ტატა შოშიაშვილი
24.11.2019

  

„ამ ხელშეკრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ აქამდე ქართული ბატალიონებში ქართველ სამხედროებს ამერიკელები ძირითადად საერთაშორისო-სამშვიდობო ოპერაციების შესასრულებლად ამზადებდნენ, ახლა მათი მომზადება მიმდინარეობს იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც ჩვენ აგვისტოს ომის დროს დაგვიდგა და კიდევ არსებობს", - ასე აფასებს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ახალ ხელშეკრულებას, რომელიც პენტაგონსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 20 ნოემბერს გაფორმდა.

რეზონანსი
24.11.2019

 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 8 თვეა დარჩენილი, რუსეთი კი ახალ სკანდალში ეხვევა. 9 დეკემბერს, „მსოფლიო ანტი-სადოპინგო სააგენტომ" პარიზში უნდა განიხილოს უახლოესი წლების მასშტაბურ სპორტულ ტურნირებზე რუსეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ეს ტოკიოს ოლიმპიადის გარდა პირველ რიგში გულისხმობს რუსების მოკვეთას ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიდან, რომლის საგზურიც რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა უკვე მოიპოვა.

ელზა პაპოშვილი
24.11.2019

 სექსუალური ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე ვალეში - 41 წლის ხათუნა ფ.-ის დედა მეზობელს, 60 წლის მამაკაცს შვილის ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „კურიერმა“ გაავრცელა. „რეზონანსს“ ხათუნა ფ.-ის დედა უყვება, რომ მის შვილზე მეზობელი შანტაჟის და მუქარის გამოყენებით ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა. ის ხათუნას ეუბნებოდა, რომ თუ მომხდარის შესახებ დედას მოუყვებოდა, მასაც და მის მშობელსაც მოკლავდა. მამაკაცის სახლში მაშინ მიდიოდა, როდეცს დაზარალებული მარტო იყო. 

ია აბულაშვილი
24.11.2019

 „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ არის სრული თავისუფლება. ჩვენ გავერთიანდით ერთი თემის ირგვლივ და ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა. ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გვაქვს შეხვედრები, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს ვინ ვისთან წავა და ვის შეხვდება“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრას უკრაინაში.

ტატა შოშიაშვილი
24.11.2019

 ბულგარელი ბიზნესმენის, ასევე იარაღის მწარმოებელი კომპანიის მფლობელის, ემილიან გებრევისა და მისი ახლობლების მოწამვლაში, სავარაუდოდ, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს არანაკლებ 7 თანამშრომელი მონაწილეობდა. ემილიან გებრევი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს იარაღს აწვდიდა და გამორიცხული არ არის, რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მასზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყოს. ამის შესახებ ერთობლივ ჟურნალისტური გამოძიებაშია საუბარი, რომელიც სამმა გამოცემამ - „ინსაიდერმა", „ბელიგკეტმა" და „შპიგელმა" ჩაატარეს.

თამთა ჩაჩანიძე
24.11.2019

 „თუ დავუკვირდებით დავინახავთ, რომ ამით ივანიშვილის ქველმოქმედებით ხასიათს გაუსვა ხაზი, პატრიარქმა სხვა ფაქტორზე არ გაამახვილა ყურადღება“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში  კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ ბიძინა ივანიშვილის დალოცვას.

თამარ შუკვანი
23.11.2019

 „ოპოზიცია უპირველეს ყოვლისა უნდა ეცადოს, რომ კანონის ჩარჩოებიდან არ გავიდეს. რეალურად, ეს „დაბოქლომება" სიმბოლური აქციაა და კონკრეტული შედეგი არ აქვს. ადრე კაბინეტების აჭედვა იყო მოდაში, ახლა აჭედვა უფრო სიმბოლურმა და უკეთესმა ფორმამ შეცვალა, რომელიც იგივე დატვირთვისაა. რეალურად ეს არაფერს მოიტანს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას აიძულებს მუდმივად იყოს ამ გაწამაწიაში ოპოზიციასთან," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის მიერ დაწყებული აქციების „მაინც დაგაბოქლომებთ" შესახებ საუბრისას.

თამარ შუკვანი
23.11.2019

 „ფონი სამწუხაროდ ნეგატიურია, მაგრამ ახლა მთავარია ამან სახელმწიფო ინტერესები არ დააზიანოს და არ აისახოს იმ თანამშრომლობის პროგრამებზე, რაც ჩვენსა და დასავლეთს შორის არის," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფრიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ჩაგდებისა და საერთაშორისო გამოხმაურების შესახებ საუბრისას.

ტატა შოშიაშვილი
23.11.2019

 2017 წელს რუსი სამხედროების მიერ სირიაში ადგილობრივი მამაკაცის სასტიკი მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კადრებზე ჩანს როგორ აწამებდნენ და ჩაქუჩს და ნიჩბებს ურტყამდნენ ხელებში ძირს დაგდებულ არაბული შესახედაობის მქონე მამაკაცს რუსულად მოსაუბრე ჯარისკაცები, რომლებსაც სახეზე ხელსახოცები აქვთ აფარებული. სამი მათგანის ვინაობა ჟურნალისტებმა დაადგინეს.

თამარ შუკვანი
23.11.2019

 ოკუპირებული გალის რაიონის „გამგებლის" თემურ ნადარაიას ახალ ინიციატივას, რომ სკოლებში ქართული ენა მეგრულით უნდა ჩანაცვლდეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას „აგონიაში მყოფი მმართველის" განცხადებას უწოდებს და ამბობს, რომ ახალ ინიციატივას პერსპექტივა არ აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
23.11.2019

 „ამ ადამიანების მკვლელობის გამო, აფხაზეთში გავლენებისთვის ძალიან სერიოზული ბრძოლა დაიწყება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის მიერ ენგურის ხიდზე მიმოსვლაზე ახალგაზრდა მამაკაცებისთვის შეზღუდვა დააწესებას.

თამარ შუკვანი
23.11.2019

 „კონსტიტუციურ ფარგლებში, პარლამენტმა გადაწყვეტილება რომ მიიღოს, დროში უკვე ვეღარ ესწრება. იმისათვის, რომ რეფერენდუმი დაიწყოს, ამას სჭირდება მომზადება, კამპანიის ჩატარება. გრძელი პროცესია და ახალ წლამდე გამორიცხულია," - აცხადებს „რეზონანსთან" დამოუკიდებელი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი უმრავლესობის დეპუტატის, აკაკი ზოიძის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ თუ რეფერენდუმზე ან პლებისციტზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ „გავა ხალხში" და პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კამპანიას ჩაუდგება სათავეში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×