თამარ მუკბანიანი
13.11.2019

 მთავრობა 2020 წელს 1 120 000 000 ლარით მეტის დახარჯვას აპირებს. მომვალი წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულება სოციალური საკითხებია, რომელიც უკვე შეფასდა, როგორც ,,სააარჩევნო პროგრამა”. გაისად ხელისუფლების მთავარი პრობლემა გაზრდილი ბიუჯეტის ზომიერად ათვისება იქნება. წლევანდელმა გაზრდილმა ხარჯმა რა დონემდე მიიყვანა გაცვლითი კურსი ყველასთვის შესამჩნევია, გაისად უფრო დიდი საშიშროებაა მოსალოდნელი.

თამთა ჩაჩანიძე
13.11.2019

 რუსეთში სომხეთის საელჩომ აღშფოთებულია ქალაქ არმავირი ადგილობრივი სათათბიროს ერთ-ერთი დეპუტატის საქციელით, რომელმაც ქალაქის ცენტრში განთავსებული სომხეთის ეროვნული გმირის გარეგინ ნჟდეს მემორიალური დაფა შავად გადაღება. საელჩოში აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა გამოიწვიოს.

ია აბულაშვილი
13.11.2019

 „ქართული ოცნება“ ცდილობს ისეთი სურათი წარმოაჩინოს, რომ საზოგადოებას დაანახოს რა დიდი ძალისხმევა უჯდება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება; რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა საზოგდოებისა და ოპოზიციის ზეწოლით, არამედ მისი კეთილი ნება იყო. უნდა, რომ აქაც გამარჯვებული დარჩეს“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებულ დაპირპისრებას.

თამთა ჩაჩანიძე
13.11.2019

 „თუ ეს „ქართული ოცნების"პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი უნდა ჩავარდეს, ჩვენ რამდენი ხმითაც არ უნდა წავეშველოთ ოპოზიციიდან, მათ აქვთ იმისი რესურსი, რომ ჩააგდონ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტზე კენჭისყრის უკვე მეორედ გადადებას.

რეზონანსი
13.11.2019

 სამშაბათს, სახალხო დამცველის ოფისში მომხდარი ინციდენტის მიზეზი „ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის სურვილი გახდა, რომელსაც ომბუდსმენთან არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე სურდა საუბარი. ლომჯარიამ ბრეგაძესთან შეხვედრა არ ისურვა, რამაც მისი აღშფოთება გამოიწვია.

რეზონანსი
13.11.2019

 განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დაბრუნების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა „ოცნებისთვის" მოულოდნელობა იყო და მმართველ პარტიას მის შესაცვლელად მზა კანდიდატი არ ჰყავდა, - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

თამთა ჩაჩანიძე
13.11.2019

 „ვადასტურებ, რომ უმრავლესობის შეკრებაზე საინტერესო დისკუსია იყო, მაგრამ პარტიის უმრავლესობა დარჩა იმავე აზრზე, რა აზრზეც იყო აქამდე, შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარეც," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრამდე უმრავლესობის შეკრებას.

ია აბულაშვილი
13.11.2019

 „სახელები მათი აღიწერა ზეცათა შინა, დიდი-დიდნი თავადნი და აზნაურნი, სრულიად კრებული სამღვდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი, მხედართმთავარნი და მხედარნი, ყრმანი ჭაბუკნი და მოხუცებულნი“, - წერს მემატიანე თბილისში, 1277 წელს ხვარაზმელთაგან დახოცილი ასი ათასი მოწამის შესახებ.

თამარ შუკვანი
13.11.2019

 ბიძინა ივანიშვილთან საპარლამენტო უმრავლეოსბის შეხვედრის შედეგად გაირკვა, მმართველ პარტიაში იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უკვე 2020 წლიდან გადასვლას ეწინააღმდეგებიან, დაახლოებით 20-ის ფარგლებშია. ამის შესახებ „ოცნების" წევრმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომელიც მანამდე ერთი დღით ადრე „მეამბოხეთა" განსხვავებულ წბფრს ასახელებდა - 40-მდე დეპუტატი.

თამთა ჩაჩანიძე
13.11.2019

 „ჩინელებს აფხაზეთში ელექტრომობილების წარმოება სურთ", - ასეთი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს აფხაზური პრესა, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ბლეფს უწოდებს. მისი თქმით, ჩინეთი საქართველოსთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს.

თამარ შუკვანი
13.11.2019

 თუკი პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც არ დაუჭერს მხარს, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში არეულობის დაწყებას არ აგმორიცხავს. როგორც მან „რეზონანსთან" განაცხადა, „ეს არის ის საკითხი, რომელიც ძალიან ბევრ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოთამაშეს, ერთი დროშის ქვეშ დააყენებს."

ელზა პაპოშვილი
12.11.2019

 მმართველი პარტისაა და მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ზაფხულში საზეიმოდ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაშლის პირასაა. პარლამენტის გუშინდელ სკანდალურ სხდომაზე გაირკვა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას „ოცნებაში“ დეპუტატთა საკმაოდ დიდი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ოპოზიცია ეჭვობს, რომ „ოცნების“ მაჟორიტართა სამშაბათის „აჯანყება“ ივანიშვილის სცენარი დადგმული პოლიტიკური სპექტაკლია, რომლის მიზანიც სწორედ დადებული პირობის არშესრულება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადასვლის ჩაშლაა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×