თამარ შუკვანი
19.11.2019

 საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი მისწერა, სადაც უწმინდესი უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აპირებს რუსი სასულიერო პირების გაგზავნას, რაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე მიუღებელია. „რეზონანსი" დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს, სადაც გვითხრეს, რომ რუსეთის საპატრიარქოსგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ და ელოდებიან.

რეზონანსი
19.11.2019

 ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში ნესტიან საკანში მარტო იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ძლადობას არ განიცდის, მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომელიც ეჭვობს, რომ დე ფაქტო „კა-გე-ბეს" გუშინდელი განცხადების ფონზე გაფრინდაშვილის გათავისუფლება შეიძლება გაჭიანურდეს.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2019

 „ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე სწორედ გიორგი მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის საპრეზიდენტო სასახლის ხარჯებს მიუღებლად მიიჩნევდა, ახლა კი სახეზე ამ კუთხითაც ორმაგი სტანდარტი გვაქვს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან", ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ინფორმაციას, რომ ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერირერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა.

ია აბულაშვილი
19.11.2019

 მას შემდეგ, რაც პარლამენტში მაჟორიტარების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პროექტი ჩავარდა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტეტსო აქციები მოჰყვა, „ქართული ოცნებია“ მაჟორიტარები ახალი ინიციატივით გამოდიან და სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

თამარ შუკვანი
19.11.2019

 „23 იქნება, 24, თუ 22 - ეს ძალიან მალე გახდება ცნობილი. მე პირადად ვემხრობი, რომ ძალიან მალე კიდევ უფრო გაფართოვდეს ჩვენი პროტესტი და ეს შესაძლოა იყოს თუნდაც 23 ნოემბერი," - აცხადებს „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ჩიქოვანი, რომელიც კიდევ ერთ მოსალოდნელ ფართომასშტაბიან აქციაზე საუბრობს.

ელზა პაპოშვილი
19.11.2019

 ფოთში 70 წლის მოხუცმა 40 წლის  მამაკაცი ნაჯახით დაჭრა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 70 წლის მამაკაცს დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ეზოში ხის საამქრო აქვს, რაზეც წარსულში დავა არაერთხელ წარმოიშვა და მის წინააღმდეგ შესაბამის უწყებას საჩივრით რამდენჯერმეც მიმართეს.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2019

 დეკემბრის დასაწყისში სომხეთში „კანონიერი ქურდების" მასობრივი შეკრებაა დაგეგმილი, სადაც „კრიმინალური ავტორიტეტები" სომხეთის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დეტალებს განიხილავენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „პასტი" („ფაქტი") წერ კრიმინალურ წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით.

თამარ შუკვანი
19.11.2019

 ვინ შეცვლის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს თამარ ჩუგოშვილსა და ზვიად ძიძიგურს, რომლებმაც საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე ბიუროს უკვე ოფიციალურად მიმართეს, ამ დრომდე უცნობია. როგორც უმრავლესობის დეპუტატები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, განხილვა და შეკრება უმრავლესობაში ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ყოფილა.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2019

 „ეს უფრო პროპაგანდისტული კარნახია,ვიდრე რეალურად მოსახლეობის განწყობა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო სოციოლოგიურ კვლევებს. IRI-ის გამოკითხის მიხედვით, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში არმია 86%-ით ლიდერობს, მეორეზეა ეკლესია - 85%, მესამეზე კი ქართული მედია - 72%.

ირაკლი ლომიძე
18.11.2019

 აპროტესტო აქციები საქართველოს ეკონომიკაში მორიგ პრობლემას შექმნის. ცვლილება ლარის კურსს უკვე შეეტყო კიდეც. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ უცხოური ინვესტიციები ნაკლებობა გამოიწვიოს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა და ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურებაც.

ირაკლი ლომიძე
18.11.2019

 წყლის დისპენსერები, ე.წ. ბინულები ჯანმრთელობისთვის საშიშია. მომხმარებელი ხშირად იყენებს მათ PVჩ ან  Pჩ შტამპით, რაც ნიშნავს, რომ ასეთი შემადგენლობის ჭურჭელი ტოქსიკურ ნივთიერებებს ჭარბად გამოყოფს და ადვილად შეუძლია წყალში შეღწევა. მათი ხანგრძლივი გამოყენება კი, როგორც სპეციალისტები განმარტავენ,  საშიშ დაავადებებს იწვევს.

ელზა პაპოშვილი
18.11.2019

 რა სცენარის განვითარებისკენ მიდის ხელისუფლება და როგორი იქნება მისი სამოქმედო გეგმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. ნახევარსაათიანი ულტიმატუმი და პარლამენტის ყველა შესასვლელი ოპოზიციის მიერ აღმართული ბარიკადებისგან თავისუფალია. როგორც ჩანს „ქართული ოცნება" ოპოზიციასთან არანირი დათმობას და მოლაპარაკებას არ აპირებს. პირიქით, სავარაუდოდ მას აქვს სცენარი და გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს." სადამსჯელო ოპერაცია" - ასე აფასებს ოპოზიცია აქციის დაშლას და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების აღებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×