თამარ შუკვანი 11.11.2019
„ჩვენი დედაქალაქისათვის ერთ-ერთ უმწვავესი პრობლემა ჩვენი თანამოქალაქეების ტრანსპორტის უზურნველყოფაა. ჩვენ უკვე მივედით იმ დონემდე, რომ საჯარო სივრცეების უმეტესობა ოკუპირებულია საავტომობილო ინფრასტრუქტურით," - აცხადებს „რეზონანსთან" საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე თბილისში არსებული საცობისა და დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობის გაზრდის შესახებ საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.11.2019
პრეზიდენტ მაკრონის მწვავე კრიტიკამ, ნატოს ლიდერი ქვეყანა ალიანსის გაფართოებაზე და დღეს არსებული გამოწვევების საპასუხო ზომებზე აალაპარაკა, ანალიტიკოსების აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტის ასეთი რადიკალური მიდგომა კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ალიანსის მოკავშირე ქვეყნებს ნატოს ოპერაციებში ფინანსური ვალდებულებების შესრულებას სთხოვს.
|
ტატა შოშიაშვილი 10.11.2019
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენები დასრულდა და ახლო მომავალში 20-კაციანი სიიდან თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრიან კენჭს. ეს პროცესი კი გამორიცხული არ არის ახლი პოლიტიკური კრიზისისა და მმართველი პარტიის შიგნით ახალი განხეთქილების საფუძველი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მოსამართლეთა კანდიდატების პარლამენტში დამტკიცების წინა მცდელობა მმართველი პარტიიდან „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების წასვლით დასრულდა.
|
ია აბულაშვილი 10.11.2019
ბოდბის მონასტერი, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, მეოთხე საუკუნეში, პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ააგო. გადმოცემის თანახმად, როდესაც წმინდა ნინო გარდაიცვალა, მეფე მირიანს სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს სურდა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრაც ვერ უყო წმინდანის სარეცელს და იქვე ბოდბეში დაკრძალეს. ეკლესია წმინდა ნინოს საფლავზე ააგეს, რომელის მშენებლობაშიც მონაწილეობა ბაქარ მირიანის ძესაც მიუღია.
|
ელზა პაპოშვილი 10.11.2019
კახეთში სადისტური მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 7 ნოემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის მარტოხელა ქალი თამარ სეფიაშვილი სასტიკად ნაწამები და შემდეგ გაგუდული მეზობელმა იპოვა.
|
ტატა შოშიაშვილი 10.11.2019
„ქვების სროლით ერთმანეთს ვერც კარგს დავუმტკიცებთ და ვერც ცუდს... როდესაც მოვა პროცედურის დრო, მანდვილად არ მომერიდება უარის თქმა იმისთვის, ვისთვისაც გადაწყვეტილი მაქვს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე „რეზონანსთან“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაზე საუბრისას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
|
ელზა პაპოშვილი 10.11.2019
ბიძინა ივანიშვილისა და ლევან ვასაძის შეხვედრის მთავარი თემა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო. „რეზონანსის“ წყარო ლევან ვასაძის გარემოცვიდან აცხადებს, რომ ივანიშვილი 2019 წლის შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავდა და მას ვასაძის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ხოლო სანაცვლოდ კი პარლამენტში მანდატებს დაჰპირდა.
|
რეზონანსი 10.11.2019
სირიაში თურქეთისა და სირიის სამხედრო ნაწილებს შორის პირველი დაპირისპირება მოხდა. საინფორმაციო წყაროების ცნობით, ბრძოლა სისხლისმღვრელი იყო, მხარეებმა გამოიყენეს მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია, ასევე სამხედრო დრონები. ბრძოლის შედეგები კი ჯერჯერობით გაურკვეველია.
|
ია აბულაშვილი 10.11.2019
„ჯერ საბოლო ვარიანტზე არ შევჯერებულვართ, მაგრამ ძალაში რჩება თავდაპირველი შეთანხმება, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია“ არ დაიშლება“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „გაერთიანეული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით ახალი მექანიზმების შემუშავებასთან დაკავშირებით.
|
ია აბულაშვილი 10.11.2019
„ეს საკითხი „ოცნებაში“ არ განხილულა, ამიტომ ჩემი კოლეგების ნაცვლად ვერ ვიტყვი, დაუჭერენ თუ არა მხარს მე-უფე იაკობის განცხადებეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. პირადად მე ამ კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ, რად-გან მიმაჩნია, რომ პარლამენტი საგამოძიებო ორგანოდ არ უნდა გადაიქცეს“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, მეუფე იაკობის განაცხადებებთან დაკავშირებით პარალამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.
|
ია აბულაშვილი 10.11.2019
„ქართული ანსამბლი „სუხიშვილები“ არის საფუძველთ საფუძველი ქართული კულტურის. მისი დარსებიდან დღემდე ქართული კულტურის, ქართული ბუნებისა და მენტალიტეტის გამტარებელი მთელს მსოფლიოში, თუ ეს ვინმეს არ ესმის, თავის თავს დააბრალოს“, - ასე ეხმაურება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის ლევან აკინის განცხადებას, რომ ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო სუხიშვილს ჰომოფობიური განცხადებების გამო გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსი ჩამოერთვა.
|
ტატა შოშიაშვილი 10.11.2019
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 9 ნოემბერს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგოდ ვერის ბაღში გამართულ შეხვედრაზე თავის თანამოაზრეებს მიმართა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აპრილში მასთან სახლში სათხოვარით იმყოფებოდა და მათ შორის შეთანხმება შედგა, რომელიც ივანიშვილმა დაარღვია. სწორედ ამიტომ ვასაძე ოლიგარქის გადადგომას ითხოვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|