თამთა ჩაჩანიძე 22.11.2019
„რუსეთში დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი, მათ ჩვენი საკითხი აიტაცეს და საქართველოში რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობენ. რუსეთში ეს მოლოდინები უფროა, ვიდრე დასავლელ მეგობრებში, ჩვენი არეულობა ხელს ვის აძლევს, ეს გასაგებიცაა," -ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისიაია საერთაშორისო რეაქციას საქართველოში შექმნის საპროტესტო მუხტზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.11.2019
„ეს მცდელობა მიმართულია არა კონკრეტული პარტიის მიმართ, არამედ სტაბილიზაციის და სახელმწიფოებრივობის წინააღმდეგ,"-ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე, ოპოზიციის სამოქმედო გეგმას „მაინც დაგაბოქლომებთ", რომლის მიხედვითაც ისინი პროტესტის ნიშნად სახელმწიფო უწყებებს ბოქლომებს ადებენ.
|
თამარ შუკვანი 22.11.2019
ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ახალი ფორმა „მაინც დაგაბოქლომებთ" გრძელდება. მათ უკვე „დააბოქლომეს" სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები; პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. სიმბოლური „დაბოქლომება" ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებზე მიდის.
|
ელზა პაპოშვილი 21.11.2019
რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები 26 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე, რომელთა მთავრი გეგმა კვლავ პარლამენტის პიკეტირებაა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ სამშაბათს დაგეგმილი სესიის ჩაშლას მოახდენენ და ხელისუფლებას ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან. თავის მხრივ კი ხელისუფლება აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ იმოქმედებენ კანონის მიხედვით და თუ კი სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და მუშაობის შეფერხება მოხდება, ისინი 17 ნოემბრის მსგავსად იმოქმედებენ და პლიციის მეშვეობით აქციას დაშლიან.
|
ელზა პაპოშვილი 21.11.2019
ლაკმუსის ქაღალდი სასამართლო სისტემისთვის, რომელიც 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეებისთვის განაჩენის გამოტანისას გამოჩნდა. მესამე სექტორი აქციაზე დაკავებულების პროცესებზე დაშვებულ მძიმე დარვევებზე საუბრობს და აცხადებენ, რომ მოსამართლემ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. 37 დაკავებულიდან მან გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილზე მიიღო - პატიმრობა, ჯარიმა და გაფრთხილება.
|
თამარ მუკბანიანი 21.11.2019
მომხმარებლის რაოდენობაში მოტყუება, სახელმწიფოსათვის გადასახადის დამალვა და უსაფრთოხების წესის დარღვევა - სწორედ ასე აღწევს თხევადი გაზგასამართების დიდი ნაწილი ბაზარზე არაბუნებრივად დაბალ ფასს. მომხმარებელი კი ბოლო დროს სხვა ტიპის საწვავიდან აქტიურად გადადის მის მოხმარებაზე, ამ დროს, როგორც მომხმარებლების და ნაწილობრივ სპეციალისტებიც აღნიშნავენ, ჩასხმის დროს თითქმის ყველა კომპანია იტყუება.
|
რეზონანსი 21.11.2019
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად, მთავრობასთან ერთად, არაერთი ნაბიჯი გადადგა ვალუტის გამყარება ვერ მოხერხდა. ამიტომ მთავრობა თავის ყველა ადრინდელ პრინციპზე უარს ამბობს და რეგულაციებს ძველ ნორმებში აბრუნებს. ახალი ინიციატივა ლარში გასაცემ სესხებზე 200 ათასი ლარიდან 100 ათასამდე ჩამოწევის თაობაზე ფინანსიტების აზრით არ იქნება საკმარისი ეროვნული ვალუტის გასამყარებლად.
|
თამარ შუკვანი 21.11.2019

საქართველოში უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები და საშიშროების მაღალი რისკის პატიმრები სასჯელს დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იხდიან. ეს არის შემთხვევები, როდესაც უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და მაღალი რისკის პატიმართა უფლებები, მაგალითად, გარე სამყაროსთან კონტაქტის თვალსაზრისით, დისკრიმინაციულად არის შეზღუდული სხვა პატიმრებთან შედარებით.
|
თამარ შუკვანი 21.11.2019
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხვას, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის კუთხით რაიმე კონკრეტული ინიციატივა ყოფილიყო განხილული, თუმცა, ოფიციალურად, ჯერჯერობით უცნობია. დღის წესრიგში დგას თუ არა ახალი შემოთავაზება. ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ განხილული იქნებოდა ნატო-ში გაწევრიანების მიზნით საქართველოსა და უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.11.2019
„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნება, ეს ის საფრთხობელაა, რომელსაც „ქართული ოცნება" დღემდე სათავისოდ კარგად იყენებს და რომელსაც რეალურად ადამიანები ქუჩაში არ გამოჰყავს, ეს ის დაუსრულებელი წრეა, რომელზეც დღემდე საქართველოს მოსახლეობა ტრიალებს - ამ სიტუაციაში მოვლენების განვითარების როგორი სცენარია მოსალოდნელი.
|
თამარ შუკვანი 21.11.2019
ოპოზიციის წარმომადგნელებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყებებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა გაგრძელდება მანამ სანამ, ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას არ უზრუნველყოფს. ყოველი ხუთშაბათი „ბოქლომის დღე" იქნება, - ასეთია ოპოზიციის განაცხადი, რაც შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც კი გაგრძელდეს.
|
ია აბულაშვილი 21.11.2019
23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე 363 ეკლესია და სამლოცველოა აგებული, ასევე, შექმნილია მრავალი ხატი, რომლებიც სასწაულებს ახდენდნენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|