თამარ შუკვანი
29.11.2019

 ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება და განსახილველი თემა ე.წ. გერმანული მოდელი იქნება, ანალიტიკოსი ზაალ ანაჯარაფიძე აცხადებს, რომ ეს შეხვედრა შედეგს ვერ გამოიღებს. მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა, რადგან ამას ოპოზიცია მის გამარჯვებად აღიქვამს, რაც „ქართული ოცნების" იმიჯს შელახავს, რეტინგს კი კიდევ უფრო დაბლა დაწევს.

თამარ შუკვანი
29.11.2019

 ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტთან მიმდინარე საპტროტესტო აქციის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს არსებული სურათი 2002-2003 წლის მოვლენებს ემსგავსება, რაც თავად ოპოზოციისთვის არის წამგებიანი.

თამთა ჩაჩანიძე
29.11.2019

 „ასე არ ყოფილა, რომ თითქოს ვიღაცას დავემალეთ. ოპოზიციას თუ უნდა, რომ ასეთი ამბავი შეკეროს, ასეთი სურათი აბსოლუტურად მიზანშეუწონელია. იმიტომ, რომ იყო საქმე და ამიტომ მოვედით ცხრაზე" - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლების პარლამენტის შენობის მორიგი პიკეტირებამდე, საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების" დეპუტატების დილით ადრე მისვლას.

რეზონანსი
28.11.2019

 ქვეყანა ისევ პურპროდუქტების გაძვირების მოლოდინშია. ხორბლისა და მარცვლელის დიდი ნაწილი მხოლოდ რუსეთიდან შემოდის, რადგან ყაზახეთში მოუსავლიანობის გამო, წელს ვერ მოხერხდა შუა აზიური ხორბლით მომარაგება. ფქვილის ფასმა კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. და დღეს 1.50 ლარით გაძვირდა. ეს ყველაფერი კი საფრთხეს უქმნის პურის ფასს, მით უფრო ინფლაციისა თუ ლარის გაუფასურების ფონზე.

თამარ მუკბანიანი
28.11.2019

 დღეიდან მთავრობა დიდ პრივატიზაციას იწყებს. ეკონომიკის სამინისტრო 100 ობიექტს აუქციონზე გაიტანს. როგორი იქნება შედეგები, რომელ ობიექტებზეა საუბარი და რამდენად აღმოჩნდება ისინი საინტერესო ბიზნესისათვის, ახლა ეს არის მთავარი კითხვები. სპეციალისტები პროცესს სკეპტიკურად უყურებენ და სახელმწიფოს მხრიდან წარუმატებლად დასრულებულ მსგავს არაერთ ფაქტს იხსენებენ.

ელზა პაპოშვილი
28.11.2019

 ხელისუფლების ბრძოლის ახალი ტაქტიკა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ორდღიანი ტაიმ-აუტის შემდეგ 28 ნოემბერს კვლავ პარლამენტის წინ გამოჩდნენ.  აქციის მონაწილეებმა  ისევ  პარლამენტის სამი შესასვლელის ბლოკირება სცადეს,  მაგრამ შენობასთან  მისასვლელი ყველა ქუჩა რკინის ღობით გადაკეტილი დახვდათ.   

თამთა ჩაჩანიძე
28.11.2019

 „თავად ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მისი მთავარი დამფინანსებელი და მხარდამჭერი იყო," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" "ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშილის გუშინწინდელ ინტერვიუს.

ია აბულაშვილი
28.11.2019

 "ბიძინა ივანიშვილი დღეს ნარკოზის ქვეშაა და თვითონაც ვერ აცნობიერებს რა შარში გაჰყო თავი. წითელი, რომელიც 14 ნოემბრის შემდეგ აენთო, ასე არ დამთავრდება. ჩვენი პარტია, "ნაცონალებთან" არც გაერთიანებას აპირებს და არც ბლოკების შექმნას. ივანიშვილის წინაღმდეგ, სხვა პარტიებთან ერთად მეორე ფრონტს გავხსნით" - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საპროტეტსო აქციებს, რომელიც პარლამენტის წინ იმართება.

ია აბულაშვილი
28.11.2019

 ქართველი ერის უმნიშვნელოვანესი სიწმინდე - თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, რომელიც მე-12 საუკუნის მეორე ნახევარშია შესრულებული, მსოფლიო კულტურის საგანძურში საპატიო ადგილს იკავებს. ამ უნიკალურ ნივთს 1913 წელს სამეგრელოში ეკლესია-მონასტრების აღწერისას ექვთიმე თაყაიშვილმა ხობის მონასტერში მიაკვლია, რომელიც მაცხოვრის ხატში ინახებოდა.

ია აბულაშვილი
28.11.2019

 "ხელისუფლება თუ იმის იმედზე არის, რომ პარლამენტს მომიტინგეებისგან ყოველღდე გაწმენდს და ეს შედეგს მოიტანს, ძალიან ცდება, რადგან პროცესი არ გაჩერდება. ქართველი ხალხის ხასიათს და 30-წლიან პოლიტიკურ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ხალხის აფეთქების სრულიად მოულოდნელი საბაბი გაჩნდეს," - ასე აფასებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

რეზონანსი
28.11.2019

 მმართველი გუნდის მეორე დაპირება, რომელსაც ერთ კვირაში საფრთხე დაემუქრა, სესხების შერბილების საკითხს ეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ წინა კვირას გაკეთებული განცხადება 200 000-ლარიანი ზღვარის განახევრებაზე, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც ჩანს, მთავრობაში ამ საკითხის გადაწყვეტას საერთოდ არ ჩქარობენ. ფინანსთა მინისტრი მასაც კი ამბობს, რომ ზღვარი, შესაძლოა, დღევანდელ ნიშნულზე დარჩეს.

თამთა ჩაჩანიძე
28.11.2019

 „გუშინდელი ინტერვიუ მოცულობითი , ინფორმაციული, გეგმიერი და არსობრივად ჩამოყალიბებული იყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან"„ქართული ოცნების" დეპუტატი კობა კობალაძე, 27 ნოებმერს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გასულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×