ია აბულაშვილი
25.11.2019

 „ჩვენ თუ ისევ ქარიზმატულ ლიდერს ვეძებთ, როგორც წინა წლებში იყო, შეიძლება დღეს ამის საჭიროება აღარც იყოს და ოპოზიცია შეჯერდეს კონსენსუალურ ფიგურაზე, რომელიც არ იქნება ავტოკარტი, ერთპიროვნულად არ იღებდეს გადაწყვტილებებს და იქნება პირველი თანასწორთა შორის“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მოსაზრებას, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამოკვეთილი ლიდერი არყოლაა.

თამარ შუკვანი
25.11.2019

 „პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მე ხომ არ დამაწინაურეს? წინააღმდეგი ვიყავი, რადგან წინააღმდეგი ვარ 2006 წლიდან. არ დაუწიანურებიანთ 40 დეპუტატი,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი „ოცნების“ წევრთა შორის ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე საუბრისას. 

თამარ მუკბანიანი
25.11.2019

 ათასგვარი დაპირების მიუხედავად, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთად არაერთი ნაბიჯი გადადგეს ინფლაციისა შესაჩერებლად და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად, მაგრამ არათუ გამყარება, დასტაბილურებაც ვერ მოხერხდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი ისტორიულ მინუმუმს მიუახლოვდა. ფინანსისტების პროგნოზით, ლარი გაუფასურების მაქსიმალურ ნიშნულს 10 დეკემბრამდე მიაღწევს.

ირაკლი ლომიძე
25.11.2019

 ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, საბანკო რეგულაციების შერბილებას დაიწყებს. ცვლილება პირველ რიგში სესხის ოდენობაზე დაწესებულ ზღვარს შეეხება და 200 000-ლარიან ლიმიტს დასწევს, თუმცა, როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ ამით რეალურად არაფერი იცვლება, რადგან ამ ტიპის სესხს ბანკები რეგულაციების გვერდის ავლითაც იოლად გასცემდნენ. საქმე ისაა, რომ სესხების გასაცემად მოქმედებს სპეციალური სქემა, რომლის მეშვეობითაც არსებული შეზღუდვით ბანკებს დიდად არ უზარალიათ.

თამთა ჩაჩანიძე
25.11.2019

 „ეს „ქართული ოცნების" მორიგი ტყუილია," -ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახი კალაძის შეთავაზებას.

თამარ მუკბანიანი
25.11.2019

 ,,ოცნების" ხელისუფლება, რომელმაც 8 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვა ვერ მოახერხა, მიუხედავად არაერთი დანაპირებისა, აზარტულ თამაშებს ახალ გზას უხსნის. უმრავლესობის ყოფილი წევრის თქმით, მთავრობა, სანაძლეო თამაშების დაკანონებას გეგმავს.

ირაკლი ლომიძე
25.11.2019

 ოქტომბერში დიზელის საწვავის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,  2019 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 890,9 ათასი ტონა, რაც 19,3 ათასი ტონით, ანუ 2,1%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (910,2 ათასი ტონა). მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  456,3  ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4,5 ათასი ტონით, ანუ 1,0%-ით აღემატება.

ია აბულაშვილი
25.11.2019

 „კოჰაბიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სრული ფარსია. ამით „ოცნება“ თავის ძალიან მწირ ამომრჩეველს, ვისთვისაც მთავარი თემა „ნაციონალების“ სიძულვილია, წინასაარჩევნოდ ილუზიას უქმნის“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცახდებებს კოჰაბიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
25.11.2019

 უკვე კვირაზე მეტია, რაც რუსეთის საპატრიარქოსგან საქართველოს საპატრიარქო საპასუხო წერილს ელოდება. თუმცა, რუსული მხარე პასუხის დაბრუნებას არ ჩქარობს და უწმინდესის ცნობილ წერილზე რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. წერილში პატრიარქი ილია მეორე უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსი სასულიერო პირების გაგზავნას აპირებს, რაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე მიუღებელია.

თამთა ჩაჩანიძე
25.11.2019

 „ოპოზიციაში ხუთას ადგილზე გადამხტარი, გახრწნილი, გათახსირებული ხალხია, რომლებისაც არავის არ სჯერა. ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებენ იმიტომ, რომ მაგათი ხალხს არ სჯერა და მე პირადად არც მთავრობის მჯერა და არც ოპოზიციის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას.

რეზონანსი
25.11.2019

 თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ქალაქის, გორლოვკის ყოფილმა ე.წ. მერმა ედუარდ მატიუხამ ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის, „ტი-ეს-ენ"-ის ეთერში თავი უკრაინის დაზვერვის თანამშრომლად გამოაცხადა. მისი თქმით, ის ხუთი წლის განმავლობაში „ოკუპაციაში ცხოვრობდა" და „აწყობდა პროვოკაციებს", ამასთან, ცდილობდა კონფლიქტების გაღვივებას პრორუს მეამბოხეებს შორის. როგოც მატიუხა აცხადებს, ამის შესახებ მისმა ცოლმაც კი არაფერი იცოდა.

ია აბულაშვილი
25.11.2019

 „ხელისუფლება, რომ აცნობიერებდეს რა სიტუაციაა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მოძებნიდა, მაგრამ სრულიად არაადეკვატურია. ხელისუფლების მიმართ ისეა ნდობა დაკარგული, განსაკუთრებით 14 ნოემბრის შემდეგ, რომ არ მგონია რომელიმე პარტია მათ „პოსლეზე“ ენდოს“, - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მმართველი გუნდის გადაწყვტილებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის წარმოადგენელს გამარჯვების რეალური შანსი ექნება, მმართველი გუნდი თავის კანდიდატს არ დაყენებს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთისა და მისი დანამატისა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×