| | |
ელზა პაპოშვილი 29.11.2019
მოძრაობა "ლელომ", "შენების მოძრაობამ“ და "ახალმა მემარჯვენეებმა" ახალი პოლიტიკურ პლატფორმა შექმნეს. კონსულტაციებს პოლიტიკური ლიდერები უკვე ადასტურებენ და შესაბამისი განცხადებაც გააკეთეს. მათი მთავარი მიზანია შეცვალონ „ქართული ოცნების" ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების გარეშე.
|
თამარ მუკბანიანი 29.11.2019
მთავრობამ ანა დოლიძის პეტიცია განსახილველად მიიღო. ,,ოცნების” ხელისუფლების მხრიდან სამთავრობო დონეზე აზარტული თამაშების რეგულირებისა და რეკლამის აკრძალვის შესახებ ეს პირველი რეალური მსჯელობა იქნება. ამის შემდეგ ყველაფერი პარლამენტში გადაწყდება, რომელსაც რეკლამის ბევრად შეზღუდვის სხვადასხვა კანონპოროექტი არაერთხელ აქვს ჩაგდებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.11.2019
„მე პარლამეტში ცოტა გვიან მივედი, როდესაც შევდიოდი, არანაირი სირცხვილის კორიდორი არ მინახავს,"- ამის შესახებ „რეზონანსთან" მაჟორიტარ დეპუტატმა და ბიზნესმენმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
|
ია აბულაშვილი 29.11.2019
"ოცნებამ სწორად რომ იმოქმედოს, უპრობლემოდ მივა ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებზე. თავად "ოცნებას" ექნებოდა კარგი შანსი პარლამენტში კვლავ უმრავლესობის შექმნის, მაგრამ რეგულარულად თუ დაუშვებს პოლიტიკურ იდიოტიზს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.
|
ია აბულაშვილი 29.11.2019
წმინდა გიორგის მონასტერს, რომელიც ბორჯომის ულამაზეს დაბურულ ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდებარეობს, ხალხმა მწვანე მონასტერი შეარქვა. ამბობენ, რომ აქ არცერთი ხე ერთნაირად მწვანე არ არის, მონასტერი კი რომელი ქვებითაც აიგო, ყველა მწვანეა.
|
თამარ შუკვანი 29.11.2019
"ტყუილად საჯარო გამოსვლას ადამიანი არ თანხმდება, თუ მიზანი არ აქვს, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, ასეთი მიზანი ჰქონოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს საკუთარი სიმყარის პოზიციის საჩვენებლად, მითუმეტეს საარჩევნოდ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბიძინა ივანიშვილის პირველ საჯარო გამოსვლას, პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ.
|
თამარ შუკვანი 29.11.2019
„დღევანდელი პროტესტის მამოძრავებელი, წარმმართველი და ორგანიზატორი არის ნაცმოძრაობა, თუმცა უნდათ წარმოაჩინონ, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ერთადაა და რაც მთავარია ესაა ამბოხებული ახალგაზრდების ბუნტი," - აცხადებს „ქართული ოცნების" ფრაქციის წევრი გუგული მაღრაძე, რომლის თქმითაც პოლიტიკური პოზიციის გამო არაერთხელ გამხდარა ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების მხრიდან ბულინგის ობიექტი: „სისტემატურად ავრცელებენ თითქოს ჩემს ნათქვამებს, ძალიან უაზროს, მაგრამ ისეთს, რამაც შესაძლოა მოსახლეობის რაღაც ნაწილში გამოიწვიოს უარყოფითი დამოკიდებულება. ჩემს განათლებაშიც კი ცდილობენ ეჭვის შეტანას." არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე „რეზონანსი" გუგული მაღრაძეს ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.11.2019
„პარლამენტში „ქართული ოცნების" დეპუტატები დილაუთენია მივიდნენ, რომ სირცხვილის კოლიდორში არ გაევლოთ, როდემდე მივლენ?"- ასე აფასებს „რეზონანსთან" პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, „ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომლებიც დღეს პარლამენტის პიკეტირებამდე შენობაში დილით ადრე მივიდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 29.11.2019
პანკისში მონხდარი სისხლიანი დაპირისპირებიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა და ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია ცნობილი, რეალურად რა მოხდა და რა გახდა 36 წალის მუსა მუთოშვილის მკვლელობის მიზეზი. შესაძლოა ეს მკვლელობა ხეობაში ახალი დაპირისპირების საბაბი გახდეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|