ტატა შოშიაშვილი
23.11.2019

 „კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი ესპანეთში ექსტრადირების შედეგ ახალ სკანდალში გაეხვა. მას შესაძლოა კატალონიელი პოლიტიკოსისთვის, ედუარდო პლანელსისთვის ქრთამის მიცემაში დასდონ ბრალი და პატიმრობა კიდევ უფრო გაუხანგრძლივონ. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „როსბალტი" წერს სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროზე დაყრდნობით.

თამთა ჩაჩანიძე
23.11.2019

 არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარება დაგვიანებულიცაა და შესაძლოა ვითარების განმუხტვის ნაცვლად პოლიტიკური კრიზისი კიდევ ეუფრო გაარღმავოს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივას.

ელზა პაპოშვილი
22.11.2019

 ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბუტა რობაქიძის საქმეში ახალი მოწმეები გამოჩდნენ. პროკურატურას მის წინააღმდეგ გურამ დონაძის და კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ ბაქრაძის ჩვენებები აქვს. როგორც „რეზონანსთან“ ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს,  ოქრუაშვილის წინააღმდეგ  მათ ჩვენებები ზეწოლის მეშვეობით მისცეს.

თამარ მუკბანიანი
22.11.2019

 2019 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 425%-ით გაიზარდა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტიც რეკორდულად მატულობს. ასევე ჩრდილოელი მეზობელი პირველია ტურისტების ნაკადის მიხედვით ქვეყენაში. რუსეთია საქართველოს უმთავრესი ხორბლის მომწოდებელი და წლიდან წლამდე იუმჯობესებს პოზიციებს ნავთოპროდუქტების ბაზარზე. მთავრობა თითქოს მუდმივად ბაზრების დივერსიფიცირებაზე საუბრობს, რეალურად კი საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად "ებმის" რუსულს.

თამარ შუკვანი
22.11.2019

 იმ შემთხვევაში თუკი ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მის გუნდში „ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, მარიამ ჯაშს აუცილებლად ვიხილავთ. ამის შესახებ განცხადება თავად ჯაშმა გააკეთა, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსანი რამდენად მოისურვებს პოლიტიკაში დაბრუნებას, უცნობია. თანაც საინტერესოა ჯაშისა და კვირიკაშვილის ალიანსს ვინ შეუერთდება. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას არც კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხვას და არც „ოცნების" ყოფილ დეპუტატებთან გაერთიანებას.

თამთა ჩაჩანიძე
22.11.2019

 „ვითხოვთ, რომ „ქართული ოცნება" პროცესს დაუბრუნდეს, თუ პროცესის განხილვას არ დაუბრუნდება, კენჭს ახლიდან არ უყრის და სამი მოსმენით არ მიიღებს, კონსტიტუციის თანახმად ხომ ვერ დაინიშნება არჩევნები? არადა ვადებიც ისეა მოწყობილი, რომ ეს პროცესი შემოდგომამდე გაიწელება," - ასეთია „რეზონანსთან" მმართველი გუნდის მიმართ „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივნის გოჩა თევდორაძის მოწოდება.

ია აბულაშვილი
22.11.2019

 "ბიძინა ისე წავა, როგორც დაგიბარებია, ქარი დათესა და ქარიშხალს მიიღებს, პროტესტს ვერაფერი ვერ აკავებს" - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია საპროტესტო აქციებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იმართება.

ია აბულაშვილი
22.11.2019

 საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლოს, წმინდა ნინოს ჯვარის შესახებ ქართულ წყაროებში ორი ვერსია არსებობს. მე-12 საუკუნით დათარიღებული არსენ ბერის "წმინდა ნინოს ცხოვრების" მიხედვით, კაბადოკიელ წმიდა ნინოს ღვთისმშობელმა იერუსალიმში გადასცა საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ვაზის ნასხლევისაგან დამზადებული ჯვარი.

ია აბულაშვილი
22.11.2019

 "საპროტესტო ტალღა არ შეწყდება, პირიქით უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, დრო არ ითმენს, ბიძინბაში უნდა წავიდეს" - ასე ეხმაურება მხატვარი გია ბუღაძე საპროტესტო აქციებს, რომელიც ქვკყნსი მასშტაბით იმართება.

თამარ შუკვანი
22.11.2019

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მსჯავრდებულთათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ინფორმირება მიეწოდოთ მათი უფლება-მოვალეობებისა და ციხის შინაგანაწესის შესახებ. შესახლებისას და შემდგომ საჭიროებიდან გამომდინარე, პატიმრებს წერილობით და ზეპირად, მათთვის გასაგებ ენაზე, ხშირად უნდა ეცნობოთ თავიანთი უფლება-მოვალეობების და ციხის დისციპლინის მარეგულირებელი წესების შესახებ. 

თამარ შუკვანი
22.11.2019

 რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან შესაძლოა ქართველი სასულიერო პირები გამოაძევონ. ამის საფუძველს რელიგიის საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის, სონია ხუბაევას განცხადება ქმნის, რომელიც ახალგორში ქართველი სასულიერო პირების ყოფნას უკანონოს უწოდებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხუბაევა ამ განცხადებას კრემლის დაკვეთით აკეთებს, რაც მიზნად ისახავს როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში ქართველი მღვდლების ყოფნის აკრძალვას.

ელზა პაპოშვილი
22.11.2019

 გიგი უგულავა შესაძლოა კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დაბრუნდეს. „სიტი პარკის“ საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა და მხარეებმა სასამართლოში 23 ტომი მტკიცებულება უკვე გამოიკვლიეს. მოწამეთა  გრძელი სიიდან დასაკითხი მხოლოდ 5 პირი დარჩა. საქმის განხილვა კი უკვე 5 წელია რაც მიმდინარეობს, ამის შესახებ ონფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.   


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×