თამთა ჩაჩანიძე 25.11.2019
"მე ვერ დავუჭერ მხარს, რადგან ის დეღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. მომავალში რა იქნება - ვნახოთ," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას გულისხმობს.
|
ელზა პაპოშვილი 25.11.2019
დაჭრა დიდუბეში - 2 ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები, სავარუდოდ, ცივი იარაღით წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე მარკეტთან მიაყენეს. როგორც „რეზონანსთან“ თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრას წინ შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. ორი სავარაუდო დამნაშავე პირის დაკავება პოლიციამ ადგილზევე შეძლო. ხოლო დაჭრილი ახალგაზრდები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მალევე საავადმყოფოში გადაყვანა.
|
თამარ შუკვანი 25.11.2019
დეპუტატ გედევან ფოფხაძისთვის გაუგებარია ის ინიცატივა, რაც „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ წამოაყენა - საჭიროა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელში არ აღმოჩნდება. ფოფხაძის თქმით, ეს განცხადება ლოგიკას არ ექვემდებარება.
|
ია აბულაშვილი 25.11.2019
„ეს არ არის წინადადება ან შემოთავაზება, ეს არის ღია ვაჭრობა და მცდელობა იმისა, რომ ოპოზიცია დაიშალოს“, - ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის ნაწილისათვის გაკეთებულ შეთავაზებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.11.2019
„ქართულმა ოცნებამ" ამით ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ ოპოზიციასთან ბრძოლაში თუ წინააღმდეგობაში ჩაებას," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებას, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დისკუსია დასრულებულად გამოაცხადა და პროპორციულ არჩევნებზე 2024 წელს გადასვლაც კითხვის ქვეშ დააყენა.
|
თამარ შუკვანი 25.11.2019
თემა დახურულია - 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება 2017 წლის რედაქციითაა გაწერილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებიდან ირკვევა, რომ შესაძლოა არც 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით.
|
თამარ შუკვანი 25.11.2019

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიღებისას მნიშვნელოვანია აღირიცხოს ზუსტი ინფორმაცია, რომელიც მათ იდენტობას განსაზღვრავს. ეს გულისხმობს, რომ დაწესებულებამ ხელი შეუწყოს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ პატიმართა იმ სქესის წარმომადგენელ პირთა საკანში განთავსდებას, რომელსაც თავს მიაკუთვნებენ.
|
ელზა პაპოშვილი 24.11.2019
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ოპოზიცია რუსთაველზე მასშტაბურ აქციას აანონსებს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. ლიდერებმა სამოქმედო გეგმის ბოლო დეტალები კვირას „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიარეს. აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ და აცხადებენ, რომ დეპუტატებს სხდომის მშვიდად ჩატარების უფლებას არ მისცემენ და ასევე ეცდებიან, რომ ისინი შენობაში არ შეუშვან.
|
ია აბულაშვილი 24.11.2019
„ჩვენი პირველი ამოცანა არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება და თავისუფალი არჩევნები. სხვა თემებზე მსჯელობა რეალურად არ მიმაჩნია“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.
|
ია აბულაშვილი 24.11.2019
„სამოქალაქო დაპირისპირება, ფაქტობრივად, უკვე არის მას შემდეგ, რაც ბოქლომების კამპანიას მოჰყვა ცოცხების კამპანია. წინასაარჩევნო პერიოდია და სიმძაფრე უფრო გაიზრდება, არ შემცირდება“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დაპირისპირებას აქციის აქტივისტებსა და „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის.
|
რეზონანსი 24.11.2019
25 ნოემრიდან საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია მეტნაკლებად განიმუხტება და დეკემბერი ნოემბერთან შედარებით მშვიდი იქნება. თუმცა, მომავალი წლიდან ისევ პოლიტიკური დაძაბულობა და ვითარების გაწვავებაა მოსალოდნელი. ამი შესახებ „რეზონანსთან" საუბარშI ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.
|
ია აბულაშვილი 24.11.2019
„პარლამენტის დღევანდელი კრიტიკა ეროვნული ბანკის პოლიტიკის მიმართ დაგვიანებულია. უმრავლსობას ამაზე მაშინ უნდა ემსჯელა, როცა საქმე ფუჭდებოდა“, - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოსმენის შემდეგ უმრვლესობის დეპუტატების მხრიდან გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|