ელზა პაპოშვილი 14.11.2019
რა სცენარისკენ მიჰყავს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს და უნდა ველოდოთ თუ არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ივანიშვილმა და მმართველმა გუნდა დაპირება არ შეასრულა და პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.11.2019
წყალქვეშა ჰიდროთერმული ღრმულები, ადგილები სადაც მეცნიერები თვლიან, რომ სიცოცხლისათვის ოპტიმალური პირობებია, მათი აზრით, ღრმა ჰიდროთერმული ღრმულები არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ იუპიტერსა და სატურნზეცაა, რაც ვარაუდია იმისა, რომ ამ პლანეტებზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Independent" აქვეყნებს.
|
თამარ შუკვანი 14.11.2019
„დღეს უკვე რამდენიმე დეპუტატმა დატოვა უმრავლესობა; როგორც ჩანს, პარტიაში ღირებულებათა კონფლიქტი გაჩნდა. არ ველოდები, რომ ბევრი დატოვებს უმრავლესობას, მაგრამ რამდენიმე დეპუტატმა შეიძლება კიდევ დატოვოს და არსებობს საფრთხე იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში უმრავლესობა დაკარგოს და მთავრობის ხელახლა დამტკიცების საკითხი დადგეს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შესახებ საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 14.11.2019
"ვფიქრობ, ნაჩქარევად იყო თავის დროზე მიღებული ეს გადაწყვტილება და კარგად უნდა ყოფილიყო ყველაფერი გათვლილი. საშიშროებას მეც ვხედავ, რადგან მთლიანად აირია მონასტერი" - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.11.2019
"არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ამ სიტუაციაში პრემიერი გადადგეს, „ქართულმა ოცნებამ" მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლოს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, პარლამენტის მიერ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტის, პირველივე მოსმენით ჩაგდებას.
|
თამარ შუკვანი 13.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მაჟორიტარ დეპუტატთა გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება. „ოცნებაში“ კეთდება მინიშნება მათ რაოდენობაზე - დაახლოებით 30 დეპუტატი. გარდა ამისა, როგორც „მეამბოხე“ დეპუტატების, ასევე პარტიის ხემძრვანელობის მხრიდან კეთდება არაორაზროვანი განცხადებები, რომ მათ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვონ. 105 კაციანი უმრავლესობიდან 30 დეპუტატის გასვლა კი საპარლამენტო უმრავლესობის ოფიციალურად დაშლასა და საპარლამენტო კრიზისის დაწყებას ნიშნავს.
|
ელზა პაპოშვილი 13.11.2019

რა მოხდა თბილისის ზღვაზე და ვინ გაიმეტა სასტიკად 36 წლსი ნოდარ ცხადაძე, რომელიც რამდენიმე დღის უშედგო ძებნის შემდეგ ჩაცხრილული იპოვეს. მამაკაცს წაინასწარი დათვალიერებისას 8 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სად არის მისი მეგობარი და დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი ბექა კვიციანი, რომელიც, თვითმხილველების თქმით, ბოლო იყო ვინც გარდაცვლილი ცხადაძე ნახა. მასაც მესამეს დღეა უკვე პოლიცია უშედეგოდ ეძებს.
|
ია აბულაშვილი 13.11.2019
„ბუნტი არა იხვი, უბრალოდ ბიძინა ცუღლუტობს, მაჟორიტარები გამოიყენა, მოსინჯა საზოგადოებას რა რეაქცია ექნებოდა“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მაჟორიტარების პროტესტს.
|
გვანცა წულაია 13.11.2019
საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა 30%-ს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს. აქედან 23 ათას ადამიანს ხელფასი სულაც 100 ლარი აქვს, 232 ათასს მოქალაქეს კი - 500 ლარამდე. "რეზონანსმა" კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "საქსტატის" მონაცემები საშუალო ხელფასის მუდმივ მატებასთან დაკავშირებით მხოლოდ ციფრებით მანიპულაციაა.
|
ია აბულაშვილი 13.11.2019
„ივნისის შემდეგ შეხვედრა არ გვქონია. საკმაოდ დიდი პაუზა გამოვიდა და მრავალი საკითხი დაგროვდა, მათ შორის - ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება, თუ რა პერსპექტივა აქვს ავიაფრენების აღდგენას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზურაბ აბაშიძემ.
|
თამარ მუკბანიანი 13.11.2019
გაზრდილი ტურისტული ნაკადი და შემოსავალი, 3%-ით შემცირებული იმპორტი და 10%-ით გაზრდილი ექსპორტი - ასეთია იანვარ-ოქტომბრის მონაცემები. ის, რასაც ხელისფულება ლარის გაუფასურების მიზეზად ასახელებდა, ყველა პარამეტრი წესრიგიშია. მაშინ, რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა და რა სჭირს ეკონომიკას? ამაზე პასუხი მთავრობაში არ გააჩნიათ და ყველაფერს უარყოფით მოლოდინს აბრალებენ. რეალობა კი სულ სხვაგვარია.
|
ელზა პაპოშვილი 13.11.2019
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის შეხვედრის მიუხედავად, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. დაძაბული სხდომის მიუხედავად, რომელსაც პარტიის წევრები და მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებოდნენ, ყველა მაინც თავის აზრზე რჩება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|