ელზა პაპოშვილი
05.11.2019

 "ალტურისტი", რომელიც ქონების 90%-ის მოხმარებას ქველმოქმედებაში აპირებს - ბიძინა ივანიშვილის ახალი დაპირებების სერია. „რეზონანსთან" ანალიტიკოსები ივანიშვილის გამოჩენას წინასაარჩევნო პროპაგანდას უწოდებენ და ამბობენ, რომ მან ამომრჩეველს საკუთარი თავი ახლებურად, დიდი პროექტებით შესთავაზა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილი 2012 წლის დროინდელი ავტორიტეტის რეანიმაციას ცდილობს, რაც წარმოუდგენელი იქნება.

ია აბულაშვილი
05.11.2019

 "მე მგონი საქმე მივა დიდი საკლესიო კრების მოწვევამდე, რადგან ეს სინოდი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს გამოწვევებს" - ასეთ პროგნოზს აკეთებს საპტრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
05.11.2019

 „რუსეთი უკრაინას პრაქტიკულად გაზის გარეშე ტოვებს", „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გავლა, უკრაინის ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება"- ასე აფასებენ „რეზონანსთან" ექსპერტები, დანიის ხელისუფლების თანხმობას „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ნავთობსადენის ქვეყნის ტერიტორიაზე გაყვანაზე.

თამთა ჩაჩანიძე
05.11.2019

 „ჩორჩანა-წაღვლის ტყის ოკუპაციით, ოკუპანტებს აღებული აქვთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლე, საიდანაც ისინი მარტივად აკონტროლებენ ქარელის მიმდებარედ ავტობანის მონაკვეთს, საჩხერის გზას და ხაშურის ცენტრს."

ირაკლი ლომიძე
04.11.2019

 მოსახლეობა საპენსიო სისტემიდან გამოსვლას ყველა გზებით ცდილობს. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის იძულებითი მონაწილეობის ხარჯზე რეფორმა მეტ-ნაკლებად მუშაობს, თუმცა სქემაში ნებაყოფლობითი გაწევრიანების შემთხვევაში, საპენსიო ფონდში აღარავინ დარჩება. ვისაც ამის შანსი ჰქონდა, გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღო და საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით დატოვა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებას საპენსიო რეფორმა ჩაუვარდება, რადგან ხალხს არ აქვს ნდობა არც ლარის და არც ფონდის მიმართ.

ირაკლი ლომიძე
04.11.2019

 გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციის გადავადება უსაფრთხოების მხრივ დიდ პრობლემას შექმნის. სპეციალისტების თქმით, რეგულაციების ის ნაწილი, რომელიც მომდევნო წლიდან ამოქმედდება, შედეგს ვერ მოიტანს და სიტუაციას მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს. ტექნიკოსებს მიაჩნიათ, რომ გაზის დანადგარების უმეტესობა სტანდარტთან შეუსაბამოა და მომხმარებელი დამოუკდიებლად ვერაფერს გახდება, თუკი სახელმწიფოს მხრიდანაც არ ექნება ხელშეწყობა. საუბარია იმაზეც, რომ არსებულ ტარიფში ეს ხარჯი გათვალისწინებული არ არის.

ელზა პაპოშვილი
04.11.2019

 მეორედ დარბეული ეკლესია - ვანდალიზმი ახალქალაქში გრძელდება. სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე 13-ე საუკუნის სამლოცველო ისევ დარბეულია. ეს წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეკლესიაში სალოცავად მისულ მრევლს ხატები დაზიანებული და საეკლესიო ინვენტარი განადგურებული დახვდა.

თამარ მუკბანიანი
04.11.2019

 საქართველოს პორტებში, ოკუპირებული აფხაზეთიდან გემების შემოსვლა დაიწყება. ასეთია უმრავლესობის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დარეგისტრირდა. ახლა მთავარი კითხვა ისაა, რომელი დროშის ქვეშ იცურებენ ის გემები და ხომ არ ისარგებლებს ამით აფხაზურ სტატუსს ამოფარებით რუსული ბიზნესი.

რეზონანსი
04.11.2019

 ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ჯაშუშურმა სკანდალმა იფეთქა.  „მთავარი გმირები“ კვლავ რუსები არიან. ბულგარეთის სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ სოფიაში მოქმედი რუსეთის ფედერაციის საელჩოს პირველი მდივანი ,,გრუ’’-ს ფარული ოფიცერია და ის არის მოქმედი ჯაშუში. 2019 წლის 25 ოქტომბერს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  რუსეთის ელჩი ბულგარეთში მიიწვია და  ჯაშუშის დეპორტაცია მოითხოვა. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის ელჩს  72 საათი მისცა იმისთვის, რათა  რუსეთის დაზვერვის ოფიცერი ბულგარეთიდან გაეყვანათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცნობდნენ როგორც ,,Persona non grata’’. ადგილობრივ მედიაში ამ პირის ვინაობაც მალევე გამჟღავნა. ეს ადამიანი ვლადიმერ რუსიაევია.

რეზონანსი
04.11.2019

 ლუდომანია 21-ე საუკუნის დაავადება და უამრავი ფატალურად დასრულებული სიცოცხლეა. სპეციალისტების გაანგარიშებით, თამაშდამოკიდებული ადამიანები თავისი თვიური შემოსავლიდან, საშუალოდ, 35-40%-ს აზარტულ თამაშებში ფლანგავენ იმის იმედით, რომ საბოლოო ჯამში დიდ თანხას მოიგებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ დღითი დღე უფრო მეტი ადამიანი ეწერება ლუდომანთა არმიაში და იზრდება თვითმკვლელობების რაოდენობაც.

თამთა ჩაჩანიძე
04.11.2019

 „თუ მას მიაჩნია, რომ თვითრეალიზაციას, როგორც ქველმოქმედი უფრო ახდენს, ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მაშინ ძალაუფლების სივრციდან წავიდეს და ქველმოქმედება გააგრძელოს."

თამარ შუკვანი
04.11.2019

 აშშ-ის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვალა შესაძლოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეცდომის გამოსწორების მცდელობად ჩაითვალოს; თურქეთისგან მხარდაჭერილი სამხედროების მხრიდან ამერიკულ სამხედრო კოლონაზე თავდასხმა, რომელიც სირიის ქალაქ ქამიშლიში 4 ნოემბერს შევიდა, ნეგატიური ფაქტია ორ ქვეყანას შორის, ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×