისტიკა ადასტურებს, რომ ქვეყანაში შემქნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, პუტინის მიერ დაწესებულ ავიასანქციებს და 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ტყუილად მიეწერება.

თამარ შუკვანი
04.12.2019

 „დღეს სამწუხაროდ ისეთი სურათი იქმნება, თითქოს ამ 7 წლის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" გარდა სხვა არავინ არსებობს. ერთმანეთისთვის თავპირის დალეწვა ამ ორი პარტიის დღის წესრიგია. ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ არც წასული უნდა გვინდოდეს და არც აწმყო, რადგან აწმყო ძალიან დაემსგავსა წარსულს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას.

ია აბულაშვილი
04.12.2019

 "ხელისუფლებამ არ იცის, როგორ უპასუხოს ამ პროცესებს, მიზანი არის მაქსიმალური პოლარიზება და ცდილობს გა-ითამაშოს ხალხის რისხვა, თითქოს ხალხია აღშფოთებული, რაც სინამდვილეში ასე არ არის," - ასე ეხმაურება რესპუბლი-კური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრადამჭერებს შორის დაპირისპირებას, რო-მელიც რეგიონებში სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

ელზა პაპოშვილი
04.12.2019

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეზობლების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. საქმე 2019 წლის 21 თებერვალს ჩადენილ დანაშაულს ეხება, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მოხდა. 

ია აბულაშვილი
04.12.2019

 "ვინც ნათელაშვილთან იკრიბება, აქედან უმრავლესობამ იცის, რომ 2020-ში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და ნულოვანი ბარიერის დაბრუნება უნდა. ხელისუფლებამ კი უარი იმიტომ თქვა, რომ რეალური საშიშროება იყო, კოალიციას ვერ შექმნიდა. 40%-ზე ნაკლები რომ აეღო, "პატრიოტთა ალიანსი" საკმარისი არ იქნებოდა, მაშინ ვისთან უნდა შეექმნა მთავრობა..." - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტარაშვილი ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს, რომელიც უახლოეს დღეებში განსახილველად ეუთო-ს გადაეგზავნება.

თამარ შუკვანი
04.12.2019

 დღეს არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ანალიტიკოსთა გარკვეულ წრეებში საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და ამის პირველი ნიშნები უკვე ჩანს. „ქართული ოცნების" მომხრეებსა და ოპოზიციიის მხარდამჭერებს შორის ბოლო დღეებში ხშირად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რაც ზრდის საფრთხეს იმისა, რომ სიტუაცია სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ არ დაუშვებენ ვითარების ესკალაციას.

თამარ შუკვანი
04.12.2019

 ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე, სადაც საუკუნეების მანძილზე დასვენებული იყო ქრისტიანებისთვის უდიდესი სიწმინდეები. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიკოსთა ცნობებით, ის მე-13 საუკუნეშია აგებული და უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და ცოტნე დადიანის სახელებს. ტაძარი შემკულია ქართული ჩუქურთმებითა და ფრესკებით.

რეზონანსი
04.12.2019

 სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ შორის შეთანხმება შედგა. „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა, გარიგება 2019 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა. "ჯიპიაიში" აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთგვარი განაცხადია - ევროპელი აქციონერები წლებია მოუწოდებენ ქართულ მენეჯმენტს განვითარება სადაზღვევო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით განაგრძოს.

ელზა პაპოშვილი
04.12.2019

 დაპირისპირება 116-ე  საჯარო სკოლაში. შესვენების დროს შელაპარაკების შედეგად მეცხრე და მერვე კლასელ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი მოხდა. უფროსკლასელმა უმცროსს საწერი კალმით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა.  მოსწავლეები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ იყო საუბრი თითქოს ჩხუბის დროს ცივი იარაღის გამოყენებაც მოხდა, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. სკოლაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო გამოძახებული. მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.  


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×