რეზონანსი 12.11.2019
რუსეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოკავშირეს კარგავს ბოლივიის სახით, სადაც ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად ხელისუფლება იცვლება - ევო მორალესი, რომელიც 14 წლის განმავლობაში იყო ბოლივიის პრეზიდენტი, იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა და მექსიკის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ თავშესაფარს დათანხმებოდა.
|
გვანცა წულაია 12.11.2019
ერთიანი ტარიფები სამედიცინო მომსახურეობაზე - ამიერიდან სახელმწიფო ერთნაირ ფასს გადაუხდის ყველა კლინიკას, რომელიც ჩართული იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. სპეციალისტთა აზრით, სერვისების გათანაბრება სწორი ნაბიჯი არ არის, რადგან შესაძლოა, ზოგიერთი კლინიკამ ვერ გაუძლოს და დაიხუროს ანდა ჩამოყალიბდეს სქემა, რომლის მიხედვითაც მედპერსონალის ხელფასს შეუმცირებს, ხოლო მომსახურების ხარისხს დაბლა დასწევს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2019
„ვფიქრობ, რომ როდესაც ამხელა შემოსავალი გაქვს, პენსიაზე საერთოდ უარი უნდა თქვა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის კახა ოქრიაშვილი დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან მის გასვლას.
|
თამარ შუკვანი 12.11.2019
„ბატონმა გია ვოლსკიმ, უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქციების თავმჯდომარეებს და მათ შორის ბატონ დიმიტრისაც სთხოვა, ამ ერთსაათიან შესვენებაზე მის კაბინეტში შეკრებილიყვნენ; იქ ალბათ რაღაც გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. საუბარი იქნებოდა იმაზე, რა შეიცვალა იმის შემდეგ, რაზეც შეთანხმება მოხდა," - აცხადებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი მისი თანაგუნდელის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ კენჭისყრის განახლებამდე უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს.
|
ნინა გარდაფხაძე 12.11.2019
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან, ყველაზე მეტი ბიზნესკომპანია საქართველოში ირანის მოქალაქეებმა დააფუძნეს. 2015-2018 წლებში, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების 31% ირანის ისლამური ქვეყნის მოქალაქეების მიერაა ჩამოყალიბებული. რატომ აქტიურობენ ასე განსაკუთრებით უცხოელები? არსებობს ეჭვი, რომ ირანელები 100 დორარად კომპანიებს, ინვესტორის სტატუსის მისაღებად აფუძნებდნენ და რეალურად სხვა განზრახვა უდევთ გულში.
|
თამარ შუკვანი 12.11.2019
საქართველოში უძრავი ქონების უცხოელ მყიდველებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ. ისინი მასიურად ყიდულობენ საქართველოში უძრავ ქონებას - ბინები, მიწის ნაკვეთები და ა.შ. უცხოელებზე გაყიდული ქონების 40% სწორედ რუსებზე მოდის. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ეს შესაძლოა პროვოკაციის მოწყობის მიზნით გამოიყენოს, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებსა და მათ მიერ შეძენილ ქონებას საფრთხე ემუქრებათ, შედეგად კი მიმართონ სამხედრო ძალას.
|
ლანა წამალაშვილი 12.11.2019
საქართველოში ცხოვრება გაძვირდა და ზამთრის წინ გაუსაძლისიც გახდა. ვითარება უკვე იმდენად მძიმეა, რომ მოსახლეობას თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს. ეკონომისტების აზრით, მალე დაბალშემოსავლიან ადამიანებს მთელი შემოსავალი გაძვირებული სურსათის ყიდვისთვის დასჭირდება და სხვა ღირებულს ვეღარაფერს შეიძენს.
|
ია აბულაშვილი 12.11.2019
„სამივე მოსმენით, ვიდრე კენჭისყრა არ იქნება ჩატარებული და კანონპროექტი მიღებული, მანამდე იმის თქმა, რომ გადავედით პროპორციულ საარჩევნო სისტემზე, სწორი არ არის; რადგან დიდია ალბათობა, რომ რომელიმე მოსმენის დროს პროექტი ჩავარდეს“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაწყებულ განხილვას, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2019
დაახლოებით ერთ საათში პარლამენტში პროპორციულ არჩევნებზე გადასვლათან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უკმაყოფილება გამოთქვა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.
|
ელზა პაპოშვილი 12.11.2019
სოფელ ყანდაურაში მომხდარი უმძიმეს მკვლელობაში ბრალდებული პაპაც და შვილიშვილიც მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა. კითხვა, თუ ვინ მოკლა 5 ადამიანი, ისევ უპასუხოდაა. სასტიკი მკვლელობების საქმე შესაძლოა პროკურატურას სრულიად დაეშალოს და საქმეში რეალური ბრალდებული აღარ ჰყავდეს.
|
რეზონანსი 12.11.2019
აფხაზური საზოგადოების ნაწილი აფხაზეთის ომის დასრულებიდან 26 წლის შემდეგაც კი პოლიტიკოსებს იმის მიხედვით აფასებს, რომ ვინ რამდენი ქართველი მოკლა. ამის მაგალითია სოხუმის ახალი ე.წ. მერი კან კვარჩია, რომლის მთავარ დამსახურებადაც „ქვეყნის წინაშე" ომის დროს ქართველი ტყვეების მასობრივი დახვრეტა გამოაცხადეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.11.2019
„ეს ადამიანები ოკუპანტებმა გუშინ, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს და ჯერჯერობით არ დაბრუნებულან,ისინი ე.წ. სასამართლოს ელოდებიან და ჯარიმის გადახდის შემდეგ, იმედია სახლებში მალევე დაბრუნდებიან. სავარაუდოდ, მათ დაბრუნებას ამ კვირის ბოლომდე ველოდებით", - ასეთი ინფორმაცია მოაწოდა „რეზონანსს" ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ოკუპანტების მიერ მწყემსების გატაცების თაობაზე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|