თამთა ჩაჩანიძე
06.11.2019

 „კაცობრიობა სხვა კლიმატზეა შეგუებული, კლიმატი იცვლება, აცივება იქნება, თუ დათბობა, ამას მნიშვნელობა არ აქვს - ფაქტია, რომ პირობები იცვლება, შესაბამისად ეს გარკვეულწილად სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენებს კაცობრიობას" - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მსოფლიო კლიმატის ცვლილების მოსალოდნელშედეგებს, რომელსაც მეცნიერები „წარმოუდგენელ ტანჯვას" უწოდებენ.

ია აბულაშვილი
06.11.2019

 "საინტერესო პერიოდში შევდივართ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად ტარდება არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით.ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ "ოცნებას".

თამთა ჩაჩანიძე
06.11.2019

 ვლადიმირ პუტინი საკუთარ ხალხს ინტერნეტვაკუუმს უქმნის, ის რუსეთს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსგან წყვეტს და ქვეყანას ერთგვარ ელექტრონულ „რკინის ფარდას" აფარებს - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დარეგისტრიდა კანონპროექტი, რომელიც რუსული ინტერნეტსივრცის მოდელის შექმნას ითვალისწინებს.

ია აბულაშვილი
06.11.2019

 სამხრეთ-საქართველოში, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცენტრებში, სადაც დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იყო გაშლილი, იწერებოდა საღმრთო წიგნები, იხატებოდა ფერწერული ხატები, იმკობოდა ოქრო-ვერცხლით და თვალმარგალიტით ჯვარ-ხატები;

ელზა პაპოშვილი
06.11.2019

 რატომ ვერ ამბობს ზუსტად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს თუ არა ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

ელზა პაპოშვილი
05.11.2019

 უმძიმესი ავარია კახეთში - სოფელ შილდაში 18-22 წლამდე 4 ახალგაზრდა ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც 3 მათგანი გარდაიცვალა. მეოთხე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, ავტოკატასტროფა იმდენად მძიმეა, რომ ერთი ახალგაზრდის სახეზე ამოცნობა საერთოდ ვერ შეძლეს. 4-ვე მათგანს უმძიმესი დაზიანებები აქვთ მიღებული.

თამარ მუკბანიანი
05.11.2019

 საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე 10-ჯერ და მეტჯერ ღარიბია. ასეთია მთლიანი შიგა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშების შედეგი. რაც შეეხება ბალტიისპირეთსა და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებს, რომელიც ასევე შენგენში არიან, მათ 4-ჯერ ჩამოვრჩებით. სწორედ ამას ასახელებს ბიზნეს ასოციაცია შრმომის კოდექსში შესატანი ცვლილებების საწინააღდეგო არგუმენტად.  როცა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, არ შეიძლება ბიზნესის დამატებითი წნეხი - ასეთია მათი პოზიცია.

თამარ მუკბანიანი
05.11.2019

 ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მაღალი ინფლაციაა. სავალუტო ფონდის პროგნოზით იგი კიდევ მოიმატებს და წლის ბოლოს 7.2%-ს მიაღწევს, რომელიც საქართველოში არც ომის დროს და არც მას შემდეგ არ ყოფილა თუ არ ჩავთვლით 2010 წელს. სპეციალისტები კი ამ ციფრსაც ოპტიმისტურად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ინფლაციის ნიშნული ორნიშნა იქნება.

თამარ შუკვანი
05.11.2019

 ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ნატო-ში მიღებაზე საუბრობს; მისი თქმით, უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიაა და ის აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მისაღებთა რიგებში უკრაინასთან ერთად საქართველოც მოიაზრება, თუმცა, ალიანსში გაწევრიანება საბოლოოდ როდის მოხდება, გაუგებარია. თანაც უცნობია, ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ ორი ქვეყნის ალიანსში მიღებაზე რამდენად იქნებიან თანახმა.

თამარ შუკვანი
05.11.2019

 აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის და უფრო მაღალ საფეხურზე ინაცვლებს. უახლოეს პერსპექტივაში, საქართველოში აშშ-ს ჩართულობის ზრდა, რაზეც ექსპერტმა დევიდ კრამერმა ისაუბრა, შესაძლოა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით იყოს მოსალოდნელი, რაც დადებითი ფაქტია.

თამარ შუკვანი
05.11.2019

პენიტენციურ სისტემაში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო-დასაქმების საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ამ კუთხით გარკვეული საკანონდებლო ცვლილებები განხორციელდა, თუმცა, ასევე გასატარებელი და გამოსასწორებელია სხვა სერიოზული ხარვეზებიც. 

ია აბულაშვილი
05.11.2019

 "ეკლესიაში თვითგაწმენდის დროა, მაგრამ ეს ივანიშვილის მმართველობის დროს არ მოხდება"- ასე ეხმაურება მხატვარი გია ბუღაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×